საქართველოს ნაკრების ყოფილი ვიცე-კაპიტნის აზრით, ლაშა დვალმა თუ ასე გააგრძელა, დიდ ფეხბურთს ითამაშებს
საქართველოს ნაკრების თამაშებსა და მის ახალ მთავარ მწვრთნელზე საკუთარ შეხედულებას ლევან ცქიტიშვილი გვიზიარებს. "ჯვაროსნების" ყოფილი ვიცე-კაპიტანი მიიჩნევს, რომ გუნდში ცვლილებები დაიწყო.

"ცხადაძის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ორიოდე დღის წინ ჩაატარა და ბუნებრივია, ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა - რა შეიცვალა ნაკრებში და რა მიმართულებით წავა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან საკუთარი პლუსების გამოჩენა ბრაზილიას გაუჭირდა, ჩვენ კი გაცილებით მეტი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი.

მაგრამ არის რამდენიმე სიახლე. მართალია, გერმანიასთან წავაგეთ, მაგრამ ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან 7 კუთხური ჩავაწოდეთ - შესაძლოა, დილეტანტისთვის ეს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ფეხბურთის სპეციალისტები კარგად მიხვდებიან, რომ პატარა ამბავი არ არის და რომ ეს გუნდში ცვლილებების შედეგია", - ამბობს ლევან ცქიტიშვილი.

ვეტერანი მოთამაშე, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს გამოარჩევს:

"მთავარი, რაც დავინახე და მომეწონა, ესაა: უპირველესად, სიახლე ტაქტიკიდან გამომდინარეობს. შეტევებზე მეტი აქცენტია გადატანილი. კახამ შეცვალა სათამაშო სქემა და რეალურად, 3 მცველს ათამაშებს, როდესაც მალტასთან დასჭირდა, 4 მცველზეც გადაერთო.

გარდა ამისა, მცველებს და ზოგადად მოთამაშეებს ბურთის უაზრო მოგერიება აუკრძალა - გუნდი არა გრძელი გადაცემებით, არამედ, აზრიანად, ბურთის ამოტანით ცდილობდა შეტევის წამოწყებას. იყო მცდელობა, რომ შეტევებში ფლანგის მცველები აქტიურად ჩაერთო. ეს 7 კუთხურიც ამ სიახლეების შედეგია.

ცხადია, მოგება გვინდა და მსგავსი სტატისტიკა ვერ დაგვამშვიდებს, მაგრამ ვიმეორებ: ამ ფაქტიდანაც ჩანს, რომ ცხადაძე გუნდს ცვლის, ნაღდი ფეხბურთის თამაშს სთხოვს და ეს მისასალმებელი ფაქტია".

ცქიტიშვილი "ჯვაროსნების" პრობლემაზეც გველაპარაკა:

"ჩვენი ნაკრების უპირველესი პრობლემა ის იყო, რომ მოთამაშეებმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს და ფეხბურთს აღარ თამაშობდნენ. შეტევებს გრძელი გადაცემებით იწყებდნენ და ყველაფერი დამოკიდებული იყო ცენტრალური თავდამსხმელის მარიფათზე, შეძლებდა თუ არა ის "მეორე სართულზე" ბურთის მოპოვებას და იერიშის გაგრძელებას.

თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა დაინახოს, რომ თამაში შეუძლია, მოგება ყველასთან შეიძლება და საკუთარი ძალების ირწმუნონ. ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელი იქნება და წარმატება ვერ მოვა.

გარდა ამისა, ცხადაძე გუნდს ახალი სქემით ათამაშებს და ბიჭებმა ეს დროულად უნდა აითვისონ, ბურთი კი შეტევისთვის გაცილებით სწრაფად ამოიტანონ".

ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ნაკრების დებიუტანტი ლაშა დვალი გუნდს კარგად მოერგო:

"გერმანიასთან შეხვედრაში რაც დავინახე, მოედანზე დვალის გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მომენტი იყო. ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭია. მაგრამ გამოუცდელია და სწორედ ამიტომ მომეწონა, რომ პოზიციას კარგად არჩევდა, შეტევებში თამამად ერთვებოდა და ბურთიც იოლად ამოჰქონდა.

ასე თუ გააგრძელა, ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qomagi
გაანებეთ დვალს თავი, საქებარი სიტყვები უკვე მოისმინე რაც თვითრწმენისთვის გამოადგება, აწი ყოველი ქება მის გაფუჭებას ემსახურება, აცადეთ წყნარად ვარჯიში და განვითარება
nika
Vai tqvens patronss gonzee araxart tkvenda fexburti cada dedamiwa ise gansxvavdebiit
m
არ დაივიწყოთ ფეოლას სტილი
gizo
საოცარია, ჩემთვისაც რომ ეკითხათ, ზუსტად ამასვე ვიტყოდი. უკვე გამოჩნდა, რომ ფეხბურთს ვთამაშობთ!
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა