განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 43 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 390 ქულით 137-ეა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, როგორც ვწერდით, ისრაელის ქალაქ რაანანას 125.000-იანი საერთაშორისო ტურნირი მოიგო და 110 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 43 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 390 ქულით 137-ეა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

დანარჩენ ქართველ ვაჟთა შედეგები ასეთია: 583 (571). ალექსანდრე მეტრეველი (52), 866 (870). გიორგი ცივაძე (18), 1284 (1293). გიორგი ჯავახიშვილი (5), 1444 (1450). ალექსანდრე ბაკში (3), 1731 (1730). ირაკლი მეტრეველი (1).

ამ კვირას ბასილაშვილი იტალიური ნაპოლის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო) იასპარეზებს. ერთეულებში იგი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება, წყვილებში ბელორუს ალექსანდრ ბურთან ერთად მეორე ნომრად განთესილ მაო-ქსინსა (ჩინეთი) და ჰსიე-იინ პენგს (ტაივანი) დაუპირისპირდება.

ქალთა რეიტინგში ჩვენებურთაგან საუკეთესოა სოფიო შაფათავა; 43-ადგილიანი წინსვლა აქვს მარიამ ბოლქვაძეს, რომელმაც შარმ ელ შეიხის 10.000-იანი ტურნირი მოიგო.

227 (219). სოფიო შაფათავა (204), 327 (327). ეკატერინე გორგოძე 399 (401). სოფიო ქვაცაბაია (80), 572 (520). ოქსანა კალაშნიკოვა (36), 659 (702). მარიამ ბოლქვაძე (27), 855 (858). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (14), 1107 (1117). თამარ კუტუბიძე (5), 1204 (1211). თამარ ჭალაგანიძე (3).

სოფიო შაფათავა ამჯამად კოლუმბიის ქალაქ მედელინშია და იქაურ 50.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ გამარჯვებულს ელოდება. წყვილებში რუს მარინა მელნიკოვასთან ერთად ვერონიკა სეპედა როიგსა და მონსერა გონსალესს (ორივე - პარაგვაი) გაუწევს მეტოქეობას.

შვეიცარიის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საკვალიფიკაციო რაუნდში აიღო სტარტი სოფიო ქვაცაბაიამ.

პირველ წრეში იტალიელ ფედერიკა გარდელას მოუგო - 4:6, 6:3, 6:2, მაგრამ მომდევნო ორთაბრძოლა ჯესიკა მალეჩკოვასთან (ჩეხეთი) დათმო - 3:6, 0:6 და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა, სადაც ითამაშებს ეკატერინე გორგოძე და პირველ შეხვედრაში გერმანელ ანა შაუფერთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში ქართველთა დუეტი გზიდან პოლინა ლეიკინას (რუსეთი) და სარა ოტომანოს (შვეიცარია) ჩამოშორებას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის