ინტერნეტ-გაზეთ "აზერიფუტბოლის" ინფორმაციით, ოლეგ გველესიანი და გიორგი ბერიაშვილი თოვუზის "თურანში" მიიწვიეს
ინტერნეტ-გაზეთ "აზერიფუტბოლის" ინფორმაციით, ოლეგ გველესიანი და გიორგი ბერიაშვილი კარიერას ჩვენი მეზობლების ჩემპიონატში გააგრძელებენ - ორივე თოვუზის "თურანში" მიიწვიეს.

გველესიანს აზერბაიჯანში ადრეც უთამაშია - 2009 წელს სუმგაითის "სტანდარდში" ჩაირიცხა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა, რომელშიც საკუთარ კარში გაიტანა გოლი და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. საქართველოს ახალგარზდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბოლოს ფოთის "კოლხეთში" გამოდიოდა და კლუბი ფინანსური გაჭირვების გამო დატოვა.

ბერიაშვილმა მიმდინარე სეზონი "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, ივლისის ბოლოს "ოლიმპში" გადავიდა, მაგრამ დეკემბერში რუსთავური კლუბიდან გაუშვეს. აქამდე ცნობილი იყო, რომ გიორგის სეზონის დასრულებამდე თამაშის უფლება არ ჰქონდა, რადგან ფიფა ერთ საფეხბურთო სეზონში სამ კლუბში გამოსვლას კრძალავს. მაგრამ ბერიაშვილისთვის "თურანი" მეორე კლუბი იქნება და არა მესამე.

როგორც დავადგინეთ, გიორგის წლევანდელ ნუსხაში "ვიტ ჯორჯიაში" ყოფნა არ ჩაეწერება. ის ვიტელებს უკრაინულ შეკრებაზე ივლისში გაჰყვა, სადაც მაშინდელ მთავარ მწვრთნელ გელა გომელაურთან კონფლიქტი მოუვიდა და ამის გამო შეკრების შემდეგ ისე გაუშვეს, მიმდინარე სეზონში "ვიტ ჯორჯიაში" არც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ "თურანის" მთავარი მწვრთნელი დეკემბრამდე რევაზ ძოძუაშვილი იყო, რომელიც პოსტიდან კი გადააყენეს, მაგრამ კლუბში დატოვეს. დეკემბერში კლუბიდან გაუშვეს შალვა ფირცხალავა და გიორგი მოდებაძე, ქართველებიდან კი მხოლოდ გიორგი ჭედია დატოვეს.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა