„ტოტენჰემის“ თავკაცი ჰარი რედნაპი სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება:

„ტოტენჰემის“ თავკაცი ჰარი რედნაპი სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება: „ევერტონიდან“ ფილ ნევილი გადაჰყავს. ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, ასე რომ 33 წლის მცველის ლონდონში გადასვლას წესით აღარაფერი უნდა დაუდგეს წინ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოდინდელ ვარსკვლავს „ევერტონთან“ თანამშრომლობის 18 თვე აქვს დარჩენილი და, ვინაიდან, ახალგაზრდა აღარ არის, „დეზებიც“ ზუსტად ამდენი ხნით გაუფორმებენ ხელშეკრულებას. საერთოდ კი, ფილ ნევილს „გუდისონ პარკზე“ ოთხწლიანი კონტრაქტი ჰქონდა.

რად უნდა ნევილს „ევერტონიდან“ „ტოტენჰემში“ გადასვლა? რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგის გამო. ვეტერანს უდიდეს საკლუბო შეჯიბრებაში მონაწილეობის ეს შანსიღა დარჩენია. საინტერესოა, რომ ლონდონელებმა ლივერპულელებს მის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ მათმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, რომელსაც ნევილის გაყიდვა არ უნდოდა, ფულზე უარი თქვა, ჯობს ფეხბურთელი ფეხბურთელში გავცვალოთო. თავიდან დევიდ ბენტლისა და რომან პავლიუჩენკოზე იყო ლაპარაკი, მაგრამ, გარემარბი ბენტლი „ბირმინგემში“ გადადის - უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.

ფილ ნევილის გადაყვანის საქმეში რედნაპს „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დევიდ ლევიც მხარს უჭერს. ნევილს ფრიად სასარგებლო თვისება აქვს: დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც. იმავდროულად მცველ-ნახევარმცველს არც მადა დაეწუნება, კვირაში 50 ათას ფუნტს ითხოვს და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ლევიმ რედნაპს მასთან კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი-ორი ფეხბურთელის გაყიდვა სთხოვა. ვის გაყიდის „სფურზის“ მწვრთნელი? ყველაზე მეტად ხორვატი ვედრან ჩორლუკას „ლივერპულში“ გადასვლაა მოსალოდნელი.

ამასობაში თავისებურად ვითარდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავის, დევიდ ბექჰემის ამბავი - ის უკვე „ტოტენჰემის“ საწვრთნელ ცენტრში დადის, მაგრამ რისთვის? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ამერიკაში სეზონი დასრულდა და ვეტერანი თავისუფალი დროის პრემიერლიგაში გატარებას აპირებდა, მაგრამ... 35 წლის ვარსკვლავს მისმა კლუბმა „ლოს ანჯელეს გელექსიმ“ 10 თებერვლამდე ლონდონში მხოლოდდამხოლოდ ვარჯიშის ნება დართო. ბექჰემმა გადაწყვიტა ამით ესარგებლა და ბაზაზე მივიდა, ოღონდ პირველ დღეს რედნაპი და ფეხბურთელები არ უნახავს - გუნდს ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპის შეხვედრის შემდეგ დასვენების დღე ჰქონდა. ამიტომაც, ერთადერთი, რისი დაწერაც ინგლისურმა ტაბლოიდებმა იმ დღეს მოახერხეს ის იყო, რომ ვეტერანი ჩიგუელში შუადღისას შავი „აუდით“ მივიდა და სამოქალაქო ტანსაცმელი გამოიცვალა - „სფურზის“ სავარჯიშო ფორმა მოირგო.

როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში? კვირას „ტოტენჰემი“ ბექზის ყოფილ გუნდს „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობს. როგორც ამბობენ, ლონდონელთა შეფებს არ გადაუწურავთ იმედი, რომ ამერიკელ კოლეგებს დაიყოლიებენ და ვარსკვლავისთვის თამაშის ნებასაც გამოსტყუებენ. ცნობისათვის: ამერიკაში აზალი სეზონი 15 მარტს იწყება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო სიტყვა ჯერ არ თქმულა“ - თქვა გუშინ დილით რედნაპმა. როგორც ჩანს ამერიკული მხარე ფეხბურთელის ჯანმრთელობის მეტისმეტად დიდ თანხად დაზღვევას ითხოვს.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე