ვისენტე დელ ბოსკე: "რევანშზე სულაც არ ვფიქრობ, ჩვენი მიზანი კარგი ფეხბურთის ჩვენება იქნება"
დღეს, 31 მარტს 22:45 საათზე, "ამსტერდამ არენა" მეტად საინტერესო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლებს მსოფლიო ფეხბურთის ორ გრანდს შორის, რომელთაც, ცოტა არ იყოს, კრიზისული დროება აქვთ.

გუუს ჰიდინკის ჰოლანდია, რომელსაც მართლაც ძალიან დამაფიქრებელი სიტუაცია აქვს ევრო 2016-ის შესარჩევ ჯგუფში და საფრანგეთში მოსახვედრად დიდი ბრძოლა ელის, ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებს მასპინძლობს, რომელსაც მართალია, სატურნირო თვალსაზრისით, საფრთხეები ნაკლებად ემუქრება, მაგრამ გუნდი საშინელ ფეხბურთს თამაშობს.

სევილიაში, უკრაინის ნაკრებთან თამაშში იყო მომენტები, როცა "ფურია როხას" ფეხბურთელები ვერაფრით ახერხებდნენ ბურთის საკუთარი ნახევრიდან მეტოქისაზე გადატანას!

ვისენტე დელ ბოსკეს ჰოლანდიაში კვლავ არ ეყოლება დიეგო კოშტა. შეგახსენებთ, რომ ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა მცირე დაზიანება მიიღო. აი, რას ამბობს დელ ბოსკე მასზე:

"ჩემთვის ერთი რომელიმე ფეხბურთელი ნაკრებში არაფრით არის გამორჩეული სხვებთან შედარებით. დიეგო კოშტას იმედი მომავალშიც მექნება, მაგრამ ის არაფრით არის ძლიერი შეტევაში კონკურენტებზე. დიეგოს ძალიან მებრძოლი ხასიათი აქვს და ის თავისი ადგილისთვის მომავალშიც გააფთრებით იბრძოლებს".

როგორც ხედავთ, ესპანელთა თავკაცმა საკმაოდ ორაზროვანი კომენტარი გააკეთა. გამოდის, რომ ბრაზილიური წარმოშობის ფორვარდს ნაკრებში დასამკვიდრებელი ბრძოლა თავიდან აქვს გასავლელი.

დელ ბოსკე, ალბათ, ალვარო მორატას კარგმა თამაშმა შეაგულიანა. მორატა ვახსენეთ და ვთქვათ, რომ, როგორ არ უტრიალეს "იუვენტუსის" ფორვარდს ესპანელმა ჟურნალისტებმა, მას ჟოზე მოურინიოზე ცუდი ვერ ათქმევინეს. მას სთხოვეს "რეალში" ყოფნის დროს, იკერ კასილიასისა და მოურინიოს შორის უთანხმოებაზე მოეყოლა:

"თქვენ გსურთ, მე ჩემს ყოფილ მწვრთნელზე ცუდი ვთქვა? ასეთი რამ არასოდეს მოხდება", - იყო ალვაროს პასუხი, რომლის გოლმაც ესპანეთს სამი ქულა მოუტანა უკრაინის ნაკრებთან მეტად არადამაჯერებელ შეხვედრაში.

ალბათ, მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ჰოლანდიისა და ესპანეთის დაპირისპირება, უკანასკნელ მუნდიალზე ხომ ჰოლანდიელებმა ჩაუყარეს საფუძველი (მაშინ) მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის სრულ ფიასკოს, თუმცა დელ ბოსკე რევანშზე არ ფიქრობს:

"ნაკრები ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელსაც ხანდახან რთული პერიოდებიც აქვს. მთავარია, ასეთ შემთხვევებში მენტალურად ძლიერები დავრჩეთ. არა მგონია, ძველ ნაკრებსა და ახალს შორის დიდი სხვაობა იყოს, გამარჯვების წყურვილი და მოტივაცია ისევ ჩვენთან არის.

ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი გამოვიყენო, ვინც გამოვიძახე ამ ორი შეხვედრისთვის. ჰოლანდიასთან ამხანაგური მატჩი კი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა.

მართალია, ახლა ჰოლანდიას მცირე კრიზისი აქვს, თუმცა რევანშზე სულაც არ ვფიქრობ, ჩვენი მიზანი კარგი ფეხბურთის ჩვენება იქნება.

საკვალიფიკაციო ეტაპზე საქმეები კარგად მიგვდის, 14 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ სამი გავუშვით. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, თუმცა შესარჩევ ეტაპზე კიდევ ხუთი შეხვედრა უნდა გავმართოთ და მიღწეულით დაკმაყოფილება არ შეიძლება.

ფეხბურთი ასეთია, შორიდან ხანდახან ჩანს, რომ თამაშებს იოლად იგებ, მაგრამ ეს არასოდეს არის მართალი. ბოლო 4 საკვალიფიკაციო ეტაპზე 31 მატჩიდან 28 მოვიგეთ და მხოლოდ ერთში დავმარცხდით.

რაც შეეხება თამაშის ხარისხს, პრობლემებს, უპირველესად, მე ვხედავ და მათ გამოსწორებაზე ვფიქრობ. მინდა ამაში დაგარწმუნოთ", - განაცხადა ევროპის ჩემპიონთა 64 წლის დამრიგებელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
როდის დაფიქრდებით, რომ შეიძლება "ჩელსი" გავარდეს
ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]
გუუს ჰიდინკი: დამიძახეს და მოვედი
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი ევროშესარჩევისთვის ცნობილია
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
ჰოლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
დღეს თუ ტურის შემდეგ? - "ინტერში" მწვრთნელის ძიება გრძელდება
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
უმწვრთნელოდ დარჩენილი ჰოლანდიის ნაკრები შესაძლოა დანი ბლინდს ჩააბარონ
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
არეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
მთავრობამ გადაწყვიტა - დასახელება ჰოლანდია აღარ იარსებებს
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი: ვინ შეარცხვინა ჰოლანდია?
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
რონალდ კუმანი: "ბარსელონა"? - მხოლოდ ევროპირველობის შემდეგ