ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბაჩანა არაბული: კიევში თავს კარგად ვგრძნობ

ბაჩანა არაბული: კიევში თავს კარგად ვგრძნობ

"დინამო 2"-ის მწვრთნელ ანდრეი გუსინს გუნდში გასასინჯად მყოფი ქართველი ჭაბუკი თვალში მოუვიდა
15 იანვარს პეტერბურგში "თანამეგობრობის თასის" მეცხრამეტე გათამაშება იწყება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისა და რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩანა არაბული კიევის "დინამო 2"-ში ისინჯება, მაგრამ პეტერბურგში გასამართ ტურნირზე უკრაინელთა გუნდში თამაშის შანსი არ მიეცა.

ბაჩანას კიევში გუშინ დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "თანამეგობრობის თასზე" კიევის "დინამოს" შემადგენლობაში ითამაშებ?

- მოსკოვში ვერ მივდივარ, რადგან რუსეთის ვიზა არ მომცეს.

- კიეველებს ტურნირზე მიჰყავდი?

- ფაქტია, რომ ვიზას აკეთებდნენ. ეს არაფერია, ახლა "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვრჩები და კიევში ოლეგ მაკაროვის სახელობის ტურნირზე ვითამაშებ. ეს ახლახან მითხრეს, მოემზადე, თამაშები 15 იანვარს იწყებაო.

- შენი საკითხი თუ გაირკვა?

- ეს არ ვიცი, ჯერ კონტრაქტიც არ უხსენებიათ, მაგრამ მალე გადაწყდება, როდესაც "დინამო 2" "თანამეგობრობის თასიდან" დაბრუნდება. მერე შეკრებაა კვიპროსში და, წესით, ჩემი საკითხი მანამდე უნდა გაირკვეს. არაა გამორიცხული, ტრასნფერის საკითხი "დინამო 2"-ის რუსეთში გამგზავრებამდე გადამიწყვიტონ.

- შენი აზრით, დარჩენის შანსი გაქვს?

- წინასწარ ლაპარაკი არ მსურს, მაგრამ გეტყვით, როგორი ვითარებაა: კიევის "დინამო 2"-ში თამაში არ მიჭირს, ეს ძალიან ძნელიც არ ყოფილა, თავს კარგად ვგრძნობ და არა მგონია, დარჩენა პრობლემა იყოს. ტრაბახში არ ჩამომართვათ, ბევრ კიეველს ვჯობივარ, მაგრამ უკრაინელებს ქართველებზე არც ისე კარგი წარმოდგენა აქვთ, ორიოდე კაცმა ითამაშა, ბევრი კი ტყუილად ავიყვანეთო და არ ვიცი, საბოლოოდ ჩემი გასინჯვა როგორ დასრულდება.

- როგორია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანდრეი გუსინის დამოკიდებულება?

- რასაც ვამჩნევ, ცუდი თვალით არ უნდა მიყურებდეს, ჩამოსვლის შემდეგ "დინამო 2"-ის არც ერთი შეხვედრა არ გამომიტოვებია. არადა, შეცვლაზე კიდევ 19 კაცი ჰყავს. მაგრამ, ვიმეორებ, ნაჩქარევად დასკვნების გამოტანა არ მსურს.

- უკრაინელთა დატვირთვებზე ლეგენდები დადის და როგორ შეეჩვიე?

- სხვათა შორის, ჯერ დიდ დატვირთვებზე არც გადავსულვართ, რადგან გუნდს "თანამეგობრობის თასისთვის" ამზადებდნენ და ამ დროს ფეხბურთელების გადატვირთვა არ შეიძლება. ალბათ, დიდ დატვირთვებზე პეტერბურგიდან "დინამო 2"-ის დაბრუნების შემდეგ გადავალთ.

ახლა შედარებით მსუბუქი ვარჯიშები გვქონდა, ერთი ტრენაჟორებში ვარჯიში იყო ცოტა ძნელი, მაგრამ მაინც ვუძლებდი, ან სხვა რა გზა მქონდა?

- "დინამო 2"-სა და უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებში სულ ექვსმა ქართველმა ითამაშეთ. დავიწყოთ დავით იაშვილით, ვინ არის ეს ფეხბურთელი?

- იაშვილი მარჯვენა მცველია, როგორც მითხრა, თბილისში "ოლიმპის" აკადემიაში მამუკა ფანცულაიასთან ვარჯიშობდა. უკრაინაში ბოლო სამი წელია, თამაშობს, კიევის "არსენალის" ფეხბურთელია და ახლა კიევის "დინამოში" გასასინჯად აიყვანეს.

- ვინიცის "ნივასთან" საკონტროლო შეხვედრაში იაშვილი არ გამოჩენილა - გაუშვეს?

- არა, უბრალოდ, "ნივასთან" მისი გასინჯვა საჭიროდ აღარ მიიჩნიეს. ანდრეი გუსინმა უთხრა, კარგი ბიჭი ხარ, შენით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ზედმეტად ნერვიულობ და თავი ხელში აიყვანეო. ალბათ, დათოს გუნდში დატოვებენ.

- ფარცვანიაზე რას გვეტყვი?

- თემური "დინამო 2"-ის ცენტრალური მცველია, ძალიან კარგი ფეხბურთელია და როგორც ვიცი, ახლა კიევის "დინამოს" მთავარ გუნდში გადაჰყავთ. მისი თამაში მართლა ძალიან მომეწონა.

- უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებში ითამაშეს მახარაძემ, აქუბარდიამ და ბოხაშვილმა. მათ როგორ დაგვიხასიათებ?

- ნაკრებში შემთხვევით არ მიიწვევდნენ, მაგრამ უკრაინის ნაკრებში სამი ქართველი რომ იყო, მხოლოდ თამაშის შემდეგ შევიტყვე და, ბუნებრივია, მათ შეხვედრისას ყურადღება ვერ მივაქციე. მხოლოდ ბადრი აქუბარდიას ვიცნობ, რომელიც "დინამო 2"-ში თამაშობს და ნიჭიერი ფეხბურთელია.

ინტერვიუ ჩაწერილი გვქონდა, როდესაც კიევის "დინამოს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ანდრეი გუსინის ინტერვიუ გამოაქვეყნა. "დინამო 2"-ის მთავარ მწვრთნელს კითხვა არაბულის თაობაზეც დაუსვეს - როგორ შეაფასებდით გასინჯვაზე მყოფი ქართველის თამაშსო.

"არაბული მხოლოდ 16 წლისაა, ხშირად ქმნის მომენტებს როგორც მატჩის დროს, ასევე ვარჯიშზე ორკარას თამაშისას. ის კარგად იხსნება, მშვენივრად გრძნობს მომენტს და კარის წინ მოხვედრას საჭირო დროს ახერხებს. "თანამეგობრობის თასის" შემდეგ რეგიონებიდანაც ბევრ ფეხბურთელს გავსინჯავთ და საუკეთესოებს დავტოვებთ. ამის თაობაზე კლუბის პრეზიდენტმა იგორ სურკისმა მკაფიო მითითება მომცა. შევეცდებით, უკრაინის ბაზარი კარგად ავითვისოთ, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი მოვიზიდოთ, მათ თავის გამოჩენის შანსი მივცეთ და ამით კლუბში კონკურენცია გავზარდოთ", - განაცხადა გუსინმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zhilina

წარმატებები უსურვოთ ბაჩანას... იმედია გუსინი სწორ და სამართლიან გადაწყვეტილლებას მიიღებს.

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...