ლისიცკი შესანიშნავ ფორმაშია
მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებმა დაასრულეს ურთიერთობის გარკვევა 1/16-ფინალში. ინტერესს იწვევდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერენა უილიამსისა და 15 წლის კეტრინ ბელისის თამაში.

რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ნორჩი ამერიკელი წინააღმდეგობას გაუწევდა სახელოვან თანამემამულეს. ბელისისთვის ისიც დიდი მიღწევა იყო, რომ მეორე წრეში 29-ე ნომრად განთესილი ყაზახი ზარინა დიასი გამოთიშა ბრძოლას.

დიდი ხანია არ გვინახავს პროფესიულ ტურში ერთი ჩოგბურთელის მეორეზე ამგვარი დომინირება. სერენამ 41 წუთში 6:1, 6:1 მოიგო. 12 გეიმში, რომელიც უილიამსმა თავის სასარგებლოდ დაასრულა, ტურის ლიდერმა მხოლოდ რვა ქულა დათმო, საკუთარ მოწოდებაზე კი ორად ორი გათამაშება წააგო.

სერენა მერვედფინალში რუს სვეტლანა კუზნეცოვას შეხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 7:2-ს უგებს. კუზნეცოვამ ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ 6:3, 3:6, 6:3 მოუგო ანჟელიკ კერბერს. აღსანიშნავია, რომ რუსი მესამე სეტში 1:3 იყო ჩამორჩენილი.

კვლავ ვერ აჩვენებს დამაჯერებელ თამაშს, მაგრამ წინ მიიწევს სიმონა ჰალეპი, რომელმაც გასულ კვირას ინდიან უელსის ტურნირი მოიგო და სეზონის ლიდერია ტიტულების რაოდენობით. იტალიელ კამილა ჯორჯისთან მატჩში რუმინელმა ოთხჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, მაგრამ თავად ექვსი ბრეიკი შეასრულა და 6:4, 7:5 მოიგო.

მატჩის კულმინაცია იყო მეორე სეტის დასკვნითი ნაწილი, როცა ჰალეპი 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა. ჯორჯიმ შეძლო ბრეიკით ანგარიშის გათანაბრება და 5:5-ზე 30:0-ს იგებდა, მაგრამ ჰალეპმა მომდევნო ცხრა გათამაშებიდან რვა მოიგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ იტალიელ ფლავია პენეტას შეხვდება.

აპენინელმა მაიამის ტურნირის ორგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ვიქტორია აზარენკას ორივე ტაი-ბრეიკი მოუგო - 7:6(5), 7:6(6). სხვათა შორის, პენეტა კარიერაში პირველად გავიდა მაიამის ტურნირის მერვედფინალში.

შესანიშნავ ფორმაში იმყოფება გერმანელი საბინ ლისიცკი, რომელმაც ინდიან უელსში ნახევარფინალამდე მიაღწია, ახლა კი წელს პირველად დაამარცხა რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრი. არადა, ლისიცკის ანა ივანოვიჩის სახით უხერხული მეტოქე ჰყავდა. შარშან ეს ჩოგბურთელები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: ივანოვიჩმა ოთხი შეხვედრა ორ სეტში მოიგო და ერთხელ წააგო სამ პარტიაში.

ლისიცკის ამჯერადაც გაუჭირდა, მაგრამ ბრძოლის ჟინი გამოავლინა და გადამწყვეტ მომენტებში უკეთ ითამაშა. პირველ სეტში დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა და ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა, მეორეში კი 1:4-დან გადაარჩინა პარტია.

საბინას შემდეგი მეტოქე სარა ერანი იქნება, რომელმაც ორ საათში დაამარცხა გარბინ მუგურუსა - 4:6, 6:4, 6:1. იტალიელმა გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს მესამე სეტში მიაყენა, როცა 1:1-დან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო.

დაბოლოს, კიდევ ერთი მერვედფინალური წყვილი შეადგინეს ბელინდა ბენჩიჩმა და სლოუნ სტივენსმა. ბენჩიჩის მეტოქე იყო წინა ეტაპზე ეჟენი ბუშარის მძლეველი ტატიანა მარია. ამჯერად, გერმანელმა ბრძოლაში წააგო - 4:6, 5:7, სტივენსმა კი 6:4, 6:4 დაამარცხა იოჰანა ლარსონი, რომელთანაც წინა ორი მატჩი წაგებული ჰქონდა.

III წრე

ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც)-ტატიანა მარია (გერ) 6:4, 7:5; სლოუნ სტივენსი (აშშ)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:4, 6:4; ფლავია პენეტა (იტა, 15)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 7:6(5), 7:6(6); სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-კამილა ჯორჯი (იტა, 30) 6:4, 7:5; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კეტრინ ბელისი (აშშ) 6:1, 6:1; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 24)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 13) 6:3, 3:6, 6:3; საბინ ლისიცკი (გერ, 27)-ანა ივანოვიჩი (სერ, 5) 7:6(4), 7:5; სარა ერანი (იტა, 11)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 21) 4:6, 6:4, 6:1.

1/8-ფინალი

ს. უილიამსი (1)-კუზნეცოვა (24); ლისიცკი (27)-ერანი (11); პენეტა (15)-ჰალეპი (3); ბენჩიჩი-სტივენსი; ა. რადვანსკა (7)-სუარეს ნავარო (12); ვოზნიაცკი (4)-ვ. უილიამსი (16); მაკაროვა (8)-პეტკოვიჩი (9); გავრილოვა-კარ. პლიშკოვა (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა