ინტერვიუ ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავ კარლოს ტევესთან
31 წლის კარლოს ტევესს მეორე სუნთქვა გაეხსნა და კარიერის პიკს უახლოვდება. ტურინის "იუვენტუსში" კარლიტო ბრწყინვალედ გამოიყურება, ჩემპიონთა ლიგაზეც კარგია და სერია A-ში ბომბარდირთა დავაშიც ლიდერობს.

"ბებერ ქალბატონში" ტევესმა ახალგზრდობა გაიხსენა და ნაკრებშიც დაიბრუნა ადგილი. იგი ღარიბულ და კრიმინალურ ფუერტე აპაჩეში გატარებულ უმძიმეს ბავშვობის წლებსა და მის განვლილ გზაზე გვესაუბრება...

- კარლოს, უამრავ ქალაქში გიცხოვრიათ და ტურინი როგორ მოგწონთ?

- მანჩესტერში გატარებული 8 წლის შემდეგ ტურინმა ძალიან თბილად მიმიღო. აქ ბევრად უფრო მშვიდი გარემოა, განსხვავებით იტალიის სხვა მხარეებისგან; მაგალითად, რომსა და ნეაპოლში ემოციები უფრო ჩქეფს. აქ ცხოვრებაც სასიამოვნოა და ადაპტაცია ძალიან ადვილია. ეს ენის დამსახურებაცაა, რომელიც შედარებით მესმის. ინგლისში ამის გამო ძალიან რთული იყო.

- არგენტინა თუ გენატრებათ?

- დიახ, რა თქმა უნდა. ოჯახი და მეგობრები ყოველთვის გენატრება. საბედნიეროდ, ბევრი სტუმარი მყავს ხოლმე და ყოველთვის მარტო არ ვარ. ძველი მეგობრები მუდამ ჩემთან იყვნენ, სადაც უნდა წავსულიყავი. წარმოიდგინეთ ჩემი ძმები ფუერტე აპაჩედან ინგლისში! უამრავი ისტორია მაქვს. ყოველ ჯერზე, როდესაც გარეთ გავდიოდით, რაღაც სასაცილო ხდებოდა, ხშირად ენის ბარიერის გამო. მუდამ ვერთობოდით.

- ბევრისთვის, ვინც ევროპაში და რადიკალურად განსხვავებულ გარემოში გაიზარდა, ალბათ, ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორია ფუერტე აპაჩე. თქვენ როგორ დაახასიათებდით ამ ადგილს?

- ძალიან რთულია, ზუსტად აუხსნა და გააგებინო ადამიანებს, რას ნიშნავს იქ ცხოვრება, ვისაც იქ ან სიახლოვეს არ უცხოვრია და ის ყველაფერი არ გადაუტანია, რაც მე ან ვინმე იქაურს. ყველას თავისი ინტერპრეტაცია აქვს და შეუძლებელია, ვინმეს თავში შეძვრე და ყველაფერი შენი თვალით დაანახვო და გაააზრებინო და გადაატანინო ის სირთულეები, რაც ქუჩებში გადაგხდა.

- არის რაიმე კონკრეტული ფაქტი ან ინციდენტი, რამაც განსაკუთრებული გავლენა იქონია ბავშვობაში თქვენზე?

- მთელი ჩემი ბავშვობა რთული იყო და ერთ რომელიმე ინციდენტს ვერ გამოვარჩევ. მე ვცხოვრობდი ადგილას, სადაც ნარკოტიკები და მკვლელობა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო.

ბევრი სირთულე გამოვცადე და, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ადრეულად გავიზარდე სწრაფად. ვფიქრობ, საკუთარ გზას ყველა თავისით ირჩევს და უბრალოდ, არ იღებს და თანხმდება სხვის მიერ განვლილს ან გადაწყვეტილს. მეც ჩემი გზა გავიარე. ნარკოტიკებთან ან მკვლელობასთან შეხება არასდროს მქონია და საბედნიეროდ, არჩევანის საშუალება მქონდა.

- ამბობენ, რომ თქვენი მეგობარი დარიო კორონელი არანაკლებ ნიჭიერი იყო, მაგრამ იმდენად იღბლიანი არ გახლდათ, რომ ასევე ჰქონოდა არჩევანის საშუალება. ეს მართალია?

- ვერ ვიტყოდი, რომ არჩევანის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა. როგორც უკვე ვთქვი, ყველა თავად ირჩევს, რა გზას დაადგეს და წყვეტს, რა გააკეთოს. მას ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ასეთივე წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ სხვა გზა აირჩია - კრიმინალი და ნარკოტიკები - და ის ჩვენთან ერთად აღარ არის. მჯერა, რომ ყველა თავის გზას ირჩევს და დარიო სხვა გზას დაადგა. ამას იღბალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

- მასზე ხშირად ფიქრობთ?

- დიახ! იგი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ჩვენ 24 საათი ერთად ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ მერე სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაინც სულ ერთად ვიყავით, მთელი დღეების განმავლობაში.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ღარიბულ უბნებში გაზრდილი ბავშვების სტიგმატიზაცია ხდება, მასმედიაშიც კი. არგენტინაში ფუერტე აპაჩეს დარი ადგილები კიდევ არის, სიუდად ოკულტა ან ვილია კარლოს გარდელი... როგორც მსგავს ადგილას გაზრდილი ადამიანი, რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- არ მგონია, რომ მედიის დამოკიდებულებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რადგან ყველა ასე ფიქრობს. თუ ღარიბულ უბანში მცხოვრები ბიჭი კაპიუშონით ჩაივლის იმ ადგილას, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიძარცვა, ყველაფერი მას ბრალდება, არგენტინაში ახლა ასეთი მენტალიტეტია.

დღესდღეობით, ხალხი შეშინებულია. ადრე კრიმინალებს გარკვეული პრინციპები ჰქონდათ - გაგძარცვავდნენ, მაგრამ მერე გიშვებდნენ. ახლა ისინი ყველანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არიან, მათ ყველა ნივთს აძლევ და მაინც გკლავენ.

არც ახალგაზრდებს აქვთ ის ფასეულობები და ინტერესები, რომლებიც ადრე იყო. ადრე ისინი რისკავდნენ, კანონს არღვევდნენ, მაგრამ ბოლოს სახლში ბრუნდებოდნენ. ახლა ისინიც წამალზე არიან და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, სხვები კი საერთოდ არ ანაღვლებთ.

- გოლის აღნიშვნისას გამოჩენილი წარწერის გარდა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებს ნეგატიური დამოკიდებულება შეეცვალოთ მსგავსი ადგილებისადმი?

- უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ფუერტე აპაჩეში, იგივე სიუდად ოკულტაში და არგენტინის ყველა ქალაქში კარგი ახალგაზრდებიც არიან, ყველა ცუდი ადამიანი არ არის. მე მოვახერხე იქაურობიდან გაქცევა და არიან სხვებიც, ვინც ასევე შეძლო თავის დაღწევა. ეს ადვილი არ არის, პირიქით, ძალიან რთულია, მაგრამ ყველას ბედი მის ხელშია, როგორც ყოველთვის ვამბობ ხოლმე. უნდა დავუმტკიცოთ ადამიანებს, რომ ყველანი ერთნაირები არ ვართ.

- მართალია, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გერმანიასთან გასამართი მეოთხედფინალის წინ, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონისკენ" მიმავალ გზაზე გერმანელების ყურებისას ამ ყველაფერზე ფიქრობდით და საკუთარი თავის მოტივირება ასე შეძელით?

- დიახ, მართალია. როგორც წესი, სტადიონისკენ მიმავალ გზაზე სულ სხვა განწყობა გაქვს ხოლმე, მაგრამ რაც მაშინ განვიცადე და როგორ გუნებაზეც მაშინ ვიყავი, არც იქამდე ვყოფილვარ და არც მას მერე.

მოულოდნელად ენერგიით ავივსე და საკუთარ თავს ვუთხარი - დღეს შენ მინდორზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რადგან აქ ისეთი ადგილიდან ხარ მოხვედრილი, რომლისგან თავის დაღწევაც ძალიან ძნელია. გამახსენდა, როგორ ვთამაშობდით ფეხბურთს ტილოებისგან გაკეთებული ბურთით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თავისით მოვიდა და თავში მიტრიალებდა.

- ასეთ გარემოში გაზრდა ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ მინდორზე ასეთი მებრძოლი და შემართული ხართ?

- არ ვიცი, არის თუ არა კავშირი. მე ყოველთვის ჩემებურად ვთამაშობდი, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდი. ასევე არაერთხელ მითქვამს, რომ ადრე ბურთით ვთამაშობდი, ახლა კი ფეხბურთს ვთამაშობ, ეს ორი რამ კი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, თუ საიდან მოდის ჩემი თვისებები და სტილი, შესაძლოა, ბავშვობის წლებთანაც იყოს კავშირი.

- და რომელი გირჩევნიათ, ფეხბურთის თამაში თუ ბურთის გორება?

- უფრო ბურთის გორებით ვერთობი! რადგან ამას მეგობრებთან ერთად, გასართობად აკეთებ, არანაირი ზეწოლა არ არის. ხოლო ფეხბურთის თამაში ჩემი სამსახურიცაა. როდესაც ფეხბურთს თამაშობ, იცი, რომ ბევრი ფაქტორია, იქნება ეს ფული, შენი თანაგუნდელები, კლუბის წარმატება, ფანების გრძნობები თუ რაიმე სხვა. ეს დიდი პასუხისმგებლობა და ზეწოლაა.

- წნეხს იმის გამოც ხომ არ განიცდით, რომ 10-ნომრიან მაისურას ატარებთ, რომელიც ადრე "იუვენტუსის" ლეგენდებს - მიშელ პლატინისა და ალესანდრო დელ პიეროს ეცვათ?

- არა, პირადად მე ამ კუთხით წნეხს ვერ ვგრძნობ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც ეს ნომერი ავიღე, რომელსაც "იუვეს" არაერთი ლეგენდა ატარებდა, საკუთარი თავი ზედმეტი ფსიქოლოგიური სიმძიმით არ დამიტვირთავს და არ მიფიქრია იმაზე, ღირსი ვარ თუ არა ამ მაისურის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, გაბრაზდე, წყობიდან გამოხვიდე და კარგად თამაშიც ვერ შეძლო.

- დაბოლოს, კოპა ამერიკაზეც უნდა გკითხოთ. ამ ტურნირზე უიღბლობა თან გდევდათ, 2004 და 2007 წლებში ფინალში ბრაზილიასთან დამარცხდით, ხოლო 2011 წელს ურუგვაისთან გადამწყვეტი პენალტი გააცუდეთ. ეს კიდევ გაწუხებთ?

- რა თქმა უნდა, ეს ისეთი რამ არის, რაც ამ თაობის ფეხბურთელებს ისევ აწუხებს. ყველამ ვიცით, რომ ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება დიდი წარმატება იქნება და ფანტასტიკური შესაძლებლობა ყველაფრის საბოლოოდ დალაგების.

წლებია უკვე, წარუმატებლობებს მტკივნეულად ვიხსენებთ და ჯერ კიდევ დაუსრულებელი საქმე დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მომავალ კოპა ამერიკამდე დიდი დრო აღარ დარჩა და საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.

დოსიე

კარლოს ალბერტო მარტინეს ტევესი

დაიბადა: 1984 წ. სიუდადელა (არგ)

პოზიცია: თავდამსხმელი

კარიერა: 2001-04 - ბოკა ხუნიორსი; 2005-06 - კორინთიანსი; 2006-07 - ვესტ ჰემი; 2007-09 - მანჩესტერ იუნაიტედი; 2009-2013 - მანჩესტერ სიტი; 2013-დან იუვენტუსი.

არგენტინის ნაკრები: 66 თამაში, 13 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
კარლოს ტევესი ოჯახური ტრაგედიის გამო კარიერას ასრულებს
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
მარტინესმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლისაკენ მიანიშნა
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა