ორი-სამი გამონაკლისის გარდა, ქალთა პროფესიული ტურის ლიდერებს უჭირთ ახალ სეზონში შესვლა

ორი-სამი გამონაკლისის გარდა, ქალთა პროფესიული ტურის ლიდერებს უჭირთ ახალ სეზონში შესვლა. განსაკუთრებით ეს ეხება მსოფლიოს პირველ ნომერ კაროლინ ვოზნიაცკის. დანიელ ჩოგბურთელზე წინა ნომერში ვწერდით - მან ჩოგანი შეცვალა და ამიერიდან "ბაბოლატის" ნაცვლად "იონექსის" ჩოგნით ითამაშებს. ახალ ინვენტარს ვერ შეეგუა თუ რაიმე სხვა მიზეზია, მაგრამ ფაქტი აშკარაა - ვოზნიაცკი ჯერ არ არის მზად ახალი სეზონისთვის. გასულ კვირას მან ჰონგ კონგში საჩვენებელ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და რუს ვერა ზვონარევასთან სასტიკად წააგო - ორ სეტში მხოლოდ ერთი გეიმი აიღო.

ამ კვირას კაროლინი ახალ სეზონში თავის პირველ ოფიციალურ ტურნირში (სიდნეი) ჩაება და დებიუტი წარუმატებელი გამოუვიდა. სლოვაკ დომინიკა ციბულკოვასთან საათი და 40 წუთი ბრძოლისას დანიელმა თითო სეტში სამ-სამი გეიმი აიღო და 3:6, 3:6 დამარცხდა.

"ეს უბრალოდ არ იყო ჩემი დღე, - განაცხადა მატჩის შემდეგ ვოზნიაცკიმ. - მესმის, რომ ამჟამად არ ვიმყოფები საუკეთესო ფორმაში, თანაც სათამაშო პრაქტიკა მაკლია. სხვათა შორის, შარშანდელი სეზონიც ცუდად დავიწყე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემთვის მთავარი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადებაა. მელბურნში ყველაფერი წესრიგში იქნება".

სხვათა შორის, გუშინ ვერც მსოფლიოს მეორე ჩოგანი ვერა ზვონარევა იყო მოწოდების სიმაღლეზე. ის მეოთხედფინალის საგზურს იტალიელ ფლავია პენეტას ეცილებოდა. რუსს აქამდე მხოლოდ ერთხელ ჰყავდა დამარცხებული აპენინელი ჰარდზე, ფლავიამ კი ამ საფარზე ზვონარევას სამჯერ მოუგო. ეს კანონზომიერება ამჯერადაც არ დარღვეულა. რუსმა ორ სეტში წააგო. აღსანიშნავია, რომ მეორე პარტიაში მას წარმატების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ორგეიმიანი უპირატესობა (4:2) გაფლანგა და ტაი-ბრეიკამდე ვერ მიაღწია.

თავისი მთავარი კონკურენტებისგან განსხვავებით, სიდნეის ტურნირი წარმატებით დაიწყო ავსტრალიის ღია მთავარმა ფავორიტმა კიმ კლაისტერსმა. მან 6:2, 6:4 დაამარცხა ჩეხი ბარბორა ზახვალოვა და მეოთხედფინალში ბელარუს ვიქტორია აზარენკას შეხვდება.

მოახლოებულ ავსტრალიის ღია პირველობას გამოეხმაურა ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ანდრე აგასი. მისი აზრით, მამაკაცთა ტურნირში რაფაელ ნადალს გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე როჯერ ფედერერს.

"რაფამ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, წლის ბოლოსკენ კი მცირე პაუზა აიღო, რითაც ავსტრალიის ღია პირველობას დასვენებული და თავის ძალებში დარწმუნებული შეხვდება. როჯერი 2010 წლის მიწურულს ფანტასტიკურად თამაშობდა. ვფიქრობ, მათი ბრწყინვალე მეტოქეობა გაგრძელდება, თუმცა ნადალის შანსებს უფრო მაღლა ვაყენებ. ამჟამად ესპანელს ჯერ არ მიუღწევია თავისი პიკისთვის - ის თანდათან მოუმატებს", - აცხადებს აგასი.

შეგახსენებთ, რომ ნადალმა და ფედერერმა უკვე მოასწრეს 2011 წელს ერთ ტურნირში მონაწილეობის მიღება. დოჰაში შვეიცარიელმა მთავარი პრიზი მოიპოვა, რაფაელმა კი ნახევარფინალში დათმო ორთაბრძოლა რუს ნიკოლაი დავიდენკოსთან.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა