მორიგი ტური და სტატისტიკა
"გოლდენ სტეიტმა" დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონობა უკვე გაიფორმა, რაც ისედაც გასაგები იყო დაახლოებით ერთი თვის წინ. ცოტა ხნის წინ ასევე ყველას ეგონა, რომ მეორე ადგილი აქ "მემფისს" ჰქონდა განაღდებული, მაგრამ "დათვებმა" ჯერ 22 ქულა წააგეს "კლივლენდთან", შემდეგ 23 ქულა დათმეს "გოლდენ სტეიტთან". გუშინ "მემფისის" მზადყოფნა საკუთარ მოედანზე "სან ანტონიომ" შეამოწმა.

და "სპურსმაც" დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე: "მემფისი" მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა წინ. სტუმრებს ძალიან დააკლდათ ტონი ალენი. მეურვის გარეშე დარჩენილმა კავაი ლეონარდმა თავი კომფორტულად იგრძნო და მეოთხე მეოთხედი მისი ზედიზედ 15 ქულით დაიწყო. ლეონარდის სოლოს შემდეგ "სან ანტონიოს" უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა და ცხადი გახდა:

წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. ახლა დასავლეთში მეორე ადგილზე არა "მემფისი", არამედ "ჰიუსტონია".

შესანიშნავი ტემპი აკრიფა "კლიპერსმა". კალიფორნიელები ერთიმეორის მიყოლებით უსწორდებიან ნებისმიერ მეტოქეს. გუშინ დოკ რივერსის შეგირდებმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგეს - შანსი არ დაუტოვეს "ბოსტონს". გამარჯვებულთა რიგებში ვინმეს გამოყოფა რთულია, რადგან მთელი სასტარტო ხუთეული შესანიშნავად გამოიყურებოდა და ყველამ გადალახა ათქულიანი ზღვარი, კრის პოლმა და დეანდრე ჯორდანმა კი მორიგი დუბლები ჩაიწერეს აქტივში.

"ბოსტონი" კი ამ წაგებით პლეი ოფის ზონიდან გავარდა და იქ "ბრუკლინმა" შეაბიჯა "ლეიკერსის" დამარცხების შემდეგ. "ნეტსის" რიგებში ბრწყინავს ბრუკ ლოპესი. ამ კალათბურთელმა ბოლო ექვს მატჩში ოთხჯერ დააგროვა მინიმუმ 30 ქულა, რასაც, ამჯერად, 11 მოხსნა და 4 დაფარება დაუმატა.

პლეი ოფში აღმოსავლეთის პირველ გუნდს, "ატლანტას" "ბრუკლინის" წინააღმდეგ იოლი გასეირნება არ ექნება, მით უმეტეს, რომ "ნეტსის" მთავარ მწვრთნელს, ლაიონელ ჰოლინზს აქვს პირველ რაუნდში მერვე განთესვის ნომრით მოგების გამოცდილება: 2011 წლის პლეი ოფში მისმა "მემფისმა" სენსაციურად გამოთიშა ბრძოლას "სან ანტონიო".

ვაშინგტონი-ჰიუსტონი 91:99

20:28, 26:31, 21:17, 24:23

ვ: უოლი (25+12 პასი+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბილი (15), პორტერი (15+6 მოხსნა), ნენე (10+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), გორტატი (6+10 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (24+6 პასი), ბრიუერი (15+5 მოხსნა), სმიტი (14+10 მოხსნა), არიზა (13+8 მოხსნა), ჰოვარდი (11+10 მოხსნა), პრიჯიონი (10+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ბრუკლინი-ლეიკერსი 107:99

30:19, 31:31, 24:24, 22:25

ბ: ლოპესი (30+11 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (18+8 მოხსნა+7 პასი), ბრაუნი (17), უილიამსი (13+9 პასი+3 ჩაჭრა).

ლ: ჰილი (22+16 მოხსნა), კლარკსონი (18+7 პასი+6 მოხსნა), ჯონსონი (17+5 მოხსნა), ელინგტონი (13+5 მოხსნა), ბრაუნი (11+4 ჩაჭრა).

ნიუ ორლეანი-მინესოტა 110:88

25:11, 25:30, 27:29, 33:18

ნ-ო: დევისი (28+9 მოხსნა+5 პასი), აშიქი (15+6 მოხსნა), გორდონი (12+7 პასი), აჟინკა (10+8 მოხსნა+3 დაფარება), პონდექსტერი (10), დაგლასი (10).

მ: უიგინსი (20+6 მოხსნა), ლავინი (17), პეინი (14+11 მოხსნა), ჰემილტონი (11+5 მოხსნა), ბადინგერი (10+5 მოხსნა).

კლივლენდი-ფილადელფია 87:86

26:20, 27:25, 19:24, 15:17

კ: ჯეიმსი (20+11 მოხსნა+6 პასი), ირვინგი (17), მოზგოვი (14+10 მოხსნა), ლავი (10+10 მოხსნა).

ფ: კოვინგტონი (19), ალდემირი (11+10 მოხსნა), სმიტი (11+7 პასი+5 მოხსნა), ნოელი (8+11 მოხსნა).

ბოსტონი-კლიპერსი 106:119

20:34, 27:34, 32:37, 27:14

ბ: ტომასი (19+7 პასი), ზელერი (16+5 მოხსნა), ოლინიკი (14+5 მოხსნა), ბასი (13), დატომე (12), ჟერებკო (10+8 მოხსნა), ტერნერი (9+10 პასი+7 მოხსნა).

კ: რედიკი (27+5 მოხსნა), პოლი (21+10 პასი), გრიფინი (21+9 მოხსნა), ბარნსი (18+7 მოხსნა), ჯორდანი (15+14 მოხსნა).

მაიამი-დეტროიტი 109:102

25:27, 24:17, 22:21, 38:37

მ: უეიდი (40+6 მოხსნა), ჰასლემი (18+13 მოხსნა), ენისი (16+6 მოხსნა), ჩელმერსი (11+9 მოხსნა), დრაგიჩი (10+5 პასი).

დ: დრამონდი (32+14 მოხსნა), ჯექსონი (31+9 პასი+6 მოხსნა), მიქსი (11).

სან ანტონიო-მემფისი 103:89

28:21, 23:21, 19:24, 33:23

ს-ა: ლეონარდი (25+10 მოხსნა), პარკერი (17+6 პასი), სპლიტერი (15+8 მოხსნა), დანკანი (10+5 მოხსნა+3 დაფარება), დიაო (10+7 მოხსნა).

მ: რენდოლფი (20+13 მოხსნა), გრინი (19), მ. გასოლი (16+6 მოხსნა), ლი (10).

ინდიანა-დალასი 104:99

33:27, 22:34, 23:18, 26:20

ი: მაილზი (28), ჰიბერტი (14+7 მოხსნა), ჯ. ჰილი (14+5 პასი), უესტი (10+5 მოხსნა+5 პასი), სტაკი (10+5 მოხსნა).

დ: პარსონსი (27+10 მოხსნა), ნოვიცკი (19+5 მოხსნა), რონდო (17+10 პასი+7 მოხსნა), სტაუდმაიერი (11), ჩენდლერი (2+11 მოხსნა).

ფინიქსი-ოკლაჰომა 97:109

35:24, 27:30, 17:22, 18:33

ფ: მარკიფ მორისი (24+7 მოხსნა), უორენი (18+5 მოხსნა), მარკუს მორისი (15+9 მოხსნა+5 პასი), ბლედსოუ (15+7 პასი), ტაკერი (12+3 ჩაჭრა).

ო: უესტბრუკი (33+9 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ოგასტინი (19), უეიტერსი (18), ადამსი (13+16 მოხსნა), კანტერი (11+9 მოხსნა), მოროუ (11).

- "ინდიანა პეისერსის" ფორვარდი პოლ ჯორჯი, რომელიც აღდგენით კურსს გადის ფეხის მოტეხილობის შემდეგ, ამ სეზონში თამაშს იმედოვნებს. "თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ცოტაა. ექიმებიც კმაყოფილნი უნდა იყვნენ ჩემი მდგომარეობით. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ჩემ დაბრუნებაზე ფიქრი", - განაცხადა ჯორჯმა.

- "ჰიუსტონ როკეტსის" მთავარი მწვრთნელის, კევინ მაკჰეილის სიტყვებით, გუნდის ძირითადმა გამთამაშებელმა პატრიკ ბევერლიმ, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს. ვარაუდობენ, რომ კალათბურთელს ტრავმირებულ მაჯაზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

- "მაიამი ჰიტის" ლიდერმა დუეინ უეიდმა "დეტროიტთან" მატჩში გაიმეორა ამ სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი. 33 წლის მცველმა 40 ქულა დააგროვა და თავის გუნდს პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

- წარსულში ცნობილმა კალათბურთელმა ჯო დუმარსმა ამ ზაფხულს, შესაძლოა, "ნიუ ორლეან პელიკანსის" გენერალური მენეჯერის პოსტი დაიკავოს. ეს კლუბი ამჟამად ეძებს სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება გუნდს პლეი ოფში რეგულარულად მოხვედრაში. შეგახსენებთ, რომ 51 წლის დუმარსი ადრე ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა "დეტროიტში" (2000-14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ჩივილით აპირებენ და ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა