2015 წლამდე მარტში ზაზას არაერთი რეკორდი ჰქონდა დამყარებული. წლეულს ტრადიცია განაგრძო
2015 წლის იანვრიდან გაზეთი "ლელო" თვის საუკეთესო ქართველ სპორტსმენს ავლენს. იანვარში საუკეთესო კალათბურთელად ზაზა ფაჩულია დავასახელეთ, თებერვალში ყველას ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა აჯობა... იანვარში, როცა ფაჩულიას შედეგებზე ვწერდით, აღვნიშნეთ, რომ მისთვის ისტორიულად გამორჩეული თვე მარტია.

2015 წლამდე მარტში ზაზას არაერთი რეკორდი ჰქონდა დამყარებული. წლეულს ტრადიცია განაგრძო, იგი NBA-ს რეკორდებსაც გადასწვდა და ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ დავწერთ - მარტში "ლელოს" რჩეული ფაჩულიაა.

დავიწყოთ საშუალო მონაგარიდან. გასულ თვეში "მილუოკი ბაქსის" ქართველი ცენტრი (15 მატჩში) საშუალოდ 26.9 წუთში 11.2 ქულას, 8.7 მოხსნას და 3.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, რაც საკმარისად აღემატება მიმდინარე სეზონის საერთო მაჩვენებლებს: 23.8 წუთი, 8.3 ქულა, 6.9 მოხსნა, 2.5 პასი.

საინტერესოა - მიმდინარე სეზონში მოგროვილი 14 ორმაგი დუბლიდან 7 მარტზე მოდის.

ცალკე ფურცელზე ჩაიწერა 20 მარტს "ბრუკლინთან" ჩატარებული მატჩი, რომელშიც ზაზამ შეტევაში 18-ჯერ მოხსნა, რაც NBA-ს ისტორიაში მე-3 მაჩვენებელია. თამაშის შემდეგ ფაჩულიას საკუთარ მონაგარზე რომ ჰკითხეს, მოკლედ უპასუხა:

- ჩემს სტატისტიკას მოგვიანებით შევათვალიერებ, გუნდური ტიპის კალათბურთელი ვარ და ჩემთვის მთავარი არა პირადი მონაგარი, არამედ "მილუოკის" გამარჯვებაა. მოგება განსაკუთრებით "ბრუკლინთან" გვჭირდებოდა. მერჩივნა, 0 ქულა, 0 მოხსნა მქონოდა, მაგრამ მატჩი ჩვენ სასარგებლოდ დაგვესრულებინა.

ამერიკელთა მიერ შედგენილი სტატისტიკიდან ამოვკრიფეთ რამდენიმე საინტერესო რიცხვი, რომლებზეც ქვემოთ ცალ-ცალკე გესაუბრებით.

18

18 შეტევითი მოხსნა NBA-ს ისტორიაში მესამე მაჩვენებელია, 21-ე საუკუნეში კი - პირველი.

აბსოლუტური რეკორდი მოუზეს მელოუნს ეკუთვნის - 1982 წელს მეტოქის ფარზე 21-ჯერ მოხსნა. მანვე 1979 წელს 19 მოხსნა გაიფორმა, რაც მეორე შედეგია. ზაზას დარად, 18-18 შეტევითი მოხსნა აქვთ მოხვეჭილი ჩარლზ ოუკლისა და დენის როდმანს.

21

ფაჩულიამ "ბრუკლინთან" 18 შეტევით მოხსნას 3 დაცვითი მიამატა და 21 მოუგროვდა, რაც მისი პირადი, აბსოლუტური რეკორდია. მანამდე მას 20 მოხსნა სამი წლის წინათ, "იუტასთან" ოთხოვერტაიმიან მატჩში ჰქონდა.

4567

თუ ასე განაგრძო, ზაზას შეუძლია მიმდინარე სეზონშივე გახდეს 5000-იანთა წევრი, მის ანგარიშზე ხომ 4567 მოხსნაა.

565

ცენტრს, უმთავრესად, ფარქვეშ მტკიცედ დგომა, ბურთის მოხსნა და სამწამიანი ზონიდან ჩაგდება ევალება. თუმცა ზაზასთვის ეს საკმარისი არ არის, თანაგუნდელებს კიდევ უამრავ სხვა კომპონენტში ეხმარება, მათ შორის, ბურთის ართმევაში და სულაც არ არის გასაკვირი, რომ მის ანგარიშზე 565 ჩაჭრაა.

22

"ბრუკლინთან" მატჩში ფაჩულიამ 22 ქულა ჩააგდო, რაც ბოლო რვაწლეულის პირადი რეკორდია. ზაზას 2007 წლის შემდეგ 19 ქულაზე მეტი არ ჰქონდა მოგროვილი.

მისი აბსოლუტური რეკორდი 27 ქულაა - 2007 წლის 7 მარტს "ვაშინგტონთან" დაამყარა.

5500

სხვათა შორის, ზაზამ სწორედ მიმდინარე სეზონში დაამრგვალა ქულების საერთო რაოდენობა: 12 მარტს ინდიანასთან პირველ პერიოდში თავისი NBA-ური მე-5500 ქულა ჩააგდო.

800

17 მარტს კი, ამერიკაში გადასვლის შემდეგ, მე-800 მატჩში ითამაშა, თუმცა საიუბილეო რიცხვი "ნიუ ორლეანთან" გამარჯვებით ვერ აღნიშნა.

17 003

ეს რიცხვი გვეუბნება, რომ ზაზას NBA-ს პარკეტზე 17 003 წუთი აქვს გატარებული. ოღონდ 17-ათასიან ნიშნულს აპრილში, "ორლანდოსთან" მატჩში მიაღწია.

10

ამერიკელი კომენტატორები ხშირად კითხულობენ - ზაზა გამთამაშებელია თუ ცენტრიო. საქმე ისაა, რომ მას "მილუოკიში" პასებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ერთ მატჩში გაცემული პასების რეკორდი 2014 წელს "მინესოტასთან" დაამყარა - 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. განვლილ მარტს კი ორ-ორჯერ ჰქონდა 7-7 და 5-5 შედეგიანი გადაცემა.

963

ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე NBA-ში 963 პასია. როგორც ხედავთ, ათასიანთა კლუბისკენ ამ მაჩვენებლითაც მიიწევს.

79

12-წლიან ამერიკულ კარიერაში ფაჩულიას ანგარიშზე 79 ორმაგი დუბლია. ყველაზე ეფექტური ამა წლის 20 მარტისაა - 22 ქულა, 21 მოხსნა.

თებერვლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი

იანვრის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულშემატკივარი
საამაყო კაპიტანი! წარმატებები ზაზას!
nika
მაგარი კაცი ხარ ზაზა. უფალი გფარავდეს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ