სოჭში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი ნოკაუტ-სისტემით
სოჭში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი ნოკაუტ-სისტემით.

გასულ უქმეებზე საუკეთესო ოთხეულის ვინაობა გაირკვა. ქართველი დიდოსტატი მერი არაბიძე ინდოელ ჰარიკა დრონავალის დაუპირისპირდა.

2012 წლის ნახევარფინალისტთან ჩვენებურის პირველი პარტია ყაიმით დასრულდა. მეორე კლასიკურში აზიელი თეთრებით თამაშობდა. კარგა ხნის განმავლობაში დაფაზე საყაიმო პოზიცია იყო, მაგრამ ჰარიკამ ისარგებლა არაბიძის მსგავს ტურნირებში გამოუცდელობითა და შეცდომებით და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

ინდოელი კიდევ ერთხელ გავიდა ნახევარფინალში, სადაც უკრაინელ მარია მუზიჩუკს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა ტაიბრეიკებში 1,5:0,5 აჯობა ჩემპიონატის რეიტინგფავორიტს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰამპი კონერუს (ინდოეთი). ასევე, ტაიბრეიკებში მოუგო ორგზის ევროპის ჩემპიონმა პია კრამლინგმა (შვედეთი) ანა მუზიჩუკს (უკრაინა, 2,5:1,5), ხოლო ნატალია პოგონინამ (რუსეთი) - ჟაო სიუეს (ჩინეთი, 1,5:0,5). მეორე ნახევარფინალურ წყვილში კრამლინგი და პოგონინა გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

მეხუთე რაუნდის გუშინდელი პირველი ტურის პარტიები ასე დამთავრდა: მუზიჩუკი-დრონავალი 0.5:0.5, კრამლინგი-პოგონინა 1:0. დღეს კლასიკური პარტიებით განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე