საქართველოს ნაკრებისა და ჰაიფას "მაქაბის" ფორვარდ ვლადიმერ დვალიშვილით პოლონური "ვისლა" დაინტერესდა

შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი თავდამსხმელის ტრანსფერი შედგეს. ჰაიფას "მაქაბის" ფორვარდ ვლადიმერ დვალიშვილით პოლონური "ვისლა" დაინტერესდა. ამ საკითხზე გუშინ ინფორმაციები ებრაულ და პოლონურ ვებგვერდებზე გავრცელდა.

"პოლონურმა საიტებმაც დაადასტურა, რომ ჰაიფას "მაქაბის" თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი კრაკოვის "ვისლას" ინტერესის სფეროშია. ეს ინტერესი პირველად ზაფხულში გაჩნდა, მაგრამ მაშინ მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ჩანს, ეს საკითხი ახლა უფრო აქტიურად განიხილება. "ვისლას" მესვეურთა სურვილია, ტრანსფერი იანვარშივე განხორციელდეს", - წერს ებრაული საიტი wall.co.il-ი.

ახლა კი ვნახოთ, რას წერენ ქართველი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ პოლონური ვებგვერდები:

"ფორვარდ პაველ ბროშკას "ტრაბზონსფორში" გადასვლის შემდეგ კრაკოვის "ვისლას" თავდასხმის ხაზში გაუჭირდა. მწვრთნელის დავალებით, კლუბის სკაუტები უკვე ეძებენ სასურველ ფორვარდს და რამდენიმე ვარიანტსაც განიხილავენ. თავდაპირველად ბერძნული "ატრომიტოსის" არგენტინელ თავდამსხმელ ემანუელ პერონის კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ მალე ეს ვარიანტი ქართველმა ფორვარდმა ვლადიმერ დვალიშვილმა შეცვალა. ებრაელ აგენტ დუდუ დახანთან ერთად "ვისლას" კლუბის წარმომადგენელი ისრაელში "ფეტახ თიკვას" ჰაიფას "მაქაბისთან" მატჩს დაესწრო. შეხვედრა ჰაიფელებმა 3:1 მოიგეს და ორი გოლი დვალიშვილმა გაიტანა.

ამ მატჩის შემდეგ "ვისლას" წარმომადგენელი ჰეიფელთა მწვრთნელსა და კლუბის მესვეურებს ესაუბრა და "მაქაბისთან" მოლაპარაკებაც დაიწყო. დვალიშვილს კარგი დოსიე აქვს. იგი ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში, თბილისის "დინამოში" თამაშის შემდეგ გახდა ლეგიონერი. რიგის "სკონტოში" მეგოლის სახელი გაიგდო, საიდანაც ჰაიფას "მაქაბიში" 300 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფორვარდი, რომელსაც ეროვნულ ნაკრების 13 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, ახლა გაცილებით ძვირად ფასობს. მისი სატრანსფერო ფასი 1.2 მილიონი ევროა, მაგრამ ჰაიფელები ამ თანხაზე მეტს ითხოვენ.

"ვისლას ქართველის დამატების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ამ საკითხის მთავარ დაბრკოლება კონტრაქტია - ეს თავდამსხმელი წლინახევრის წინ გადავიდა ებრაულ კლუბში და მისი კონტრაქტის ვადა წლეულს, 30 ივნისს იწურება.

"ვისლას" ბოსებმა კლუბის წარმომადგენლებს დაავალეს, რომ დვალიშვილის ტრანსფერის საკითხი ამ კვირაშივე დადებითად გადაწყდეს, რადგან 17 იანვარს გუნდი მეორე წრისთვის მზადებას იწყებს. თუ "მაქაბიმ" ქართველის სანაცვლოდ არარეალური თანხა არ მოითხოვა, მაშინ დვალიშვილის ტრანსფერს წესით წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს", - წერს პოლონური საიტი interia.pl.

პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი კრაკოვის "ვისლა", რომელსაც ჰოლანდიელი მწვრთნელი რობერტ მასკაანტი ხელმძღვანელობს, ამჟამად 27 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა