ქართული ლეგიონის უქმეების ყულაბაში ორი გოლი, ერთი საგოლე პასი და ერთი დებიუტი აღმოჩნდა
ქართული ლეგიონის უქმეების ყულაბაში ორი გოლი, ერთი საგოლე პასი და ერთი დებიუტი აღმოჩნდა.

29 მარტს საქართველოსა და გერმანიის მატჩში (0:2) 14-მა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. 13 მათგანი ლეგიონერია, ერთიც ამჟამად უკლუბოდ ითვლება, თუმცა გიორგი ლორია ახალი სეზონიდან კარიერას ბერძნულ პაოკ-ში გააგრძელებს. ვნახოთ, სანაკრებო მატჩის შემდეგ როგორ იასპარეზა ნაკრების 13-მა ლეგიონერმა.

მხოლოდ ექვსმა მათგანმა ითამაშა შეუცვლელად თავისი გუნდის მატჩებში (ლობჟანიძე, კაშია, კვირკველია, კანკავა, კობახიძე, დვალი); 3-იც შეცვლაზე შევიდა (მახარაძე, მჭედლიძე, ჭანტურია). ოთხმა ფეხბურთელმა კი არ ითამაშა ტრავმისა თუ სხვა მიზეზის გამო (ამისულაშვილი, ოქრიაშვილი, ნავალოვსკი, ყენია).

ნაკრების წევრთაგან ცოტა დაწვრილებით მჭედლიძეზე მოგითხრობთ. ამის მიზეზიც გვაქვს - ბოლოს, როცა ლევან მჭედლიძე ტურინში "იუვენტუსს" ეწვია, ეს თითქმის 7 წლის წინათ იყო, მაშინ ყველასთვის უცნობმა ქართველმა ფორვარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა ჯანლუიჯი ბუფონის კარში და "პალერმოს" 2:1 მოაგებინა.

შაბათს უკვე "ემპოლის" რიგებში მოთამაშე მჭედლიძე 72-ე წუთზე შევიდა "იუვენტუსის" წინააღმდეგ სათამაშოდ და 10 წუთში ბუფონის დამწუხრების კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ამჯერად ბუფონმა იმარჯვა დუელში, შემდეგ "იუვემ" ერთიც გაიტანა და 2:0 მოიგო.

"პიანეტა ემპოლიმ" ქართველის თამაში 6 ბალით შეაფასა. გამოცემამ აღნიშნა ქართველის აქტიურობა, ის, რომ მან "იუვეს" დაცვას პრობლემები შეუქმნა და საგოლე მომენტიც აქტივში ჩაუთვალა.

მათე ვაწაძე ნაკრების წევრია, მას გერმანიასთან თამაში არ მოუწია (სათადარიგო იყო). ქართველი ფორვარდი დაბრუნდა დანიაში და ძალზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა "ორჰუსისთვის".

ქართველთა გუნდმა (სხირტლაძეს და დევდარიანს არ უთამაშიათ) სტუმრად 2:1 დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ვენდსისელი" და 41 ქულით მეორეა, რაც მომავალ სეზონში დანიის ელიტაში თამაშის უფლებას იძლევა.

მათემ 36-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელიც მისთვის ამ სეზონში მე-13-ეა. ქართველს თამაშის მიწურულსაც შეეძლო გატანა, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია.

მეორე ქართული გოლი კვიპროსში გავიდა, სადაც ბოლოადგილოსანი "ოთელოსი" გააფთრებით იბრძვის, რომ არ გავარდეს - ქართველთა გუნდმა სტუმრად აელ-ს ქართველის გოლით მოუგო - 65-ე წუთზე ერთადერთი გოლი ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა, ხოლო როინ კვასხვაძემ კარი მშრალად შეინახა.

ეს ელგუჯას მესამე გოლია ჩემპიონატში.

იხილეთ ვიდეო

უკრაინიდან ორ ამბავს მოგიყვებით - ამ უქმეებზე ერთი ქართული დებიუტი ვიხილეთ, თანაც ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ - 20 წლის გიორგი გადრანმა ოდესის "ჩერნომორეცის" რიგებში სრულად ითამაშა მარჯვენა ცენტრალურ მცველად კიევის "დინამოს" წინააღმდეგ მატჩში (0:2).

"ვოლინისა" და "ზორიას" შეხვედრაში ქართული დუელი ვიხილეთ - სანდრო კობახიძის გუნდი 1:2 დამარცხდა ჯაბა ლიპარტიას "ზორიასთან". სტუმრებმა გადამწყვეტი გოლი 51-ე წუთზე გაიტანეს, რომლის ასისტენტიც სწორედ ლიპარტია იყო.

"ზორია" 30 ქულით მე-4 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გიორგი გადრანი და ოთარ კვერნაძე "დესნაში" იმყოფებიან სინჯებზე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ქუთაისის "ტორპედომ" ცენტრალური მცველი დაიმატა
ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
გიორგი გადრანი: მალე გაიგებთ, სად ვითამაშებ...
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ბათუმის "დინამო" გიორგი გადრანმა დატოვა - ის, სავარაუდოდ, "ტორპედოში" გადავა
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ლეგიონის უქმეები: ჰეთ-თრიკი, დუბლი და 3 საგოლე პასი [VIDEO]
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
ბათუმის "დინამომ" გიორგი გადრანი დაიმატა
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
მწვრთნელმა თავადაც არ იცის, რას მერჩის - გიორგი გადრანი "ჩერნომორეციდან" მიდის
ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]