საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფდერალ 2 დივიზიონში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფდერალ 2 დივიზიონში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა. D ჯგუფში მოასპარეზე ილია ზედგინიძის "სენ რაფაელის" შეხვედრა შინ გათამაშების ლიდერ "სტად პოკენთან" დიდთოვლობის გამო გადაიდო.

"სენ რაფაელს" 30 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. "სტად პოკენმა" კი, აქამდე ყველა თამაში მოიგო და 55 ქულა დაუგროვდა.

საგრძნობლად გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა მალხაზ ურჯუკაშვილის "გურდომ", რომელმაც მე-12 ტურში შინ დაამარცხა "ფლორანსი" - 22:6. "გურდოს" ახლა 26 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. ლიდერ "როდეზს" ის 13 ქულით ჩამორჩება.

მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდების გათამაშებაში. ქართველ მორაგბეთა გუნდები A ჯგუფში ასპარეზობენ, რომელსაც 38 ქულით კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" ლიდერობს. ჩვენებურთა გუნდმა ამჯერად შინ დაამარცხა ბასკური "ბაიონი" - 27:12.

ტულონელები 14 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ "აჟენს", რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება გიორგი ჯიმშელაძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი". უმცროსმა "ვულკანებმა" სტუმრად გაანადგურეს "ტულუზი" - 44:13.

მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ", რომელიც 20 ქულით მე-6 ადგილზეა, სტუმრად წააგო "პერპინიანთან" - 16:30. მონპელიელებს სამი ქულით უსწრებს და მეოთხე ადგილზეა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელმაც შინ დაამარცხა "პო" - 18:13.

საფრანგეთი. ესპუართა ლიგა

X ტური

აჟენი-ბურგუენი 27:12, გრენობლი-პო 18:13, ტულონი-ბაიონი 27:3, პერპინიანი-მონპელიე 30:16, ტულუზი-კლერმონი 13:44.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 38 ქულა, 2. აჟენი - 24, 3. კლერმონი - 23, 4. გრენობლი - 23, 5. პერპინიანი - 22, 6. მონპელიე - 20, 7. ტულუზი - 19, 8. ბაიონი - 19, 9. პო -19, 10. ბურგუენი - 17.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა