ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს სჯერა, რომ ახალი საფეხბურთო ბაზრის - ინდოეთის ათვისება შესაძლებელია
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი შესაძლოა ინდოეთში ჩატარდეს. ასეთი შესაძლებლობა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა არ გამორიცხა.

ფიფიას გადაწყვეტილება, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ორგანიზატორობის უფლება ყატარისთვის მიენიჭებინა, მოულოდნელი იყო, მაგრამ ახლა ბლატერს სჯერა, რომ ახალი საფეხბურთო ბაზრის - ინდოეთის ათვისებაც შესაძლებელია.

მიუხედავად მოსახლეობის სიჭარბის, სტაბილური ეკონომიკის და ფეხბურთისადმი ინტერესისა, ქვეყნის ნაკრები სპორტის ამ სახეობაში მიღწევებით ვერ დაიტრაბახებს - მსოფლიოს რეიტინგში 142-ე ადგილზეა. ბლატერის აზრით, ეს პრობლემა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებამ გადაწყვიტოს.

2026 წლის მუნდიალის მასპინძლობის პრეტენდენტებს შორის ბლატერმა ავსტრალიაც დაასახელა, რომელმაც 2002 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლება ვერ მოიპოვა, მაგრამ ის ინდოეთში მეტ პოტენციალს ხედავს.

"თუ გვსურს ახალი ტერიტორიები ავითვისოთ, სადაც ფეხბურთს შეუძლია ცხოვრების დონე გააუმჯობესოს, მაშინ ეს ინდოეთია, რომლის მოსახლეობა 1.2 მილიარდ ადამიანს შეადგენს. ეს ორმაგი ბაზარია - არამარტო საფეხბურთო, არამედ ეკონომიკურიც", - განაცხადა ბლატერმა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა