"ვალენსიას" არგენტინელ შემტევ ალეხანდრო დომინგესს სჯერა, რომ ”ღამურები” ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს შეინარჩუნებენ
"ვალენსიას" შემტევი ალეხანდრო დომიგესი აცხადებს, რომ კლუბი ამ დროისთვის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს, მაგრამ რაც მთავარია, მატჩებს იგებს.

"ღამურებმა" ლა ლიგაში ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს, რომელთგან ბოლო "ლევანტესთან" დერბიში ხუან მატას გვიანი გოლით მოიგეს. არგენტინელი თავდამსხმელი კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ძალიან კარგია, როცა არცთუ შთამბეჭდავი თამაშის მიუხედავად, კლუბი დადებითი შედეგების მიღწევას მაინც ახერხებს.

"ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვიმყოფებით, სადაც მოხვედრა თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ვფიქრობ, თამაშს გავაუმჯობესებთ, რაც სატურნირო ცხრილში ამჟამინდელი პოზიციის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, ჩვენ ვიგებთ და ეს ისაა, რაც მუშაობის გაგრძელების მოტივაციას გვმატებს."

დომინგესმა ბოლოს ყურადღება კვირის ბოლოს "მესტალიაზე" გასამართ "დეპორტივოსთან" შეხვედრაზე გაამახვილა: "რთულ თამაშს ველოდები. ახლა კარგი დრო გვიდგას, მაგრამ წინ კერკეტი მეტოქეები გველიან და იმედი მაქვს, მათ დიდი გაჭირვების გარეშე დავამარცხებთ."

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა