რასელის მე-11 სამმაგი დუბლი, სმიტის 17 სამქულიანი სროლა
- "ოკლაჰომა სიტის" გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა "ჰიუსტონთან" მატჩში 40 ქულა, 13 შედეგიანი პასი და 10 მოხსნა დააგროვა. ასე რომ, მან მიმდინარე სეზონში უკვე მესამე სამმაგი დუბლი გაიფორმა 40 დაგროვილი ქულით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც რეგულარულის მსვლელობისას სამი ამგვარი ტრიპლ-დაბლი შეასრულა, მაიკლ ჯორდანი იყო 1988-89 წლების სეზონში.

- "კლიპერსთან" გუშინდელი მარცხი "ლეიკერსისთვის" 56-ე იყო სეზონში. ასე რომ, გუნდმა საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა ერთ რეგულარულში წაგებების რაოდენობით. მანამდე ყველაზე უარესი შედეგი "ლეიკერსისთვის" 55 წაგება იყო გასული წლის რეგულარულში.

შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსი" მხოლოდ მეშვიდედ ვერ მოხვდა თავისი არსებობის ისტორიაში პლეი ოფში.

- "კლივლენდის" შემტევმა მცველმა ჯეი არ სმიტმა "ჩიკაგოს" წინააღმდეგ 17 სამქულიანი შეასრულა, თან არც ერთხელ არ უსვრია ახლო და საშუალო დისტანციიდან. ასე რომ, სმიტმა დაამყარა რეკორდი ერთ მატჩში სამქულიანების რაოდენობით ორქულიანების შესრულების გარეშე. წინა რეკორდი - 13 ტყორცნა ეკუთვნოდათ მუკი ბლეილოკს (1995-96), ვოშონ ლენარდს (1996-97) და რაიან ანდერსონს (2012-13). სმიტმა გუშინ რვა სამქულიანი გამოიყენა და 24 ქულა დააგროვა.

- "ინდიანა პეისერსის" ლიდერი პოლ ჯორჯი, რომელმაც ფეხის უმძიმესი მოტეხილობის შემდეგ აღდგენითი კურსი დაასრულა, გუშინ პირველად გამოჩნდა მოედანზე წლევანდელ რეგულარულში. 24 წლის ფორვარდმა 14 წუთი ითამაშა და 13 ქულით, 2 მოხსნითა და 2 შედეგიანი პასით დაასრულა მატჩი.

- "კლივლენდის" მთავარმა ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა "ჩიკაგოსთან" მოგებულ შეხვედრაში სეზონში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა. 30 წლის ფორვარდი თავის გუნდს 20 ქულით, 10 მოხსნითა და 12 შედეგიანი პასით დაეხმარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ჯორჯის 41 ქულა და გამარჯვება - დასავლეთში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა [VIDEO]
1993 წლის შემდეგ პირველად, "ფინიქსი" სუპერფინალში ითამაშებს! გეგმა "კლიპერსი" კიდევ ერთხელ ჩავარდა [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსის ისტორიული მატჩი და მარცხი "კლიპერსთან" [VIDEO]
ლუკას მორიგი მაგარი მატჩი - "დალასმა" "კლიპერსი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]