უდეფიციტო ბიუჯეტზე უეფას წესი, რომელსაც გაისად შემოიღებენ, უკვე რომ მოქმედებდეს, ჩემპიონთა ლიგას 11 გუნდი დატოვებდა
ევროპის საფეხბურთო კლუბების ნახევარზე მეტი (56 პროცენტი) ფინანსურ ზარალს განიცდის, 2010 წელს მათმა დანაკარგმა სარეკორდო თანხას - 1.2 მილიარდ ევროს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ ფინანსურად წამგებიანი კლუბების რაოდენობა 70 პროცენტი იყო.

საფეხბურთო ჩინოვნიკებმა ევროპის ქვეყნების ელიტური დივიზიონების 655 კლუბი შეამოწმეს. აუდიტმა აჩვენა, რომ კლუბების შემოსავალი 4.8 პროცენტით 11.7 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. თუმცა, იმავდროულად, ხარჯებმა 9.3 პროცენტით - 12.9 მილიარდ ევრომდე მოიმატა.

უეფას ახალი წესების თანახმად, საფეხბურთო კლუბებს უდეფიციტო ბიუჯეტი უნდა ჰქონდეთ. წესი ძალაში 2012 წლიდან შევა, პირველი სანქციები კი კიდევ ორი-სამი წლის შემდეგ იქნება. ეს კანონები დღეს რომ მოქმედებდეს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან 11 კლუბი მოიხსნებოდა.

ვალებში უფრო მეტად ჩაფლული ინგლისის და ესპანეთის წამყვანი გუნდები არიან, გერმანიაში კი კლუბები უფრო წარმატებულად აბალანსებენ ბიუჯეტს. ამავე დროს უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია არ აპირებს "თითი დაუქნიოს" ან "შავ სიაში" შეიტანოს კლუბები, რომლებიც ამჟამად დანაკარგს განიცდიან.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა