თამაშები და სტატისტიკა
- "სენტ ლუის ბლუზი" ზედიზედ მეათე მატჩია პირველ პერიოდში ვერ ახერხებს შაიბის გატანას.

- "ჩიკაგო ბლეკჰოქსის" ერთ-ერთი ლიდერი პატრიკ კეინი ტრავმის შემდეგ დაბრუნებას ჩქარობს. ის უკვე შეუდგა ყინულზე ვარჯიშს, ოღონდ ინდივიდუალურ რეჟიმში.

- "კალგარისთან" მატჩში "დალასის" ჰოკეისტებმა მეტოქის კარის მიმართულებით 100-ჯერ დაარტყეს. აქედან 32 დარტყმა კარს აცდა, 32 - მეტოქე ჰოკეისტებმა დაბლოკეს, დანარჩენი კი კარის ჩარჩოში მოხვდა.

- "კალგარის" ფორვარდმა ირჟი ჰუდლერმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მე-600 შეხვედრა ჩაატარა.

- "ბაფალომ" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო "არიზონას" მოედანზე.

- კრის ლეტანგისა და კრისტიან ერჰოფის ტრავმების გამო, "პიტსბურგი" იძულებულია სეზონი ხუთი მცველით დაასრულოს. თუ რომელიმე მათგანი რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე ვერ შეძლებს დაბრუნებს, დაცვის ხაზის მეექვსე მოთამაშე გახდება გარემარბი ფორვარდი დანიელ ვინიკი.

მონრეალი-ტამპა ბეი 3:5

0:0, 1:3, 2:2

გოლები: 0:1 ნამესტნიკოვი-8 (სტემკოსი-28, ბიშოპი-3), 1:1 პასიორეტი-37 (პლეკანეცი-32, მარკოვი-36), 1:2 დრუენი-3 (სტრალმანი-29, ბიშოპი-4), 1:3 კუჩეროვი-28 (ნამესტნიკოვი-7, პალატი-42), 2:3 პეტრი-5 (ელერი-12), 2:4 ნამესტნიკოვი-9 (პალატი-43), 3:4 საბენი-14 (ბოლიე-8, დეშარნე-33), 3:5 სტრალმანი-9 (ბ. ბოილი-9).

სტ. ლუისი-ვანკუვერი 1:4

0:0, 1:2, 0:2

გოლები: 0:1 მატიასი-18 (ტანევი-17), 1:1 ზ. მიხალეკი-3 (ო. იოკინენი-5, ოში-33), 1:2 ბონინო-15 (ბიეკსა-9, ვრბატა-29), 1:3 ვრბატა-31 (ჰიგინსი-23, ტანევი-18), 1:4 ბაროუზი-15 (დ. სედინი-52).

ჩიკაგო-ლოს ანჯელესი 4:1

1:1, 2:0, 1:0

გოლები: 1:0 ბიკელი-13 (საადი-27, შოუ-9), 1:1 მუზინი-9 (ტ. ლუისი-15, შორი-6), 2:1 კიტი-9 (მარიან ჰოსა-35, ტეივზი-38), 3:1 ჰიალმარსონი-3, 4:1 მარიან ჰოსა-22.

დალასი-კალგარი 3:5

2:1, 0:3: 1:1

გოლები: 1:0 სპეცა-17 (ივსი-11, დელეი-20),1:1 ვიდემანი-14 (გოდრო-38, კოლბორნი-20), 2:1 სეგუინი-35 (ჯეიმი ბენი-45, სპეცა-42), 2:2 ჰუდლერი-29 (რასელი-28, ვიდემანი-35), 2:3 დიასი-2 (დ. ჯონსი-16, ბუმა-18), 2:4 გოდრო-22 (მონეჰანი-29, ჰუდლერი-42), 3:4 დემერსი-5 (ჯეიმი ბენი-46, ფიდლერი-15), 3:5 ბეკლუნდი-10 (ბროდი-30).

კოლორადო-ედმონტონი 1:4

1:1, 0:1, 0:2

გოლები: 0:1 დევიდსონი-1 (ლანდერი-10, ე. მილერი-3), 1:1 რ. ო'რაილი-15 (ტანგეი-30, გენინი-13), 1:2 შულცი-6 (პურსელი-22), 1:3 ნიკიტინი-4 (ე. მილერი-4, ლანდერი-11), 1:4 ტ. ჰოლი-13 (ე. მილერი-5, მარინსინი-2).

არიზონა-ბაფალო 1:4

1:0, 0:2, 0:2

გოლები: 1:0 მერფი-4 (სემ განიე-25, დალბეკი-3), 1:1 მეზაროში-6 (ბენუა-7, გრიგორენკო-3), 1:2 მეზაროში-7 (დელორიერი-10, დალპე-2), 1:3 ბ. ჯონტა-11 (მ. ფოლინო-11, მ. უებერი-6), 1:4 რისტოლაინენი-8 (ბ. ჯონტა-17, მოულსონი-27).

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "მინესოტა უაილდის" მეკარე დევან დუბნიკი დაასახელა. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მოიგო. დუბნიკი საშუალოდ მატჩში 1.22 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 96.2 პროცენტს იგერიებდა.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "კოლამბუს ბლუ ჯეკეტსის" ფორვარდი კემ ატკინსონი. მან გასულ კვირას სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "კოლორადო ეველანშის" ფორვარდმა რაიან ო'რაილიმ, რომლის ანგარიშზეც ოთხ მატჩში ერთი გოლი და 7 შედეგიანი პასი იყო. ო'რაილი ზედიზედ შვიდი მატჩია უქულოდ არ ტოვებს მოედანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე