"დინამო" ერთადერთი ქართული გუნდია, რომლის კალათბურთელებიც წლევანდელ სუპერლიგაში უხელფასოდ თამაშობენ!

ეს 1962 წელს ჟენევაში მოხდა - ესპანელთა დამარცხებით დინამოელებმა ჩემპიონთა თასი აღმართეს. ქართველებმა სწორედ ის ტურნირი მოიგეს, დღეს ევროლიგა რომ ჰქვია და მასში წარმატება ბევრ ევროგრანდს ოცნებად ქცევია.

საკალათბურთო "დინამო" ერთადერთი ქართული კლუბია, რომელსაც უმაღლესი რანგის ევროტურნირზე გაუმარჯვია. "დინამო" ერთადერთი ქართული გუნდია, რომლის კალათბურთელებიც წლევნდელ სუპერლიგაში უხელფასოდ თამაშობენ! აი, ასეთი კონტრასტია ძველსა და ახალ "დინამოს" შორის. დასანანია? ცოდოა? არა ბატონო, სირცხვილია!

სირცხვილია, ყველაზე წარმატებული საკლუბო გუნდის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა. მას მერე, რაც საფეხბურთო "დინამო" ბიზნესმენმა რომან ფიფიამ ჩაიბარა, გაჩნდა იმედი, რომ საკალათბურთო გუნდსაც ეშველებოდა. ბატონმა რომანმა დეკემბერში თქვა, საკალათბურთო "დინამოსთან" დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობაო. სწორედ მაშინ გაჩნდა იმედი, რომ სიტყვა "დინამო", ისევე როგორც "ბარსელონა", საკალათბურთო და საფეხბურთო მცნებებს გააერთიანებდა და საქართველოში ისეთივე წარმატებულ ბრენდად იქცეოდა, როგორც ესპანეთში "ბარსაა". ევროპაში ხომ ერთი მფლობელის მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის კლუბების მფარველობა კარგად აპრობირებული პრაქტიკაა.

მაგრამ, წარმატებებს ვინ ჩივის, საკალათბურთო "დინამოს" საკითხი ჯერაც გადაუწყვეტელია.

გვრჩება მხოლოდ წარსულის დიდება და მომავლის იმედი.

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა