Laureus World Sports Awards-ის პრეტენდენტებად ექვსი მამაკაცი და ექვსი ქალი სპორტსმენი დაასახელეს
დასახელდნენ პრესტიჟული პრემიის, Laureus World Sports Awards-ის პრეტენდენტები, რომელსაც ასევე "სპორტულ ოსკარსაც" უწოდებენ. ეს 11 იანვარს გაერთიანებული არაბეთის ემირატების დედაქალაქ აბუდაბიში მოხდა, სადაც 7 თებერვალს გამარჯვებულებსაც გამოავლენენ. საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცისა და ქალის წოდებაზე ექვს-ექვსი პრეტენდენტია დასახელებული.

კაცებს შორის საუკეთესო სპორტსმენობის კანდიდატები ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ფორმულა-1-ის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ფილიპინელი მოკრივე მენნი პაკიაო, ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი და "ბარსელონას" ფეხბურთელები ესპანელი ანდრეს ინიესტა და არგენტინელი ლიონელ მესი არიან.

საუკეთესო ქალი სპორტსმენის წოდებაზე პრეტენდენტები კი ჩოგბურთელები სერენა უილიამსი (აშშ), კიმ კლაისტერსი (ბელგია) და კაროლინა ვოზნიაცკი (დანია), ამერიკელი სამთომოთხილამურე ლინდსი ვონი და მსუბუქი ათლეტიზმის წარმომადგენლები ჯესიკა ენისი (დიდიბრიტანეთი) და ბლანკა ვლასიჩი (ხორვატია) არიან.

პრემია Laureus World Sports Awards 2000 წლიდან გაიცემა. 2010 წელს მისი მფლობელები იამაიკელი მსუბუქი ათლეტი უსეინ ბოლტი და სერენა უილიამსი გახდნენ. ისინი 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენებად აღიარეს.

მომზადებულია laureus.com-ის მიხედვით

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა