ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" "ბრუკლინ ნეთსი" ანგარიშით 96:73 დაამარცხა
ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" "ბრუკლინ ნეთსი" ანგარიშით 96:73 დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 მატჩით ადრე პლეი ოფში გასვლა ოფიციალურად გაინაღდა.

მილუოკელებმა ერთგვარი რეკორდი გამოაცხვეს. ჯეისონ კიდის გუნდმა გასულ სეზონში 67 მატჩი წააგო და რეგულარულ ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, თუმცა რეაბილიტაცია მოახერხა და მიმდინარე სეზონშივე მოახერხა პლეი ოფში გასვლა. ასეთი რამ ბოლოს "მაიამი ჰიტმა" 2007-08 წლების სეზონში მოახერხა.

ფაჩულიამ "ბრუკლინთან" მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 5 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო. მილუოკელებმა "ბრუკლინი" მესამე პერიოდში გატეხეს, როცა 12-წუთეული 30:18 მოუგეს. ფაჩულიას გუნდში 21 ქულით საუკეთესო ერსან ილიასოვა გახლდათ, ოჯეი მაიომ კი 20 წუთში 17 ქულა მოაგროვა.

40-40 მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მილუოკელები მე-6 ადგილზე არიან და დარჩენილი 2 მატჩი რომც წააგონ, მე-7 ადგილს მაინც არ ჩამოსცდებიან.

სავარაუდოდ, ფაჩულიას გუნდი რეგულარულს მე-6 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფში "ჩიკაგოს" ან "ტორონტო რეპტორსს" შეხვდება. მომდევნო მატჩში "მილუოკი" "ფილადელფიას" 14 აპრილს, სტუმრად შეხვდება.

წყარო: gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ