რას იტყვიან კვიპროსული გუნდის ქართველი ლეგიონერები ახალ კონტრაქტებზე?
მიმდინარე სეზონში კვიპროსული "ანორთოსისის" წარმოდგენა ქართველი ფეხბურთელების გარეშე შეუძლებელია. ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია გუნდის ლიდერები არიან.

კვიპროსულ მედიაში ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კლუბი ორივე ჩვენებურს ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. რას ფიქრობენ ქართველები?

"ლელო" 26 წლის მაისურაძეს დაუკავშირდა და ამ თემის გარდა, სხვა საკითხებზეც ელაპარაკა:

"მართალია, კლუბმა მეც და გიორგი აბურჯანიასაც შემოგვთავაზა ხელშეკრულების გახანგრძლივება, მაგრამ ჯერჯერობით, პასუხი არ გვითქვამს. დრო არის და რატომ უნდა ვიჩქაროთ?" - გვითხრა ირაკლიმ.

მაისურაძე "ანორთოსისის" ლიდერთაგანია. საინტერესოა, ხომ არ არის რომელიმე კლუბის მხრიდან მის მიმართ კონკრეტული ინტერესი?

"არის ინტერესი, ოღონდ ჯერ დაკონკრეტება ადრეა. კვიპროსიდან ნამდვილად არის და სხვა ქვეყნიდანაც ველოდები, თუმცა ჯერ ადრეა. სეზონი არ დასრულებულა და ამ ეტაპზე მხოლოდ "ანორთოსისზე" ვარ კონცენტრირებული", - აცხადებს მაისურაძე.

ირაკლის კვიპროსის ჩემპიონატის სათამაშო სტილისა და დონის დახასიათებაც ვთხოვეთ.

"ძალიან კარგი ჩემპიონატია. აქ ყველა გუნდი შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. იშვიათია, ვინმე დაცვაში რომ "გამოიკეტოს". მე ძალიან მომწონს ასეთი სტილი", - ამბობს რუსთავის "მეტალურგისა" და გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი.

კვიპროსში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. საინტერესოა, ახერხებენ თუ არა ისინი ერთად შეკრებას?

"როცა თავისუფალი დრო გვაქვს და ამის საშუალება არის, სულ ერთად ვართ. ახლაც ასეა - თქვენ რომ გესაუბრებით, ჩვენი ბიჭები ჩემ გვერდით არიან", - ამბობს მაისურაძე.

ამჟამად "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და ევროზონაში მოხვედრის იმედი ჯერ არ გადაუწურავს. მაისურაძე ასე აფასებს გუნდის სატურნირო მდგომარეობას:

"ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია და ახლა ყალიბდება სერიოზულ ძალად. ამის გათვალისწინებით, ნორმალური სატურნირო მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ".

დაბოლოს, მაისურაძეს ისიც ვკითხეთ, რომელ ადგილს დაიკავებდა "ანორთოსისი", საქართველოს ჩემპიონატში რომ თამაშობდეს.

"ჩემი აზრით, "ანორთოსისი" საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა", - ასრულებს ირაკლი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

feola
ბებია გიჩხავის!
chero
ნუ გგონიათ ქართული გუნდები ასე სუსტები უბრალოდ სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობენ თუ არა არც ისე ადვილია მათი მოგება 'ბურსა' გახსოვთ?
levani kaxeti
მარტო ჩემპიონი?! თასის მფლობელიც, სუპერთასის და შენ წარმოიდგინმე ირაკლი, შვილო, ერთბაშად სამგზის ჩემპიონიც, თანაც ქულის დაუკარგავად და გოლის გაუშვებლად; მეტსაც გეტყვი, მეტოქე მის ნახევარზეც ვერ გადავიდოდა. დაახლოებით ასე ამბობდნენ მალტაზე მოთამაშე "რომელიღაც ქართველი ვარსკვლავები" (ნეტავ ვინ?). სირცხვილია შვილო, სირცხვილი. ასე შენი ქვეყანა არ უნდა დაამცირო. შერნგან ფეხბურთელი რომ ვერ დადგა ეს საქართველოს ბრალი არ არის.
gagas
მე ვიცნობ ირაკლის. ის დიდი პატრიოტია თავის ქვეყნის. უბრალოდ ეს რეალობაა. საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ჩვენი ჩემპიონატის სისუსტე, რომ მერე ის უკეტEსუ გავხადოთ
gaga
როგორ არავის არ უყვარს საქართველო, ვისაც კი შეუძლია ამცირებს სამშობლოს. საქართველოს ჩემპიონი კი არა გერმანიის ჩემპიონი გახდებოდა.თუ ... გაქვს წადი და ინგლისში ითამაშე და მერე იტრაბახე.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრების ექსკალათბურთელი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა
მიქელთაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი და კაჭარავას "ანორთოსისი" მაისურაძის "ენოსისთან" დამარცხდა [VIDEO]
goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ნიკა კაჭრავამ გოლი გაიტანა და "ანორთოსისმა" გაიმარჯვა
კარიერაში წინსვლა მსურს და საქართველოში დაბრუნებაზე არ მიფიქრია - ქართველები "ბალმაზიუვაროშიდან" წამოვიდნენ
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]