საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გერმანიასთან (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გერმანიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

29 მარტს, "დინამო არენაზე" გამართულ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

საქართველო-გერმანია 0:2 - როგორც 20 წლის უკან [VIDEO]

"პირველ რიგში, მივულოცავ და წარმატებას ვუსურვებ გერმანიის ნაკრებს. პირველივე ტაიმში მოგვიწია ორი იძულებითი შეცვლის გაკეთება. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენზე.

ძალიან გვიჭირდა ბურთის შენარჩუნება, რაც ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი იყო.

მეორე ტაიმში შევეცადეთ ფეხბურთი გვეთამაშა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით.

სამუშო ბევრი გვაქვს და ეჭვი არ მეპარება, რომ მოვუმატებთ. ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის. ჯობია წავაგოთ ფეხბურთის თამაშით, ვიდრე ანტიფეხბურთით.

მეორე ტაიმი პოზიტიური იყო. ჩვენი თამაში არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მომენტებს ვქმნიდით.

სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა ვხედავ პოტენციალს და ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ნაკრებს შეტევაში პოტენციალი არ აქვს.

ლაშა დვალის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ამისულაშვილს, მას ძმიმე ტრავმა აქვს, კუნთი აქვს გაწყვეტილი", - თქვა ცხადაძემ.

გულშემატკივარი
მეგობრებო, კახას არ ესწავლება თამაში და არც მწვრთნელობა. ასევე არ ესწავლებოდა თამაში და მწვრთნელობა ქეცბაიას, რომელიც ვთვლი, რომ ერთ ერთი უძლიერესი მწვრთნელია. მისი ტაქტიკა ის იყო, რომ გამოდიოდა არსებული რესურსებიდან, ანუ იმ თამაშს ათამაშებდა რაც მხოლოდ ფეხბურთელებს შეეძლოთ. გუშინ ნამდვილად შეიქმნა რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი, მაგრამ ვერც ტექნიკურად, ვერც ფიზიკურად და ვერც სისწრაფით ვერ ივარგეს ჩვენებმა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გუშინ ყველამ ვნახეთ თითქოს უფრო შეტევაზე ორიენტირებული ვიყავით, მაგრამ კარში ვერ დავარტყით, უფრო მეტიც, კარგ პოზიციაში მყოფი ფეხბურთელი პასს უკან აკეთებდა. არც ქეცბაია ეუბნებოდა ბურთი დაკარგეთო, ბურთი წესიერად არ მიიღოთო, იცით ალბათ ჩვენი ფეხბურთელების პასის მიღების და გადაცემის "ტექნიკა", როგორ "უზადოდ" აქვავებენ მიღებულ ბურთს და ა.შ. ჰოოოდაააა.... არც ცხადაძე ეუბნება პასი არ მიიღოთ წესიერად და სწრაფად არ გაიქცეთ წინო, მაგრამ რად გინდა? მოკლედ არც მალტასთან იყო ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიური ძვრები. გერმანიასთან მე პირადად ბევრს არაფერს ვითხოვდი, მაგრამ ყველაზე მეტად ის არ მესიამოვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს "ცოტათი" მაინც შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით კარში არ დაგვირტყია, რეალური საფრთხე არ შეგვიქმნია საერთოდ, ჩვენი შემტევი ფეხბურთელი ბურთიდან 6-7 მეტრში იყო და მათი მცველი, რომელიც ბურთიდან 15 მეტრში იყო ის ასწრებდა ჩვენს შემტევს ბურთამდე სირბილში.
ddd-s
ესპანეთთან ლამის ორჯერ გდავედით იმთ ნახევარზე და მაგას ეძახი "კინაღამ მოგებას"?!
gaga
გიო შენისთანა მშიშრები და დედლები რო არიან მადლობა ღმერთს რო საერთოდ ვებრძოლეთ რუსეთს შენ კი ალბათ როგორც მამაშენი სახლშიც კი ჩაისვარეთ ალბათ ომის დროს
ddd
Eskaci veerraa. Qecbam espanetss kinaxam mougo da es izaxis lamazadd vitamashe da wavageo
სტუმარი
ოქრიაშვილი კარგი ბიჭია, ჭანტურიაც მომეწონა, ყაზაიშვილი რატომ არ ათამაშეს? თავდასხმაში პოტენციალი გვაქვს. მართალს ამბობს ეს კაცი. დაცვაში მეტი პრობლემებია და ეს ორივე გოლის დროს გამოჩნდა
ლელა კაკულია
დღეის შემდეგ დაიწყება მორიგი და ვინ მოსთვლის რიგით მერამდენე მწვრთვნელის გულისამრევი კრიტიკა და დამნაშავედ ცნობა რომ ჯიბეებს ისქელებს და ნაკრებისთვის არაფერს აკეთებსო ანუ როგორაც ქეცბაიასთან მოიქცნენ იგივე მოხდება იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ძალად ბრმები ვართ და გვინდა ასეთები ვიყოთ გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ ისინი ვინც გუშინ თავმოჭრილი ქათმებივით დარბოდნენ წინ და უკან არავითარი პოტენციალი არ გააჩნიათ უბრალოდ ითამაშონ ფეხბურთი და მათ ვერც ქეცბაია ვერც ცხადაძე და ვერც მიქელ გაბრიელი დაეხმარება ასე რომ ერთხელ და სამუდამოდ გავანებოთ ამ ფეხბურთს თავი და მივხედოთ იმ სპორტს სადაც შეგვიძლია მართლა რამე ვაკეთოთ რაგბს და კალათბურთს დაჭიდაობას ვგულისხმობ იქ ჩადოს სახელმწიფომ ფინანსები
momaval chveniaaaa
Guli Ar dagtskdet bichebo,germaniastan tamashi ukve prestjia,dges Ara xval mougebt!!!!
gio
შენ ამას თამაშს ეძახი? შენც ნაციონალი ყოფილხარ? სადაც რუსეთთან ომში გამარჯვება დაგვაჯერეს იქ გერმანიასთანაც არ გაგიჭირდებათ რუსთავი 2 თუ დაგიდგათ გვერდში.
carmatebebi
Unda vendot saqartvelos da mivcet shansi gaxdnen metad mondomebulebi,vugulshematkivrod da mjera tvitonac gagvaxareben!
გუადუა
ქეცბაიას შეეწირა ყველა შანსები...ესა ყველაზე მეტად სამწუხარო. დამარცხება ერთია მაგრამ როცა მინდორზე თავისუფალი ხალხია და არა მწვრთნელისაგან დაშინებული, შეტევაზე არ წახვიდეო,ეს უკვე სულ სხვა რამაა.
თამაზ შანავა
ფიფას წესებით, საქართველოს ნაკრები ჩაება მსოფლიო ჩემპიონთან, უთანასწორო ბრძოლაში. იბრძოლა და დამარცხდა. ძალზე დიდი იყო განსხვავება ყველა კომპონენტში. ეს მატჩი გერმანელებისათვის მხოლოდ 3 ქულაა და მეტი არაფერი. ჩვენთვის კი, საერთოდ არაფერი არაა, არც წაგება არაა (წაგების მეტი რა გვაქვს ფეხბურთში). ჩვენი მწვრთნელისთვისაც არაფერი არაა, ანუ საწვრთნელ დაკვირვებებშიც ვერაფერს გამოიყენებს. ჩვენი ძალების ტოლ და სწორთან, ან მიახლოებულთან რომ გვებრძოლა, შედეგი რაღაცას გვასწავლიდა მაინც. ფიფას წესები სრულყოფას საჭიროებს. ასეთი განსხვავებული კლასების გუნდები არასოდეს არ უნდა ხვდებოდეს ერთმანეთს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები აქაცაა შემოსაღები.
Gela
Meore taimi!!!
Zaza
ჩვენ შენი გვჯერა კახა.შენ კარგ ნაკრებს დააყენებ.ეს ბიჭები ჩვენ ბევრჯერ გაგვახარებენ.წინ,წინ,წინ!!!
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
204-სანტიმეტრიანი უკრაინელი თავდამსხმელი "ჟირონაში" გადავიდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია
10xSEO-მ ბაზარზე სპეციალიზებული SEO ქოფირაითინგის სერვისი ჩაუშვა: ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ
ამორიმი, გლასნერი ან იასლე - ვინ ჩაიბარებს "მილანს"?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
მოურინიომ თანამემამულე ვარსკვლავი "ბარსელონას" აწაპნა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ხავი "ბარსელონას" ლეგენდების გუნდიდან ამოიღეს - მიზეზად ლაპორტას მოწინააღმდეგის მხარდაჭერა სახელდება
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
მოურინიოს სია - ჟოზემ "რეალს" ამ 6 ფეხბურთელის გაშვება სთხოვა
ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
დიდი სენსაციები: უნგრეთმა ინგლისი, გერმანიამ კი იტალია გააბითურა [VIDEO]
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓛᓘᓠᓝ ᓓᓐᓑᓔᓠᓓᓐ, ᓛᓐᓒᓠᓐᓛ ᓯᓐᓜᓖᓔᓐ!
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ