ტრეიდების პერიოდი ახლოვდება და ამერიკულ პრესაში მოსალოდნელი გადაადგილებების შესახებ ახალ-ახალი ჭორები მრავლად ჩნდება

ტრეიდების პერიოდი ახლოვდება და ამერიკულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ახალ-ახალი ჭორები შემადგენლობებში მოსალოდნელი გადაადგილებების შესახებ.

გუშინ ვწერდით "დენვერს", "დეტროიტსა" და "ნიუ ჯერსის" სავარაუდო მასშტაბური ტრეიდის შესახებ, რომელშიც 15 კალათბურთელი იქნება ჩართული. მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ამ გაცვლის განხორციელებას ხელს უშლის "ნაგეტსის" ფორვარდი ელ ჰარინგტონი.

"დენვერს" ამ კალათბურთელის გასხვისება სურს, "ნეტსს" კი ჰარინგტონის 28-მილიონიანი კონტრაქტი აფრთხობს, რომელიც კიდევ ოთხი წელი იმოქმედებს.

აქვე Hoopsworld ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თუ ეს გარიგები შედგა, "ნეტსის" გამთამაშებელი დევინ ჰარისი "დენვერში" გადასვლის შემდეგ ამ გუნდის გავლით "პორტლენდში" აღმოჩნდება. "ბლეიზერსი" მზად არის ჰარისის სანაცვლოდ "ნაგეტსს" მცველი ანდრე მილერი ან ცენტრი მარკუს კემბი დაუთმოს.

ამ ინფორმაციის პარალელურად გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ კარმელო ენტონის "ნიუ ჯერსიში" გადასვლის შემთხვევაში, "ნიუ იორკ ნიქსი" "მემფისიდან" მარკ გასოლის ტრანსფერის განხორციელებაზე გადაერთვება. წლევანდელ ზაფხულს ესპანელი ცენტრი შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდება და ნიუიორკელები მის ხელში ჩასაგდებად სეროიზულ ბრძოლას აპირებენ. გაზეთი წერს, რომ გასოლთან კონტრაქტის გაფორმებით "ნიქსის" პრეზიდენტი დონი უოლშია დაინტერესებული.

კერონ ბატლერის სეზონის ბოლომდე დაკარგვის შემდეგ გააქტიურდა "დალას მავერიქსი", რომელიც ფორვარდის სრულფასოვან შემცვლელს ეძებს. ამისთვის ტეხასელებმა მიზანში ამოიღეს "ფილადელფიას" ლიდერი ანდრე იგუოდალა ან "შარლოტის" ფორვარდი სტივენ ჯექსონი. ამ ორიდან ერთ-ერთი კალათბურთელის გადაბირების შესახებ გადაწყვეტილებას კლუბის მფლობელი მარკ ქიუბანი და მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში მიიღებენ.

ამასობაში, "დალასმა" გუშინ ერთი კალათბურთელი გაიფორმა. ტეხასელებმა 10-დღიანი კონტრაქტი გაუფორმეს საშა პავლოვიჩს. სერბი ფორვარდი 2003 წელს "იუტამ" აირჩია დრაფტის მე-19 ნომრად. მას შემდეგ პავლოვიჩმა "იუტაში" (2003-04), "კლივლენდსა" (2004-09) და "მინესოტაში" (2009-10) 452 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 5.5 ქულა და 1.9 მოხსნა დააგროვა.

საყოველთაოდ ცნობილია "საკრამენტო კინგზის" ფინანსური პრობლემები. ამის გამო კლუბმა, შესაძლოა, სულ მალე ადგილმდებარეობა შეიცვალოს და სხვა ქალაქში გააგრძელოს თამაში.

"საკრამენტო" წელს ლიგის ერთ-ერთი მთავარი აუთსაიდერია და დასწრების მხრივ NBA-ის 30 გუნდს შორის 29-ე ადგილს იკავებს. "კინგზის" ხელში ჩაგდების ყველაზე რეალურ კანდიდატებად მიიჩნევა ქალაქები - ანაჰაიმი და სან ხოსე. ორივეს აქვს ხარისხიანი არენა NBA-ის თამაშების მისაღებად და თან შეუძლიათ ახალი სპონსორებისა და მეტი მაყურებლის მოზიდვა.

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში