და ახალს ეძებს

2011 წელი "ლაციოსთვის" წარუმატებლად დაიწყო. რომაულმა გუნდმა გამართულ ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა და მეორე ადგილი "ნაპოლის" გადაულოცა. იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ "ბიანკოჩელესტეს" კრიზისი დაეწყო და ტურიდან ტურამდე პოზიციების დათმობა მოუწევს. ედუარდო რეია ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ მისი გუნდი ერთი კვალიფიციური ფორვარდის დამატებას საჭიროებს. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ტომაზო როკი გამოვიდა მწყობრიდან. დიახ, ვეტერანმა ფორვარდმა ვარჯიშისას ტრავმა მიიღო და როგორც ექიმები იუწყებიან, მინიმუმ სამ კვირას დაისვენებს.

მართალია, როკის მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა, მაგრამ თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "ლაციომ" 2010 წელი სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე დაასრულა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რომაული კლუბის მესვეურები ახალი თავდამსხმელის დამატებით არიან დაინტერესებულნი. დიდ ხანს საუბრობდნენ იმაზე, რომ როკე სანტა კრუზი უნდა გადაბარგებული იტალიის დედაქალაქში, თუმცა ჯერჯერობით საქმე წინ არ მიდის. როგორც ჩანს, მხარეები ვერ თანხმდებიან და სავარაუდოდ, ტრანსფერი ჩაიშლება. ედუარდო რეია უკვე ალტერნატიულ ვარიანტზე ალაპარაკდა და მარკო დი ვაიოს დაადგა თვალი. ვეტერანი ფორვარდი წლებია სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და მიმდინარე სეზონშიც ბომბარდირთა შორის იმყოფება. ასაკის მიუხედავად, მის მიმართ არაერთი გუნდი იჩენს ინტერესს და მათ შორის გახლავთ "ლაციოც". თავად ფეხბურთელი "ბოლონიადან" წასვლას არ ჩქარობს და მეტიც, ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. თუმცა, ჯერ ყველაფერი არ არის გადაწყვეტილი - "ლაციოს" მესვეურები ბოლონიელებს ოფიციალურ შეთავაზებას უმზადებენ და ვნახოთ, შესაძლოა ამან ვითარება არსებითად შეცვალოს.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა