მორიგი ტური და სტატისტიკა
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ კევინ დურანტი ამ სეზონში ვერ დაეხმარება "ოკლაჰომა-სიტის". კლუბის გენერალურმა მენეჯერმა სემ პრესტიმ ნაღვლიანი ინფორმაცია გაავრცელა - გუნდის მთავარ ვარსკვლავს განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდება ტრავმირებულ ფეხზე.

წინასწარი ინფორმაციით, 26 წლის ფორვარდს აღდგენითი პროცესისთვის ოთხიდან ექვს თვემდე დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში კევინმა მხოლოდ 27 მატჩის გამართვა მოასწრო და საშუალოდ 25.4 ქულა, 6.6 მოხსნა და 4.1 შედეგიანი პასი დააგროვა.

- შაბათს ორლანდოში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელიც კლუბის დიდების დარბაზში ლეგენდარული შაკილ ო'ნილის შეყვანას მიეძღვნა. 1992 წელს "ორლანდომ" შაკი დრაფტის პირველ ნომრად აირჩია. ო'ნილმა გუნდის რიგებში 1992-96 წლებში ითამაშა, 295 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 27.2 ქულა, 12.5 მოხსნა და 2.8 დაფარება დააგროვა.

- "დეტროიტის" გამთამაშებელმა რეჯი ჯექსონმა "ორლანდოსთან" შაბათის მატჩში პროფესიულ კარიერაში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა. მცველმა 26 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა.

- "ჰიუსტონის" ხელმძღვანელობა აპირებს სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას მადრიდის "რეალის" მოთამაშესთან, სერხიო ლიულთან. კალათბურთელი ხელფასის სახით, ჯამში, 17 მილიონ დოლარს მიიღებს. აღნიშნავენ, რომ "როკეტსის" გენერალური მენეჯერი დერილ მორი რამდენიმე დღის წინ ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა და 27 წლის ლიულსა და მის აგენტს ელაპარაკა.

- "დალასის" ფორვარდმა ამარე სტაუდმაიერმა განაცხადა, რომ ჯერ ისევ ენერგიით სავსეა და არ აპირებს უახლოეს მომავალში კარიერის დასრულებას. "დაგეგმილი მაქვს კიდევ გარკვეული ხანი თამაში. ფეხებში ძალას ისევ ვგრძნობ, კონკურენციის გრძნობაც არსად წასულა. ასე რომ, არ ვაპირებ კალათბურთის მიტოვებას", - განაცხადა ამარემ.

- "ვაშინგტონი" კონტრაქტის გაფორმებას აპირებს 32 წლის მცველ უილ ბაინუმთან. ეს კალათბურთელი სეზონის სტარტამდე"დეტროიტიდან" "ბოსტონში" გაცვალეს, რის შემდეგაც "კელტებმა" შემადგენლობიდან დაითხოვეს. ამის შემდეგ ბაინუმი ჩინეთში, კლუბ "გუანდუნ ტაიგერსში" თამაშობდა.

- "იუტასთან" გუშინდელ გასვლით შეხვედრაში "ოკლაჰომას" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა ვერ შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება, თუმცა მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მცველმა 37 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა "იუტას" დასამარცხებლად.

- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" 35 წლის მცველი ჯამალ კროუფორდი დამწუხრებულია ფეხის ტრავმის გამო, მაგრამ იმედოვნებს, რომ შეძლებს პლეი ოფის მატჩებში თავისი გუნდის დახმარებას. "ეს ძალიან უცნაური ტრავმაა ჩვენთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შევძლებ ამ სეზონში მოედანზე დაბრუნებას", - განაცხადა კროუფორდმა.

- "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელი ბაირონ სკოტი დარწმუნებულია, რომ ზაფხულში ბევრი თავისუფალი აგენტი მოინდომებს სწორედ კალიფორნიულ კლუბში გადასვლას.

"მიმაჩნია, რომ ზაფხულში საკმარისზე მეტი იქნება ჩვენთან კონტრაქტის გაფორმების მსურველი. რეგულარული ჩემპიონატის მსვლელობისას რამდენიმე მოთამაშე მოვიდა ჩემთან და პირადად მითხრა, რომ ჩვენს კლუბში გადმოსვლის სურვილი აქვს", - განაცხადა სკოტმა.

შარლოტი-ატლანტა 115:100

27:23, 30:29, 33:24, 25:24

შ: უოკერი (21+5 მოხსნა+6 პასი), ჰენდერსონი (20+5 მოხსნა), მო უილიამსი (18), მარვ. უილიამსი (17+5 მოხსნა), ჰეირსტონი (12), ბიიომბო (9+11 მოხსნა+3 დაფარება).

ა: ბეიზმორი (20+5 მოხსნა), მუსკალა (18+10 მოხსნა), შრედერი (17+11 პასი), ჯენკინსი (16).

ჩიკაგო-ნიუ იორკი 111:80

28:17, 26:17, 30:19, 27:27

ჩ: მიროტიჩი (24+6 მოხსნა), პ. გასოლი (19+12 მოხსნა), ბატლერი (18+5 ჩაჭრა), გიბსონი (14+9 მოხსნა), ბრუქსი (12+5 პასი), დანლივი (10+5 მოხსნა).

ნ-ი: ბარნიანი (14+7 მოხსნა), ჰელოუეი (12+5 მოხსნა), ლედო (11).

იუტა-ოკლაჰომა 94:89

21:32, 26:17, 29:17, 18:23

ი: ბერკი (22+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), გ. ჰეივორდი (17+5 მოხსნა+5 პასი), გობერი (13+15 მოხსნა), ბუკერი (12).

ო: უესტბრუკი (37+8 მოხსნა+6 პასი), კანტერი (18+11 მოხსნა), მოროუ (12), ს. ადამსი (5+14 მოხსნა).

პორტლენდი-დენვერი 120:114

31:25, 27:28, 28:25, 34:36

პ: ოლდრიჯი (32+11 მოხსნა), აფლალო (21+5 მოხსნა), ბატუმი (15+7 პასი), კამანი (14+9 მოხსნა), ლოპესი (12+8 მოხსნა), ლილარდი (8+10 პასი).

დ: ნელსონი (22+5 პასი), ფოიე (17), ფარიდი (14+10 მოხსნა), ჩენდლერი (13+8 მოხსნა+5 პასი), ლოუსონი (13+7 პასი), ბარტონი (12+7 მოხსნა), ნურკიჩი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია