ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "გაუშვა ოთხი გოლი საკუთარ მოედანზე - არანორმალურია, გაიტანო ოთხი გოლი და ვერ მოიგო - არანორმალურია"

ტურის სიმბოლური ნაკრები

დე სანკტისი (ნაპოლი) - მაკონი (ინტერი), კანავარო (ნაპოლი), კალაძე (ჯენოა), დოსენა (ნაპოლი) - კამბიასო (ინტერი), გუბერტი (სამპდორია), დიამანტი (ბრეშა) - კავანი (ნაპოლი), დი ნატალე (უდინეზე), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

ძალიან სასიამოვნოა, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველ ფეხბურთელს, კახა კალაძეს ვხედავთ. "ჯენოას'' უკანახაზელმა ბრწყინვალედ წარმართა "ჩეზენასთან" გასვლითი პაექრობა და ის, რომ გენუელებმა კარი მშრალად შეინახეს, ამაში კახას დიდი წვლილი მიუძღვის. ასე რომ, ჯერჯერობით "ჯენოას" ანდრეა რანოკიას დანაკლისი არ უგრძვნია, რაც ქართველი მცველის დამსახურებაა. დაცვის ცენტრში კალაძეს პაოლო კანავარომ დაუმშვენა გვერდი, ვინც "იუვენტუსთან" პაექრობაში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. საერთოდ, ტურის სიმბოლურ ნაკრებში ნეაპოლელთა სიმრავლეა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი - სამხრეთელებმა "იუვეს" ბრდღვირი ადინეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. სამივეს ავტორი ედინსონ კავანია და ბუნებრივია, მისთვისაც გამოიძებნა ადგილი სიმბოლურ გუნდში. ურუგვაელთან ერთად ეს პატივი ანტონიო დი ნატალეს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხვდათ წილად.

ნახევარდაცვაში ესტებან კამბიასოს ვხედავთ, რომელმაც "კატანიასთან" გასვლით შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და "ინტერის" გამარჯვება განაპირობა. არადა, სიცილიელები საკმაოდ კარგად თამაშობდნენ და რომ არა არგენტრინელის თავგამოდება, მინიმუმ ქულას მაინც აიღებდნენ. სიმბოლურშია სტეფანო გუბერტი, რომელმაც "სამპდორიას" მიერ "რომას" ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა. აქვე აღვნიშნოთ, რომ მეოთხეჯერ მოხვდა რჩეულ ფეხბურთელებს შორის იბრაჰიმოვიჩი და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა.

ტურის მატჩი

სერია A-ს XIX ტურში არაერთი საინტერესო და დრამატული მატჩი გაიმართა. თუნდაც "ფიორენტინა"-"ბრეშას" დაპირისპირება ავიღოთ - სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა შეძლეს და შეხვედრის ბოლო ოც წუთში მეტოქეს სამი გოლი მიართვეს. ფლორენციელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გამოჭედეს, "ბრეშა" კი კვლავაც სატურნირო ცხრილის ფსკერზეა. თუმცა, ტურის მატჩად "მილანი"-"უდინეზეს" დაპირისპირებაა მიჩნეული და სრულიად სამართლიანადაც.

ქებათა ქება "უდინეზეს", რომელმაც ჩემპიონატის ლიდერს მისსავე მოედანზე ოთხი გოლი გაუტანა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამდენივე გაუშვა და საბოლოო ჯამში, არასაფეხბურთო საყაიმო შედეგი, 4:4 მივიღეთ. უფრო ახლოს გამარჯვებასთან უდინელები იყვნენ, რადგან "მილანს" პრაქტიკულად მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში მოუწია ყოფნამ.

ანგარიში ანტონიო დი ნატალემ გახსნა, რასაც პირველივე ტაიმში ალეშანდრე პატომ უპასუხა. მეორე ნახევარში ალექსის სანჩესმა დააწინაურა სტუმრები, დი ნატალემ კი უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. თითქოს გადაწყდა მატჩის ბედი, მაგრამ "მილანელებმა" გამოიდეს თავი და ეს ორბურთიანი ჩამორჩენა მალევე გაქვითეს. ჯერ საკუთარი კარი დალაშქრეს უდინელებმა, რასაც ანტონიო კასანოს შესანიშნავი გადაცემა და პატოს დუბლი მოჰყვა. თრილერი ამით არ დასრულებულა - ლომბარდიელები კიდევ უფრო დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაში, რათა გამარჯვების გოლი გაეტანათ, თუმცა აქეთ მიიღეს და ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდნენ. ჰერმან დენისის შედეგიანი დარტყმა თითქოს შეხვედრის ბოლო აკორდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ დაეთანხმა მოსაზრებას - ისევ კასანოს ზუსტი გადაცემა და შვედმა კიდევ ერთხელ, უკვე საბოლოოდ გაათანაბრა ანგარიში.

ტურის გმირი

ნეაპოლს ახალი კუმირი ჰყავს და მისი სახელი ედინსონ კავანია. ამ ქალაქში ძალიან უყვართ მარეკ ჰამშიკი და ეზეკილ ლავეცი, მაგრამ კავანი მაინც ყველაზე გამორჩეული და გულშენმატკივართათვის საყვარელი ფიგურაა. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, ურუგვაელი მთავარი შემოქმედია იმ აღმასვლის, რომელიც მიმდინარე სეზონში ამ გუნდს აქვს.

გავიხსენოთ გასულ წელს "ნაპოლის" ბოლო პაექრობები და კავანის უმნიშვნელოვანესი გოლები მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. და აი, ედინსონმა სამხრეთელთა ყველაზე საძულველი გუნდის კარში ერთბაშად სამი გოლი გაიტანა და თანაც, სამივე თამაშიდან, თავური დარტყმით. არადა, ისეთი დაცვის ცენტრი ჰყავს "იუვეს", წესით მეორე სართულზე თამაშში არ უნდა დაჩაგრულიყვნენ: ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი ამ საქმეში თითქოს უბადლონი არიან, თუმცა კავანისთან ვერას გახდნენ. ერთი სიტყვით, ურუგვაელი ფორვარდი სრულიად დამსახურებულად გახდა ტურის გმირი.

ტურის მასხარა

დანიელე ბონერა "უდინეზესთან" პაექრობაში მასხარას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთელს. დიახ, ის, რომ "მილანმა" საკუთარ მოედანზე ოთხი გოლი გაუშვა, დიდწილად ამ ფეხბურთელის ბრალია. ბონერა დაცვის ცენტრში მოქმედებდა და უამრავი შეცდომა დაუშვა. მეორე ნახევარში უდინელებმა სამი გოლი გაუტანეს მარკო ამელიას და სამივე შემთხვევაში სტუმრებმა დანიელეს შეცდომით ისარგებლეს. ჯერ ალექსის სანჩესმა დაასწრო მცველს და თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, შემდეგ ანტონიო დი ნატალემ ჩამოიცილა ბავშვივით და უპრობლემოდ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, ბოლოს კი ჰერმან დენისთან წააგო ორთაბრძოლა და მასაც მისცა გატანის საშუალება.

ალესანდრო ნესტა ასაკშია, წელის ქრონიკული ტრავმა აქვს და მეტწილად ლაზარეთში უწევს ყოფნა. ტიაგო სილვას ხან ბონერას გვერდით უწევს თამაში, ხან მარიო იეპესის, ხანაც სოკრატის პაპასტატოპულოსის. მთავარი კი ის არის, რომ სამივე მათგანი უამრავ შეცდომას უშვებს და არც ერთი უქმნია ღმერთს. ყველაფერ ამის ფონზე, უბრალოდ გაუგებარია რატომ გაუშვეს კახა კალაძე "ჯენოაში".

ტურის ფრაზა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი): "გაუშვა საკუთარ მოედანზე ოთხი გოლი - არანორმალურია, გაიტანო ოთხი გოლი და ვერ მოიგო - არანორმალურია".

surameli
მილანში ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან რომ კალაძის გაშვება ძალიან დიდი სისულელე იყო, ყავდეთ ახლა ბონერა და ითვალონ გოლები.
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ