NBA: გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი") და ზაკ რენდოლფი ("მემფისი") დასახელდნენ

გუშინდელ საღამოს რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და ამათგან ორის შედეგის პროგნოზირება თითქოს იოლი საქმე გახლდათ - "ბოსტონსა" და "ჩიკაგოს" არ უნდა გასჭირვებოდათ შინ მორიგი გამარჯვებების მოპოვება. "ხარებმა" ეს ამოცანა შეასრულეს, "ბოსტონმა" კი შინ მოულოდნელად "ჰიუსტონთან" წააგო.

"სელტიქსმა" კვლავ კევინ გარნეტის გარეშე ითამაშა, რომლის დაბრუნებასაც ყოველდღე ელიან. თუმცა სტუმრებს უფრო სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. "ჰიუსტონმა" სულ ცოტა ხნის წინ მიაღწია მოგებათა 50-პროცენტიან ზღვარს და სერიოზულად დაუმიზნა პლეი ოფის ზონას, მაგრამ ახალი წლის შემდეგ ტეხასელებმა ზედიზედ ხუთი მატჩი წააგეს და ცხრილში ისევ ქვემოთ დაეშვნენ. კვლავ საჭირო გახდა სიტუაციის გამოსწორება. ბედად, გუნდს გამთამაშებელი არონ ბრუქსი დაუბრუნდა. მაგრამ ამით "ჰიუსტონისთვის" კარგი ამბები დასრულდა, რადგან გუშინდელი მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ "როკეტსს" ვერ დაეხმარებოდა გუნდის მთავარი სნაიპერი კევინ მარტინი.

უცნაურია, მაგრამ ლიდერის არყოფნამ პოზიტიურად იმოქმედა "ჰიუსტონზე", რასაც ვერ ვიტყვით მასპინძელთა გუნდზე. "ბოსტონი" ჩვეულზე ნელ ტემპში მოქმედებდა, რის გამოც დაისაჯა კიდეც. მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. საწყისი სამი მეოთხედის განმავლობაში თანაბარი თამაში მიდიოდა და ბოლო პაუზის წინ "ჰიუსტონი" ექვსი ქულით ლიდერობდა - 80:74.

"ბოსტონმა" მეოთხე მეოთხედის სტარტი ჩააგდო. თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში მასპინძლებმა მეტოქის ვერც ერთი შეტევა ვერ მოიგერიეს. შესაბამისად, საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 13 წამით ადრე "როკეტსის" უპირატესობა 12 ქულამდე გაიზარდა. მართალია, დარჩენილ დროში სტუმრებს თამაშიდან ბურთი აღარ ჩაუგდიათ, მაგრამ მანამდე მოპოვებული უპირატესობა საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.

კვირის მოთამაშეები

"მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "მემფის გრიზლისის" მძიმე ფორვარდი ზაკ რენდოლფი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჯეიმსი გასულ კვირას ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - საშუალოდ 33.3 ქულა დააგროვა. ამას დაემატა 9.5 მოხსნა, 6.3 შედეგიანი პასი და 2.25 ჩაჭრა. ლებრონმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "პორტლენდის" წინააღმდეგ - 44 ქულა და 13 მოხსნა, ხოლო "მილუოკისთან" მატჩში 6 ჩაჭრით სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა.

დასავლეთში საუკეთესო რენდოლფის ანგარიშზე საშუალოდ 28.0 ქულა და 14.3 მოხსნა მოდის. ზაკმა სამივე შეხვედრაში ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

ჯეიმსის კვირა

3 იანვარი. შარლოტი-მაიამი 82:96. 38 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი.

4 იანვარი. მაიამი-მილუოკი 101:89. 25 ქულა, 6 მოხსნა, 9 პასი.

7 იანვარი. მილუოკი-მაიამი 95:101. 26 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 6 ჩაჭრა.

9 იანვარი. პორტლენდი-მაიამი 100:107. 44 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი.

რენდოლფის კვირა

4 იანვარი. მემფისი-ოკლაჰომა 110:105. 31 ქულა, 16 მოხსნა.

7 იანვარი. მემფისი-იუტა 110:99. 26 ქულა, 11 მოხსნა.

8 იანვარი. ოკლაჰომა-მემფისი 109:100. 27 ქულა, 16 მოხსნა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯამალ კროუფორდი ("ატლანტა"), ჯო ჯონსონი ("ატლანტა"), რეი ალენი ("ბოსტონი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), რაიმონდ ფელტონი ("ნიუ იორკი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), ჰედო თურქოგლუ ("ორლანდო") და ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი").

შარლოტი-მემფისი 96:82

22:15, 22:16, 24:26, 28:25

შ: ჯექსონი (26+7 მოხსნა), ოგუსტინი (18+9 პასი), კეროლი (12).

მ: რენდოლფი (15+15 მოხსნა), კონლი (13+7 პასი), გეი (13+5 მოხსნა), ალენი (13+5 ჩაჭრა), მ. გასოლი (10+7 მოხსნა).

ბოსტონი-ჰიუსტონი 102:108

22:27, 27:23, 25:30, 28:28

ბ: ალენი (19+7 მოხსნა), დენიელსი (19+7 მოხსნა), პირსი (16), დევისი (12+5 მოხსნა), შ. ო'ნილი (10), რონდო (9+12 პასი).

ჰ: ბრუქსი (24+5 პასი), ლოური (17+8 პასი), ბადინგერი (13), სკოლა (12+9 მოხსნა), ჰილი (12+8 მოხსნა), ბატიე (10+5 მოხსნა), პატერსონი (10).

ჩიკაგო-დეტროიტი 95:82

20:25, 23:30, 33:15, 19:12

ჩ: როუზი (29+7 პასი+5 მოხსნა), ბუზერი (27+11 მოხსნა), დენგი (17+8 მოხსნა), ბრიუერი (11+6 პასი).

დ: პრინსი (15), დეი (14), უილკოქსი (13+9 მოხსნა), სტაკი (11), მონრო (10+11 მოხსნა).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. მაიამი* 39 30 9 76.9

2. ბოსტონი* 37 28 9 75.7

3. ჩიკაგო* 37 25 12 67.6

4. ორლანდო 37 25 12 67.6

5. ატლანტა 39 25 14 64.1

6. ნიუ იორკი 36 21 15 58.3

7. ინდიანა 34 14 20 41.2

8. ფილადელფია 37 15 22 40.5

9. მილუოკი 35 14 21 40.0

10. შარლოტი 35 14 21 40.0

11. ტორონტო 37 13 24 35.1

12. დეტროიტი 37 12 25 32.4

13. ნიუ ჯერსი 37 10 27 27.0

14. ვაშინგტონი 35 9 26 25.7

15. კლივლენდი 37 8 29 21.6

დასავლეთი

თ მ წ %

1. სან ანტონიო* 37 31 6 83.8

2. დალასი 36 26 10 72.2

3. ლეიკერსი* 38 27 11 71.1

4. ოკლაჰომა* 38 25 13 65.8

5. იუტა 38 25 13 65.8

6. ნიუ ორლეანი 38 22 16 57.9

7. დენვერი 36 20 16 55.6

8. პორტლენდი 38 20 18 52.6

9. ჰიუსტონი 38 17 21 44.7

10. მემფისი 38 17 21 44.7

11. ფინიქსი 35 15 20 42.9

12. გ. სტეიტი 37 15 22 40.5

13. კლიპერსი 36 12 24 33.3

14. მინესოტა 38 9 29 23.7

15. საკრამენტო 34 8 26 23.5

ქულა

კევინ დურანტი (ოკლ) 28.2

ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 26.3

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 25.3

მონტა ელისი (გ-სტ) 25.2

კობი ბრაიანტი (ლეი) 25.2

დუეინ უეიდი (მაი) 25.0

დერიკ როუზი (ჩიკ) 24.3

დირკ ნოვიცკი (დალ) 24.1

კარმელო ენტონი (დენ) 23.8

ერიკ გორდონი (კლიპ) 23.5

მოხსნა

კევინ ლავი (მინ) 15.7

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 13.1

ზაკ რენდოლფი (მემ) 12.8

ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.6

მარკუს კემბი (პორ) 11.4

პაუ გასოლი (ლეი) 10.8

ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 10.0

ლამარ ოდომი (ლეი) 9.8

ელ ჰორფორდი (ატლ) 9.6პასი

რაჟონ რონდო (ბოს) 13.4

სტივ ნეში (ფინ) 10.7

კრის პოლი (ნ-ორლ) 9.7

დერონ უილიამსი (იუტ) 9.3

ჯონ უოლი (ვაშ) 8.8

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 8.7

ჯეისონ კიდი (დალ) 8.7

დერიკ როუზი (ჩიკ) 8.1

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.0

ხოსე კალდერონი (ტორ) 7.9

ჩაჭრა

კრის პოლი (ნ-ორლ) 2.8

მონტა ელისი (გ-სტ) 2.3

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.0

რუდი გეი (მემ) 1.9

მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 1.9

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორ) 1.9

ჯეისონ კიდი (დალ) 1.9

მაიკ კონლი (მემ) 1.9

კაილ ლოური (ჰიუ) 1.8

ანდრე მილერი (პორ) 1.8

დაფარება

ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.8

ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.6

ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.4

დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.3

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.3

სერჟ იბაკა (ოკლ) 2.2

ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.0

ელ ჯეფერსონი (იუტ) 2.0

პაუ გასოლი (ლეი) 2.0

ჯოშ სმიტი (ატლ) 1.9

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა