პოლონეთის ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი სამარცხვინო წაგებით დაიწყო - ლატვიასთან 45:72 დათმო...

პოლონეთის ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი სამარცხვინო წაგებით დაიწყო - ლატვიასთან 45:72 დათმო. თუმცა ასეთი სხვაობით დამარცხებას თავისი მიზეზები აქვს: პოლონელები ლიდერების გარეშე თამაშობდნენ. ლატვიასთან მატჩამდე გუნდთან შეერთება ვერ მოასწრეს მაცეი ლამპემ, მარცინ გორტატმა, პაველ კიკოვსკიმ და ლუკაშ კოზარეკმა.

პოლონეთის ნაკრების მენეჯერმა ჰუბერტ ჰეიმანმა კი შეგვახსენა, რომ გუნდი ახალი შეკრებილია და ეს პირველი მატჩი იყო:

- ვროცლავში გავლილი შეკრების შემდეგ პირველი შეხვედრა ლატვიასთან ჩავატარეთ. ნამდვილად არაა გასაკვირი, რომ გუნდის თამაშში ქაოსი შეინიშნებოდა. დაცვაშიც არაფერი გამოგვივიდა და შეტევაშიც გაგვიჭირდა. ამხანაგური მატჩები იმისთვისაა საჭირო, რომ ოფიციალურებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. შესაბამისად, საკონტროლო შეხვედრების შედეგებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. მთავარია, აგვისტოში რას ვიზამთ.

მეორე დღეს პოლონელებმა ლატვიელებთან მეორე მატჩი ჩაატარეს და შეცდომების გამოსწორება მოახერხეს - 71:60 გაიმარჯვეს.

ამ შეხვედრაში პოლონელებს კშიშტოფ შუბარგა და ფილიპ დილევიჩი (იტალიური "აველინოდან") გაუძღვნენ. პირველმა 17 ქულას 7 მოხსნა მიამატა, ხოლო მეორემ 16 ქულა ჩააგდო.

ორი საკონტროლო შეხვედრის შემდეგ პოლონეთის ნაკრები ფლორენციის ოთხთა ტურნირისთვის მზადებას შეუდგა. ამასობაში ნაკრებს დაემატა სამი ლიდერი - ლამპე, კიკოვსკი და კოზარეკი. ლამპეს ამერიკული "კლივლენდი" ეპატიჟება, კოზარეკი იტალიური "კასერტას" წევრია, ხოლო კიკოვსკი სლოვენიის "ოლიმპიას" ღირსებას იცავს.

ისინი გუნდთან ერთად იტალიისთვის ემზადებიან. 16 ივლისს ფლორენციაში პოლონელები იტალიას დაუპირისპირდებიან, 17-ში - ბულგარეთს, ხოლო 18-ში - მაკედონიას. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ მათ გორტატი შეუერთდებათ. პოლონეთის კალათბურთის ფედერაციას ჯერაც არ გაუწყვეტია კავშირი დევიდ ლოგანთან, რომელიც "პროკომიდან" ესპანურ "კახა ლაბორალში" გადავიდა. თუმცა პოლონელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ლოგანი ნაკრებში აღარ ითამაშებს. ფედერაციის მესვეურებმა ამიტომაც შეითანხმეს ვალენსიელი ტომას კელატი, რომელიც პოლონურ პასპორტს ელის. როდის აიღებს საბუთს, ჯერ უცნობია.

იმასაც შეგახსენებთ, რომ შარშანდელი შემადგენლობიდან ჩვენს მომავალ მეტოქეს ოთხი კარგი კალათბურთელი გამოაკლდება - მიხალ ინგერსკი, დამიენ კულიგი, შიმონ შევჩიკი და ტომაშ ჩიელებაკი. მათი არყოფნის მიზეზი ტრავმებია.

nini messi
აბა ვინ მეტანხმებმა რომ კალატბურტს ფეხბურტიი ჯობიია?
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს