2010 მიხაელ ბალაკის კარიერაში ყველაზე საშინელი წელი იყო.

2010 მიხაელ ბალაკის კარიერაში ყველაზე საშინელი წელი იყო. გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ორი ურთულესი ტრავმა გადაიტანა და ფეხბურთი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში არ უთამაშია. რაც ყველაზე მთავარია, მან ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და კინაღამ ბუნდესგუნდის კაპიტნის სამკლავურიც დაკარგა. გასული წლის მიწურულს მიხაელი მუდმივად იმეორებდა, აუცილებლად დავბრუნდები და კაპიტნობასაც არავის დავუთმობო - როგორც იცით, მას ამ „თანამდებობაში“ „ბაიერნის“ მარცხენა მცველი ფილიპ ლამი ეცილება, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში ბუნდესგუნდს სწორედ იმიტომ უკაპიტნა, რომ მიხაელი დაშავებული იყო.

დაიწყო 2011 წელი და მიხაელი ჯერაც არ არის სრულად გამოჯანმრთელებული. მართალია, მსუბუქად ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ ექიმები „მწვანეს ჯერ არ უნთებენ“ და დიდი შანსია, რომ პარასკევს, ბუნდესლიგის მეორე წრის გახსნით მატჩში (დორტმუნდის „ბორუსიასთან“) ვერ ითამაშოს. ამასობაში, ბალაკმა ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის მიცემულ უახლეს ინტერვიუში აღიარა, რომ გერმანიის ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით აღარ არის ისე ოპტიმისტურად განწყობილი, როგორც გასული წლის მიწურულს იყო. მიხაელი ამბობს, განვითარებულ მოვლენებს რეალურად ვაფასებ და ვხვდები, რომ შესაძლოა, ვეღარასდროს ვიყო ისეთ ფორმაში, რომ გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაში დავიმსახუროო.

„ჯერ „ლევერკუზენშიც“ არ მითამაშია და ბუნდესგუნდში დაბრუნებაზე ოცნებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თუკი ფორმას მალე აღვიდგენ, მერე საკუთარ თავს და შესაძლებლობებს კარგად უნდა დავაკვირდე. ვნახოთ, რამდენად შევძლებ იმდენად კარგ ფორმაში ყოფნას, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში დავიმსახურო. მოტივაცია უდიდესია, ბუნდესგუნდში დაბრუნება ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშო და მხოლოდ ამის შემდეგ მექნება იმის უფლება, რომ ბუნდესგუნდში დავბრუნდე,“ - აცხადებს 34 წლის ბალაკი „ველტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბალაკისთვის ჯერჯერობით ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც უტოპიაა. „ევროპის ჩემპიონატზე ფიქრის უფლება ჯერ არ მაქვს. პირდაპირ გეტყვით, არ ვიცი, რა იქნება 2012-ში. მოკლედ, ჯერ ფეხბურთის თამაში უნდა განვაახლო და „ლევერკუზენში“ სრულყოფილად დავბრუნდე. თუ ამას შევძლებ, მერე გერმანიის ნაკრებზე და ევროპის ჩემპიონატზეც ვიფიქრებ,“ - ამბობს მიხაელი, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 98 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ველტთან“ ინტერვიუში ბალაკმა ისიც თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ ფილიპ ლამთან ძალიან გულახდილი საუბარი ჰქონდა, მაგრამ დეტალებზე სახალხოდ ლაპარაკს არ აპირებს - რაც ფილიპმა და მე ერთმანეთს ვუთხარით, ეს მხოლოდ ჩვენი საქმეაო...

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...