დაუკმაყოფილებლობით მოტივირებული ფირმინო
რაოდენ საკვირველად არ უნდა ჟღერდეს, ბოლო წლებში ბრაზილიას გოლის გამტან ფეხბურთელებში უჭირს და ნაკრებში დაბრუნებულ კარლოს დუნგას ერთ-ერთ ვარიანტად მოკრძალებული "ჰოფენჰაიმის" შემტევი ნახევარმცველი რობერტო ფირმინო შეუგულებია, რომელიც თავდამსხმელადაც თამაშობს ხოლმე.

წინა სეზონში მან ბუნდესლიგაში 16 გოლი გაიტანა და სწორედ ამით მიიქცია ყურადღება, მიმდინარეში კი 23 წლის ფირმინო 6 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოირჩევა, რაც ასევე კარგი შედეგია თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ცოტა უკან დახიეს.

"სელესაოში" ფირმინოს დებიუტი შთამბეჭდავი გამოვიდა, მშვენიერი ბურთიც გაიტანა და ახლაც მოაგებინა თავისიანებს ჩილესთან ამხანაგურ შეხვედრაში.

ამხანაგური მატჩები: "სელესაოს" და "ლე ბლეს" გამარჯვებები [VIDEO]

მან უკვე ოთხჯერ დაიცვა ბრაზილიის ღირსება, წუთობრივად ორი მატჩის საპირწონე დროც კი არ გამოსდის. აი, ორი გოლის გატანა კი მოახერხა. შემართება არ აკლია და დიდი სიხარულითაც თამაშობს, თავის დროზე არც ის დაუმალავს, როდესაც დამირეკეს და ნაკრებში გამოძახების შესახებ მითხრეს, სახლში ყვირილით დავრბოდი და დავხტოდი პატარა ბავშვივითო.

თუ რას ამბობს იგი ახლა, ამას ერთად გადავავლებთ თვალს

- რას ნიშნავს თქვენთვის 2014 წლის 12 ნოემბერი? ეს ის დღეა, როდესაც ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ თურქეთის წინააღმდეგ...

- ეს იყო მთელი ცხოვრების ახდენილი ოცნება. ბრაზილიაში ყველა ბავშვი ოცნებობს ნაკრებში მოხვედრაზე, ზუსტად იმ წუთიდან როდესაც ქუჩაში ბურთის გაგორებას იწყებს.

- ყველა მოთამაშე განსხვავებული ემოციით საუბრობს ხოლმე ბრაზილიის ნაკრებზე. რა ხდის ბრაზილიას ასე განსაკუთრებულს?

- ნაკრები მთელი ქვეყნის სიმბოლოა. ბრაზილია ყველაზე მეტჯერ ყოფილა მსოფლიოს ჩემპიონი და შეგვიძლია, უამრავი დიდი მოთამაშით ვიამაყოთ. ჩვენ ნაკრებს ისეთი ფეხბურთელები წარმოადგენდნენ, როგორებიც - პელე, ზიკო, რონალდინიო, რონალდო... არიან. ვსაუბრობთ ლეგენდებზე, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს, ისევე, როგორც ყველამ იცის სახელი "სელესაო". ბრაზილიის ნაკრების მაისურით მინდორზე გასვლა ენით აღუწერელ ემოციას იწვევს.

თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემ თავს ხდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ცუდად არ მითამაშია.

- თქვენი პირველი გოლი მხოლოდ მეორე მატჩში გაიტანეთ, თანაც ბრწყინვალე გოლი. რა გრძნობა დაგეუფლათ?

- ამის აღწერა და გადმოცემა მართლა არ შემიძლია. ფანტასტიკური იყო. თავიდან როდესაც დავარტყი, ჯერ არ ვიცოდი, რომ ამდენად კარგი დარტყმა გამომივიდოდა, ხოლო როდესაც ბურთი მაღალ კუთხეში აღმოჩნდა, უბედნიერესი ვიყავი.

- თქვენ შანსებს როგორ აფასებთ, ფიქრობთ, რომ მომავალშიც დარჩებით შემადგენლობაში?

- კვირიდან კვირამდე ბევრი უნდა ვიმუშავო და "ჰოფენჰაიმს" სარგებელი მოვუტანო. თუ ამას შვვძლებ და კლუბში კარგად ვითამაშებ, ჩემი აზრით, ბევრი შანსი მომეცემა. ყველაფერი კლუბიდან მოდის, თავი იქ უნდა გამოიჩინო.

- რა მიზნებს ისახავთ ნაკრებთან ერთად?

- ამაზე ჯერ საერთოდ არ მიფიქრია. უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება ხშირად გამომიძახონ, სათამაშო დრო მქონდეს და მინდორზე მაქსიმუმი გავაკეთო.

- თქვენმა ქვეყანამ სულ ცოტა ხნის წინ უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატს და გამარჯვება ვერ შეძლო. კიდევ თუ არის მუნდიალის განხილვა და როგორი გარემოა გასახდელში?

- როდესაც პირველად მივედი, ამ თემაზე საუბარი და დისკუსია აღარ იყო, ატმოსფეროც მშვენიერი დამხვდა რასაკვირველია, გერმანიასთან ის მარცხი ძალიან მტკივნეული დარტყმა გახლდათ. ამ მატჩს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე, გუნდის ოთახში ვუყურე და ვერ ვიჯერებდო, რომ ის ხდებოდა, რასაც ვხედავდი.

ვფიქრობ, თითოეულ ბრაზილიელს სულ სხვაგვარად წარმოედგინა საშინაო მსოფლიოს ჩემპიონატის დასასრული.

- მუნდიალზე წარუმატებლობამ პრობლემები გამოაჩინა. რა უნდა გააკეთოს "სელესაომ", რომ კვლავ საუკეთესოთა შორის იყოს?

- ყველა გუნდში მწვრთნელს დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს. სწორედ მწვრთნელი აძლევს მოთამაშეებს დავალებებს, მუხტავს მათ და განაპირობებს სტილს. არ მგონია, რომ ბრაზილია საუკეთესოებისგან შორს იყოს და ვფიქრობ, ეს მომავალში გამოჩნდება.

- ახლანდელი მწვრთნელი დუნგა რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა თქვენთვის?

- სწორედ ის არის ადამიანი, რომელმაც პირველად გამომიძახა ნაკრებში. ასე რომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. დუნგამ და ნაკრების სხვა წევრებმა გახადეს ჩემი დებიუტი კიდევ უფრო კომფორტული და სასიხარულო.

- თქვენს როლს და ადგილს როგორ ხედავთ ბრაზილიის ნაკრებში?

- მაქვს რომ როლი ჯერჯერობით? მხოლოდ სამჯერ გამომიძახეს და მთლიანობაში ოთხ მატჩში მივიღე მონაწილეობა. მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, რომელსაც საკუთარი ადგილის პოვნა სჭირდება და ვიმედოვნებ, ამის შანსი მექნება და ისევ მომიწვევენ.

ნეიმარს აქვს თავისი ადგილი, ისევე როგორც ოსკარს, დავიდ ლუისს... ეს მოთამაშეები კარიერული კუთხით გაცილებით წინ არიან, ვიდრე მე.

- "ჰოფენჰაიმში" კარგი სეზონი გაქვთ. რა მიზნები გაქვთ და როგორი გარემოა გუნდში?

- კლუბში ბევრი განსხვავებული ხასიათის და ტიპაჟის ადამიანია, მაგრამ ერთად ძალიან კარგად ვმუშაობთ. გასახდელში ჩინებული ატმოსფეროა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს მკაფიო და გასაგები ფილოსოფია და სტილი მარკუს გისდოლის მოსვლის მერე ანუ 2013 წლის აპრილიდან. გვსურს, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და მუდამ მოვუმატოთ. საკუთარ თავზე მუშაობა და სტაბილურობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

- რა იქნება ამ სეზონში "ჰოფენჰაიმის" მაქსიმუმი?

- ვნახოთ. ფაქტია, ყველა შეხვედრაზე ერთი გეგმით გავდივართ და ეს გეგმა გამარჯვების მოპოვებაა. თუმცა ყოველ ტურში გყავს მეტოქე, რომელიც იგივეს აპირებს. ამიტომაც, ყოველ შეხვედრაში მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო და შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინო. ვცდილობთ ასეც იყოს ხოლმე.

- გერმანიაში 2011 წლიდან მოყოლებული ხართ. გერმანულმა ფეხბურთმა უფრო სრულყოფილ მოთამაშედ გაქციათ?

- ვფიქრობ, კი. როდესაც "ჰოფენჰაიმში" მოვედი, ფეხბურთის თამაში ვიცოდი, მაგრამ განვვითარდი ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად. ბუნდესლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და იქ მოხვედრაც რთულია და დარჩენაც, ამიტომაც, სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს. საკუთარი დაუკმაყოფილებლობა ჩემი საუკეთესო მოტივატორია.

- ჰოფენჰაიმთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი გაკავშირებთ. დარჩენას აპირებთ თუ სხვა გუნდში ან ჩემპიონატში ფიქრობთ ბედის ცდას?

- იქამდე ჯერ დიდი დროა, დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
ადენორ ლეონარდო ბაკი ტიტე - ვინ არის ბრაზილიის ნაკრების ახალი თავკაცი
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
რობერტო ფირმინო 32 წლის ასაკში პასტორი გახდა
კოპა ამერიკა. B ჯგუფი: ბრაზილია, რომელიც ბრაზილიას არ ჰგავს
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
"ბარსელონამ" რობერტო ფირმინოს უარი უთხრა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
ფირმინო კარიერას "ალ აჰლიში" გააგრძელებს
ტიაგოს ძმა რაფინია: ფესვები და არა მხოლოდ
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
რობერტო ფირმინო კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
დუნგამ კოპა ამერიკისთვის ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
ბრაზილიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
კოპა ამერიკა სენტენარიო. B ჯგუფი: კოუტინიოს ჰეთ თრიკი და ბრაზილიის მე-400 [VIDEO]
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
ფირმინო შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს
"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი