"პსჟ" ზაფხულში "ბორდოდან" საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, 29 წლის გამოცდილი ნახევარმცველის, ალუ დიარას გადმობირებას გეგმავს
"პარი სენ ჟერმენი" აცხადებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას არ აპირებს, მაგრამ პარიზელები უკვე საზაფხულო გეგმებს აწყობენ, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი "ბორდოდან" ალუ დიარას გადმოყვანაა.

კლოდ მაკელელე სეზონის ბოლოს ფეხბურთიდნ წასვლას აპირებს და პარიზელებს მოედნის შუაგულში ახალი მძლავრი ფეხბურთელი სჭირდებათ, საფრანგეთში დიარაზე კარგ ვარიანტს კი ძნელად თუ იპოვნიან.

თუ "პსჟ" სეზონის პირველ ნახევარში ნაჩვენები ფეხბურთის თამაშს გააგრძელებს, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა მოუწევს, სადაც დიარას გამოცდილება, რომელსაც მთავარ ევროპულ ტურნირში "ბორდოს" და თავისი ყოფილი კლუბის "ლიონის" შემადგენლობაშიც უთამაშია ძალიან წაადგება.

ჟირონდელებს რთული ფიანასური მდგომარეობა აქვთ, რის გამოც შესაძლოა წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუხდეთ. ამ შემთხვევაში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანის გასხვისება სავსებით მოსალოდნელია.

29 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მარსელის "ოლიმპიკი" იჩენდა, მაგრამ 8 მილიონი ევროს გადახდა ვერ შეძლო. პარიზელი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად კონკურენცია გაგრძელდება.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო