მორიგი ტური და ცხრილები
სატურნირო თვალსაზრისით, არანაკლებ საინტერესო მატჩი იყო "კლივლენდსა" და "ჩიკაგოს" შორის. გამარჯვების შემთხვევაში "ჩიკაგო" შეამცირებდა სხვაობას "კლივლენდთან" ცენტრალური დივიზიონის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

მატჩის მსვლელობისას, "კლივლენდმა" საკუთარი ნახევრიდან ორი ბურთი ჩააგდო მეტოქის კალათში: ჯერ ჯეი არ სმიტმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ისროლა შორიდან, მოგვიანებით კი იგივე გაიმეორა კაირი ირვინგმა, როცა შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამი იწურებოდა.

"ჩიკაგოს" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი ტყორცნების მიღების მიუხედავად, სტუმრები ბოლომდე იბრძოდნენ და საკუთარი მინი-სპურტებით პასუხობდნენ მეტოქეს. მაგრამ ბოლოს საქმეში ჩაერია ლებრონ ჯეიმსი და ოჰაიოელებმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს.

გუშინ "ინდიანას" საშინაო არენა ფეხზე ამდგარი ხვდებოდა პოლ ჯორჯს, რომელმაც შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ფეხი მოიტეხა და თითქმის ერთი წლით გამოვიდა მწყობრიდან. მან თავისი წვლილი შეიტანა "მაიამის" განადგურებაში და კიდევ ხუთი მატჩი ექნება იმისთვის, რომ დაეხმაროს "პეისერსს" აღმოსავლეთის პლეი ოფის ზონიდან "ბრუკლინის" ან "ბოსტონის" გამოძევებაში და გაუხანგრძლივოს სეზონი თავის გუნდს.

"დიდი დღეა პოლისთვის. ვულოცავ ჩემს მეგობარს, რომელიც ყველა პრობლემის მიუხედავად, აქამდე მოვიდა", - მიულოცა დაბრუნება ჯორჯს "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა.

რაც შეეხება "მაიამის", ეს მისთვის ზედიზედ მეოთხე წაგება იყო და ფლორიდული კლუბი კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა პლეი ოფის საგზურს.

წინა დღეს "დალასის" დამარცხებით სტივ კერმა გააუმჯობესა მწვრთნელებისთვის სადებიუტო სეზონში გამარჯვებების რეკორდი (63 მოგება) და ვადაზე ადრე გაუნაღდა "გოლდენ სტეიტს" რეგულარულის ჩემპიონის ტიტული. ეს იყო "მეომრების" ზედიზედ მე-12 მოგება.

კერის გუნდი გუშინ სტუმრად ხვდებოდა მოქმედ ჩემპიონ "სან ანტონიოს", რომელმაც წინა დღეს ასევე დაამყარა რეკორდი: ადრე არც ერთ გუნდს არ მოუგია ზედიზედ 16 სეზონში 50 ან მეტი მატჩი.

"სან ანტონიო" ამ მომენტისთვის მეექვსე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში, მაგრამ თავისუფლად შეუძლია, მეორე პოზიციისთვის იბრძოლოს, რადგან "ჰიუსტონს" მხოლოდ ორი მოგებით ჩამორჩება. შესაბამისად, "გოლდენ სტეიტთან" მატჩში მოტივაცია სწორედ "სპურსს" ჰქონდა და ეს კარგად ჩანდა თამაშის მსვლელობისას. უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ტექსასელები 19 ქულით იგებდნენ, ბოლო მეოთხედის წინ კი უპირატესობა 22 ქულას შეადგენდა.

განსაკუთრებით კარგი იყო გასული წლის ფინალური სერიის MVP კავაი ლეონარდი, რომელმაც 7 ჩაჭრით პირადი რეკორდი დაამყარა და ამას 25 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დაუმატა.

როგორც ჩანს, სან ანტონიო "გოლდენ სტეიტისთვის" მოჯადოებული ქალაქია. ოკლენდური კლუბი ვერ უგებს სტუმრად "სპურსს" გასული საუკუნიდან მოყოლებული, კერძოდ კი, 1997 წლის 14 თებერვლის შემდეგ.

კლივლენდი-ჩიკაგო 99:94

27:23, 27:22, 25:26, 20:23

კ: ირვინგი (27+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), სმიტი (24), ჯეიმსი (20+12 პასი+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), მოზგოვი (11+8 მოხსნა), ლავი (11).

ჩ: დანლივი (24+5 მოხსნა), ბრუქსი (17+6 პასი+5 მოხსნა), ბატლერი (16+5 პასი+3 ჩაჭრა), გასოლი (12+9 მოხსნა), მიროტიჩი (12+10 მოხსნა).

ინდიანა-მაიამი 112:89

22:19, 29:28, 26:19, 35:23

ი: სკოლა (23+12 მოხსნა), ს. ჰილი (19+6 მოხსნა), მაილზი (17), ჯორჯი (13), უესტი (12+6 მოხსნა).

მ: უეიდი (27), ენისი (17+5 მოხსნა), დრაგიჩი (15+5 პასი), ჰასლემი (10+10 მოხსნა).

სან ანტონიო-გ. სტეიტი 107:92

31:17, 26:21, 32:29, 18:25

ს-ა: ლეონარდი (26+5 მოხსნა+7 ჩაჭრა), დანკანი (19+7 მოხსნა), გრინი (18+6 მოხსნა+3 დაფარება).

გ-ს: კარი (24+6 პასი), ბარბოზა (12), ბოგუტი (10+7 მოხსნა), იგუოდალა (10).

ნიუ იორკი-ფილადელფია 101:91

26:20, 28:31, 25:21, 22:19

ნ-ი: ბარნიანი (25+8 მოხსნა+4 დაფარება), ლარკინი (15+11 მოხსნა+7 პასი), ტომასი (14+9 მოხსნა), ჰარდუეი (12).

ფ: სმიტი (17+7 პასი), ტომპსონი (17), ნოელი (14+9 მოხსნა), კოვინგტონი (14), სიმსი (12+7 მოხსნა+3 დაფარება).

საკრამენტო-იუტა 95:101

27:31, 22:18, 24:27, 22:25

ს: კაზინსი (26+12 მოხსნა), მაკლემორი (20+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), კასპი (14+5 მოხსნა).

ი: ჰუდი (25+4 ჩაჭრა), ფეივორსი (11+5 მოხსნა), გობერი (10+9 მოხსნა), ევანსი (10).

ლეიკერსი-კლიპერსი 78:106

16:23, 20:26, 18:34, 24:23

კ: ჯონსონი (16), ბლეკი (10+9 მოხსნა), ბრაუნი (10).

ლ: გრიფინი (18+5 მოხსნა+5 პასი), ჯორდანი (16+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბარნსი (14), რედიკი (12), თურქოგლუ (12), რივერსი (10), პოლი (7+15 პასი).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. z-ატლანტა 76 57 19 75.0

2. x-კლივლენდი 77 50 27 64.9

3. x-ჩიკაგო 77 46 31 59.7

4. y -ტორონტო 77 45 32 58.4

5. x-ვაშინგტონი 77 44 33 57.1

6. მილუოკი 77 38 39 49.4

7. ბრუკლინი 76 35 41 46.1

8. ბოსტონი 77 35 42 45.5

9. ინდიანა 77 34 43 44.2

10. მაიამი 77 34 43 44.2

11. შარლოტი 76 33 43 43.4

12. დეტროიტი 77 30 47 39.0

13. ორლანდო 77 24 53 31.2

14. ფილადელფია 78 18 60 23.1

15. ნიუ იორკი 77 15 62 19.5

დასავლეთი

თ მ წ %

1. z-გ. სტეიტი 77 63 14 81.8

2. x-ჰიუსტონი 77 53 24 68.8

3. x-მემფისი 77 52 25 67.5

4. y-პორტლენდი 76 50 26 65.8

5. x-კლიპერსი 78 52 26 66.7

6. x-სან ანტონიო 77 51 26 66.2

7. დალასი 77 46 31 59.7

8. ოკლაჰომა 77 42 35 54.5

9. ნ. ორლეანი 76 41 35 53.9

10. ფინიქსი 77 39 38 50.6

11. იუტა 77 35 42 45.5

12. დენვერი 77 28 49 36.4

13. საკრამენტო 76 26 50 34.2

14. ლეიკერსი 76 20 56 26.3

15. მინესოტა 76 16 60 21.1

შენიშვნა: z - კონფერენციის ჩემპიონი; y - დივიზიონის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
"კლიპერსმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა