"უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელ ფრანგებთან დამარცხდნენ
4 აპრილს, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 57:0 დამარცხდა.

გადამწყვეტ მატჩში წაგების მიუხედავად, "უმცროსი ბორჯღალოსნები", რომლებმაც ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ფინალში გასვლით უკვე დაწერეს, მხოლოდ ქებას იმსახურებენ.

სტადიონ "ერნესტ ვალონზე" გამართულ მატჩში სათამაშო კლასში სხვაობა თვალსაჩინო იყო, თუმცა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მარცხზე გავლენა პირველ ტაიმში ორმა სინბინმაც იქონია. მსაჯმა მე-10 წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ჯერ უშანგი ჭეიშვილი გაასინბინა, შემდეგ კი, 28-ე წუთზე, მოედანი ათი წუთით სანდრო მამამთავრიშვილს დაატოვებინა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 12:0 მოიგეს. მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა მასპინძლებს ვერაფერი დაუპირისპირეს, თავად კი შეცდომებს უმატეს. ამით ფრანგებმა კარგად ისარგებლეს და კიდევ ექვსი ლელო დაგვიდეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეოთხედფინალში ირლანდიელ თანატოლებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალიაა დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:

15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. გიორგი გოგოლაძე, 9. გელა აფრასიძე.

1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე.

მარქაფა

16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელისაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი.

ასევე იხილეთ:

U18. საქართველო-იტალია 6:6 (5:4) - ისტორია იწერება, საქართველო ფინალშია! [VIDEO]

U18. საქართველო-ირლანდია 8:8 (3:1) - ისტორიული გამარჯვება [VIDEO]

gogia
მეორე ადგილი კარგია მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს თამაშის ხარისხზე, დისწიპლინაზე,მომზადებაზე! ეს არარის ის გუნდი ვინც მეორედაც მოუგებს ირლანდიას ან თუნდაც იტალიას! ფინალში ქულას რომ ვერ აიღებ რა ქება დიდება მოუწყეთ ამ ახალგაზრდებს?! "გოჩას" ვეთანხმები ეს არარის დამსახურებული მეორე ადგილი!!! წარმატებებს ვუსურვებ ამ ბიჭებს და მეტი შრომაა საჭირო! მწვრთნელიც უფრო მაღალი დონის არის საჭირო ამ ბიჭებისთვის!!!
roma
ეს იყო "კოშმარი",სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ფენანდო
გმირები ხართ! ვამაყობ თქვენით!
ფერნანდო
ზუსტადაც დამსახურებულია!
l
თამაში არ იცით და ტრაბახობთ
gocha
ეს არ არის დამსახურებული მეორე ადგილი ეს არის შემტხვოვიტობა..ისიც ადასტურებს რო მინიმუმი არ გაგვაკეტებინეს ანუ ჯარიმებითაც კი არ აგვაღებინას ქულა.. ესეთ მეორე ადგილს დამსახურებული 4 ან 5 ჯობია.. ფინალი არ შედგა რასაც ქვია,ეს იყო ფრანგების გასახურებელი ვარჯიში..წაგებას არაუშავს უბრალოდ დამსახურებულად უნდა წააგო რო თავ აწეუული შეგეძლოს მოედნიდან გასვლა,, და დაიმსახურო ხალხის სიყვარული..მადლობა ბიჭებს ირლანდიის და იტალიის დამარცხებისთვის...
datiko48
ის მსაჯი უნდა დათეთქვო,არაკაცი,რა უნდა დაეშავებინა ისეთი უშანგის რომ გააძევა მოედნიდან?დამპლები არიან ეს ახვარი მსაჯები!!!81-ში"ეინდჰოვენი"-"დინამო",მსაჯი ავსტრიელი,ერთი კვირით ადრე ამხანაგური თამაში ავსტრიაში,საჩუქარი მსაჯს,შემდეგ შეხვედრის დროს არ ჩაგვითვალა გოლი,არ დანიშნა ორი თერთმეტმეტრიანი ჩვენი მოწინააღმდეგის კარში,და "აფსაიტიდან"გატანილი გოლი აჩუქა ჩვენს მოწინააღმდეგეს.ასეთი დამპლები არიან ევროპაში!!!
mm
ბიჭებო გული არ გაიტეხოთ. თქვენ იმაზე მეტი შეძელით ვიდრე ინგლისმა იტალიამ. მაგრები ხრთ.
Lado
ამის დამწერიც გაასინბინეთ. :D რა ენაზე წერთ ე უპატრონო...სკოლაში არ გივლიათ? მადლობა ბიჭებს! და წარმატებები!
ირაკლი
გილოცავთ ბიჭებო, წაგების მიუხედავად მაინც წარმატებაა, წინსვლას გისურვებთ. იმედია ფეხბურთელებიც თქვენსავით გაირჯებიან
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა