როდესაც ბურთს მხოლოდ 28,7%-ით ფლობ და 90 წუთის განმავლობაში კარში ზუსტად ვერ ურტყამ, ძნელია, შემტევ ფეხბურთზე ილაპარაკო, თუმცა...
* საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარში ვერც ერთხელ დაარტყა ზუსტად.

* საქართველოს ნაკრები ბურთს 28,7%-ით ფლობდა. ტურში უარესი შედეგები მხოლოდ სან მარინოსა და ანდორის ნაკრებებს ჰქონდათ.

* საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა 35-ჯერ სცადეს დრიბლინგით ფონს გასვლა.

* ჯაბა კანკავამ ტურნირში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ის პოლონეთის ნაკრებთან მატჩში გუნდს დააკლდება.

* ქართველი ფეხბურთელები 440-ჯერ შეეხნენ ბურთს, გერმანელები - 1017-ჯერ.

* კროოსი, შვაინშტაიგერი და იოზილი საქართველოს ნაკრების მინდვრის მოთამაშეებზე მეტჯერ შეეხნენ ბურთს.

* საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს არ გაუკეთებიათ არც ერთი გამჭოლი პასი.

* ბურთი საქართველოს მესამედში 40%-ით იყო, შუა მესამედში 44%-ით, ხოლო გერმანელთა მესამედში მხოლოდ 16%-ით.

როდესაც გადაჭედილ "დინამო არენაზე" ბურთს მხოლოდ 28,7%-ით ფლობ და 90 წუთის განმავლობაში კარში ზუსტად ვერ ურტყამ, ძნელია, შემტევ ფეხბურთზე ილაპარაკო, თუმცა, მეორე მხრივ, მეტოქის ვინაობაც და სხვა მცირე პოზიტივებიც გასათვალისწინებელია.

თქვენ წინაშეა საქართველო-გერმანიის მატჩის სტატისტიკური ანალიზი...

საქართველოს ნაკრებისთვის ევრო 2016-ზე მოხვედრის შანსი ისევე თეორიულად დარჩა, როგორც ეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან 0:2 მარცხის წინ იყო. ამიტომაც ჩვენთვის უფრო საინტერესო იყო, თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებდა კახა ცხადაძის ფორმაციის ნაკრები დღეისათვის საუკეთესო საფეხბურთო ნაკრებთან.

საქართველო-გერმანია 0:2 - მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [VIDEO+PHOTO]

სტატისტიკისთვის უმთავრესად ორ წყაროს გამოვიყენებთ - უეფას ოფიციალურ საიტს და საიტ whoscored.com-ს. ამ ორ წყაროს შორის მცირე უთანხმოებებიც არის, თუმცა მატჩის ძირითად არსს ორივე კარგად გადმოგვცემს.

ზოგადი სტატისტიკა

მაშ ასე, ორი გოლი გავიდა, ორივე ჩვენს კარში; ბურთის ფლობა 29%-71%; კარისკენ დარტყმები - 2-16; აქედან ზუსტი - 0-6; აცილებული - 2-8; დაბლოკილი - 0-2; ხარიხა - 0-2; კუთხურები - 7-8; თამაშგარეები - 2-3; ყვითელი ბარათები - 3-1; ჯარიმები - 15-10; პასები - 185-782; ზუსტი პასები - 152-720.

როგორც ხედავთ, გერმანელთა უპირატესობა პირწმინდაა, განსაკუთრებით, დარტყმებში, ბურთის ფლობასა და პასებში.

მოდი, გავიხსენოთ ის ორი დარტყმა, რომელიც ნოიერის კარისკენ წავიდა (whoscored.com-ის ვერსიით, ასეთი დარტყმა სამი იყო).

პირველი: 52-ე წუთზე სანდრო კობახიძემ მარცხენა ფრთაზე გიორგი ნავალოვსკის გადააწოდა და მისი ჩაწოდება საჯარიმოში მოულოდნელად შეჭრილ უჩა ლობჟანიძეს მიუვიდა, მაგრამ ლობჟანიძე ფორვარდი არ არის და შემტევ ინსტინქტებს მოკლებულია, მისი დაუმუშავებლად დარტყმული კარს გადასცდა. არადა, მართლაც ხელსაყრელი მომენტი იყო. ერთადერთი ნახევრად საგოლე მომენტი მსოფლიოს ჩემპიონის კართან.

ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ყველაზე ხელსაყრელი მომენტი თამაშში

მეორე: 58-ე წუთზე გიორგი ჭანტურიამ ჩამოაწოდა, ხოლო ლევან მჭედლიძემ ახლო მანძილიდან, მაგრამ მახვილი კუთხიდან ააცილა.

გერმანელებმა კი უკვე მე-5 წუთზე შეაწუხეს ქართველთა კარი და პირველი მერცხალი მარკო როისი იყო, რომელმაც თომას მიულერის პასის მერე სახიფათოდ დაარტყა.

მეტოქის ყველა დარტყმით აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ ორი გოლი:

პირველი გოლი: 38-ე წუთზე კახა მახარაძემ ბურთი დაკარგა. ჰუმელსმა წინ იოზილი მოძებნა. შეტევა ვერტიკალურად განვითარდა. იოზილმა საჯარიმოში გიოტცე დაინახა, რომელმაც იქვე მარკო როისს დაუგორა. მეკარე ამ შემთხვევაში უძლური იყო, რამე ეღონა - 0:1.

მეორე გოლი: 44-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში თომას მიულერს მიუვიდა - 0:2.

ტაქტიკური მონახაზი

საქართველოს ნაკრებმა 5 მცველით, 4 ნახევარმცველით და 1 ფორვარდით ითამაშა (2 განაპირა მცველი, 3 ცენტრალური მცველი, 2 საყრდენი ნახევარმცველი, 2 შემტევი); გერმანიამ კი 4-2-3-1-ს მიმართა, სადაც ცრუ ცენტრფორვარდი გიოტცე მოქმედებდა (დაახლოებით იმ სტილში, როგორითაც ერთ დროს ესპანეთი თამაშობდა ფაბრეგასით წინ).

ჯარიმები

ქართველები უფრო ხშირად ჯარიმდებოდნენ. ეს ბუნებრივიცაა - ბურთი ლამის მუდამ მეტოქეს ჰქონდა. ყველაზე მეტჯერ გიორგი ჭანტურია დაჯარიმდა - 4-ჯერ (გაფრთხილებაც მიიღო); შემდეგ მოდის თორნიკე ოქრიაშვილი - 3. არადა, ამ ორმა ფეხბურთელმა თითო ტაიმი ითამაშა მხოლოდ.

აღსანიშნავია, რომ იმათგან, ვინც უჯარიმოდ ითამაშა, 4 მცველია (ლობჟანიძე, კაშია, კვირკველია, ამისულაშვილი), თუმცა ეს უკანასკნელი მოედანზე ძალზე ცოტა ხანს იყო.

გერმანელები ყველაზე ხშირად წესს ჯაბა კანკავასა და გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ არღვევდნენ - 3-3-ჯერ. ლევან მჭედლიძე 2-ჯერ დაჯარიმდა და ორჯერ მის წინააღმდეგ იუხეშეს. ყველაზე სამწუხარო კაპიტნის ყვითელი ბარათია, ბასტიან შვაინშტაიგერთან წაკინკლავების გამო. მან ამ ტურნირზე მეორე ბარათი მიიღო და პოლონეთთან მატჩს 13 ივნისს დააკლდება.

კანკავასა და შვაინშტაიგერის დაპირისპირება მოედანზე [VIDEO]

გერმანელთაგან ტონი კროოსმა 3-ჯერ დაარღვია თამაშის წესი, ხოლო ყველაზე ხშირად იონას ჰექტორს ეუხეშნენ - 3-ჯერ.

საერთო ჯამში, უხეში თამაში არ ყოფილა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველომ აგრესიას მეორე ტაიმში მოუმატა, პირველში კი მხოლოდ სამჯერ დაჯარიმდა.

პოზიტივები

ზოგადი სტატისტიკიდან თითქოს არ ჩანს ის პოზიტივი, რაც "დინამო არენიდან" გამოგვყვა, მაგრამ უბრალოდ მონაცემებს უფრო უნდა ჩავუღრმავდეთ. თავისთავად, დადებითია, როცა მსოფლიოს ჩემპიონის კართან 7 კუთხურს მოაწვდი, მაგრამ მარტო ესეც არ არის - თამაშის განმავლობაში ქართველებს 20-ჯერ გამოუვიდათ წარმატებულად დრიბლინგით ფონს გასვლა, რაც ასე აკლდა თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს (გერმანელების მაჩვენებელი არის 13).

შემოგთავაზებთ მატჩის ტოპ-5 დრიბლიორს: ჭანტურია - 6; კობახიძე და გიოტცე - 4-4; იოზილი და კანკავა - 3-3.

ჩვენ აქ წარმატებული დრიბლინგი აღვნიშნეთ, მცდელობათა შეფარდება კი ასეთია - 35:18. საქართველოს ნაკრების ეფექტიანობა ამ კუთხით 57%-ია, ხოლო გერმანიის - 72%. თუმცა ის, რომ დრიბლინგით ვცადეთ გერმანიასთან წარმატების მიღწევა, უკვე დადებითია.

ცდა არ დაუკლია თორნიკე ოქრიაშვილს (8 მცდელობა), მაგრამ დრიბლინგით ჟერომ ბოატენგს ვერაფრით გასცდა.

საჰაერო ბრძოლები: ამ მხრივაც, ბიჭებს ვერაფერს დავუწუნებთ - ჩვენ 15 დუელი მოვიგეთ, გერმანელებმა ერთით მეტი.

რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში ლევან მჭედლიძე (6) და მატს ჰუმელსი (5) გამოირჩნენ. შეტევაში ლომივით იბრძოდა ჰაერში მჭედლიძე, რომელიც 9-ჯერ შეება გერმანელთა მცველებს (ძირითადად, ჰუმელსს). თუმცა პროცენტულად საუკეთესო თომას მიულერი იყო, რომელმაც საჰაერო ორთაბრძოლების 75% მოიგო.

ორთაბრძოლები: ამ მაჩვენებლით გერმანელებს 29:28 ვაჯობეთ. მატჩში საუკეთესო კი ამ კატეგორიაში კანკავა იყო - 6.

ფოტოზე: საქართველოს ნაკრების მოქმედების არეალი (მარცხნივ), გერმანიის ნაკრების მოქმედების არეალი (მარჯვნივ).

რეიტინგები

whoscored.com-ის ვერსიით, რომელიც ადამიანურ ფაქტორზე წინ სტატისტიკურს აყენებს, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მარკო როისი იყო 8,28 ბალით. მარკომ 6-ჯერ დაარტყა გიორგი ლორიას კარისკენ, ერთხელ მიზანსაც მიაღწია.

როისზე ოდნავ ნაკლები შეფასება მიიღო მიულერმა - 8,25. მესამე ადგილზე კი ჰუმელსია - 8,2.

სხვათა შორის, ჩვენი და ავტორიტეტული სტატისტიკური გამოცემის მოსაზრებები დაემთხვა - ყველაზე სუსტი გერმანიის ნაკრებში მინდვრის მოთამაშეთაგან... დიახ, კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი იყო.

დავუბრუნდეთ საქართველოს ნაკრებს. ოთხმა ფეხბურთელმა დაიმსახურა 7 ბალზე მეტი შეფასება და ორი აქედან შეცვლაზე შემოვიდა. ყველაზე მაღალი ბალი მიიღო საბა კვირკველიამ - 7,38. გიორგი ჭანტურიასა და ახალგაზრდა ლაშა დვალს (კიდევ ერთი პოზიტივი კვირის მატჩიდან) 7,28-7,28 ბალი აქვთ; 7,04 - კანკავას.

ყველაზე დაბალი შეფასება უჩა ლობჟანიძემ (6,07) და კახა მახარაძემ (6,12) დაიმსახურეს.

ფოტოზე: შეფასებები

საუკეთესონი სხვა კატეგორიებში

პასის სიზუსტე - კაშია (88,2%); ბურთთან შეხება - კვირკველია, კანკავა (50-50); ჩაჭრა - კვირკველია (6); ბურთის გამოტანა სახიფათო ზონიდან - კვირკველია (14); ყველაზე მეტი პასი - კანკავა (29); ჩაწოდება - ნავალოვსკი (4).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxa
Sxvata shoris golebis gatana emociurad ar gamouxatavt.shemi azrit chveni gulshematkivrebis pativiscemis gamo.
kaxeli
ისე, ერთი კაი სოფლის დალაქიც არ აწყენდათ მაგათ. წვეროსნები არიან თუ ჯვაროსნები?
adamiani
ცხადაძის მხოლოდ მეორე თამაში საქართველო-გერმანია 0:2 ბრაზილია-გერმანია 1:7 ნამუსი გაქვთ??? სუს,კრინტი!!!
del piero 10
ეგეც თქვენი "შემტევი" ფეხბურთი
vova
პონჩიკა წვეროსნებიდან უნდა განთავისუფლდეს ნაკრები,ესეთ ფეხბურთს მომავალი თაობა არ უნდა უყურებდეს!
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა