ქედის "ბეთლემის" მთავარი მწვრთნელი ავთო კუნჭულია ადასტურებს, რომ არჩილ ფარტენაძეს წლების განმავლობაში ჰქონდა გულის პრობლემა
ინფორმაციას ქედის "ბეთლემის" კაპიტნისა და თავდამსხმელის, 28 წლის არჩილ ფარტენაძის სტადიონზე გარდაცვალების შესახებ ადასტურებს გუნდის მთავარი მწვრთნელი. წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელს ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა.

ქედის "ბეთლემის" მთავარი მწვრთნელი ავთო კუნჭულია ადასტურებს, რომ არჩილ ფარტენაძეს წლების განმავლობაში ჰქონდა გულის პრობლემა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

"ჩვენ, ფეხბურთელები, ყოველ ექვს თვეში ერთხელ გავდივართ სამედიცინო შემოწმებას. არჩილმაც გაიარა ეს შემოწმება და ექიმმა უთხრა, რომ შეეძლო ვარჯიშის გაგრძელება", - ამბობს ავთო კუნჭულია.

ასევე გუნდის მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, რაც მისთვის ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ გამხდარა ცნობილი, არჩილ ფარტენაძე ყოველდღიურად იღებდა სხვადასხვა სახის აბს.

"ბიჭებმა თქვეს, რომ ორი თვის წინ შეუწყვეტია აბების მიღება, უთქვამს - ვარჯიშით უნდა გადავლახოო".

როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, არჩილ ფარტენაძეს გული გაუჩერდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქედის საფეხბურთო გუნდი "ბეთლემი" პირველ ლიგაში თამაშობს.

წყარო: batumelebi.ge

ასევე იხილეთ:

ტრაგედია ბათუმში - 27 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
რა მოხდა მარტვილში? "სალხინოს" მთავარი მწვრთნელი გარიგებას და ბრალდებას უარყოფს
ᓡᓤᓤ-ᕘᕡ ᓡᓞᕝᓠᓢᓣᓚ-ᕢᓔᓥᓜᓘᓙᕣᕠᓛᓐ ᓙᓝᓛᓘᕢᓔᓢᕛᕐ "
საქართველოს ჩემპიონატის სკანდალური მატჩის ვიდეოჩანაწერი [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ნუ გაყიდი!
ტრაგედია ბათუმში - 27 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
უმაღლეს ლიგაში ადგილისთვის პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება