მორიგი ტური და სიახლენი
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა, რომელთა შედეგების მიხედვით გარკვეული სიცხადე გაჩნდა გათამაშების ცხრილში.

ბოსტონში ადგილობრივმა "სელტიქსმა" საფინალო სირენამდე 0.8 წამით ადრე ჩააგდო გამარჯვების ტყორცნა - მისი ავტორი ჯეი კრაუდერი გახდა. "ტორონტოს" დამარცხებით, "კელტებმა" საბოლოოდ გაინაღდეს მეშვიდე ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში და პლეი ოფის პირველ რაუნდში ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდთან" მოუწევთ შეხვედრა.

საინტერესოა, რომ რეგულარულ ჩემპიონატში "კავალიერზსა" და "სელტიქსს" შორის სერია 2:2 დასრულდა, თუმცა "ბოსტონმა" ორივე მოგება გასულ უქმეებზე გაიფორმა, როცა "კლივლენდი" უმოტივაციო იყო და თავისი ლიდერები დაასვენა.

რაც შეეხება "ტორონტოს", დიდი ალბათობით, მას პლეი ოფში "ვაშინგტონთან" მოუწევს შეხვედრა. სხვათა შორის, რეგულარულში კანადელებმა სამივე მატჩი მოუგეს დედაქალაქელებს.

"ვაშინგტონი" გუშინ უმოტივაციო იყო, მაგრამ მაინც სცადა, საქმე გაეფუჭებინა "ინდიანასთვის". თუმცა "პეისერსმა" ორ ოვერტაიმში გამოგლიჯა გამარჯვება "უიზარდსს" და აგრძელებს ბრძოლას პლეი ოფის ბოლო ვაკანტური ადგილისთვის. ამ მხრივ, ყველაფერს რეგულარულის ბოლო დღე გაარკვევს. "ინდიანას" მემფისში რთული გასვლა ელოდება. "პეისერსი" მოგების შემთხვევაში გაინაღდებს მერვე ადგილს. თუ წააგებს და პარალელურად, "ბრუკლინი" მოუგებს ღრმა აუტსაიდერ "ორლანდოს", მაშინ პლეი ოფში "ნეტსი" გავა, რადგან პირად შეხვედრებში უპირატესობა აქვს "ინდიანაზე".

სამაგიეროდ, "ინდიანას" გუშინდელმა მოგებამ ის გაარკვია, რომ წინა ოთხი სეზონის ფინალისტი და ორგზის ჩემპიონი "მაიამი" პლეი ოფში ვერ მოხვდა. ლებრონ ჯეიმსის გარეშე ეს სულ სხვა გუნდია და არ შეუძლია მაღალ მიზნებზე ფიქრი.

დღის ბოლო შეხვედრაში "კლიპერსი" იოლად გაუსწორდა სტუმრად "ფინიქსს" და კონკურენტებზე ადრე დაასრულა რეგულარული. სტუმრების გამთამაშებელმა კრის პოლმა ექვსი ზუსტი სამქულიანით პირადი რეკორდი დაამყარა.

"კლიპერსის" მონაგარი ასეთია - 56 მოგება და 26 წაგება. უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს გუნდი მესამე ადგილზე ქვემოთ არ ჩამოვა დასავლეთის ცხრილში, ხოლო თუ ბოლო დღეს "სან ანტონიო" და "ჰიუსტონი" თავიანთ შეხვედრებს წააგებენ, მაშინ ლოსანჯელესური კლუბი მეორე ადგილზე გადავა, თუმცა ეს ვარიანტი ნაკლებად წარმოსადგენია.

ბოსტონი-ტორონტო 95:93

19:26, 27:27, 27:17, 22:23

ბ: ბრედლი (14), ტერნერი (14+7 მოხსნა+9 პასი), ბასი (13+9 მოხსნა), ტ. ზელერი (12+8 მოხსნა), ტომასი (11+6 პასი).

ტ: ლაური (16+6 მოხსნა), უილიამსი (16+5 მოხსნა), როსი (12), ვასკესი (11+5 მოხსნა+7 პასი), ვალანჩუნასი (10+8 მოხსნა), ჯონსონი (10), პატერსონი (10).

ინდიანა-ვაშინგტონი 99:95 (2ო)

16:16, 17:25, 23:18, 25:22, 4:4, 14:10

ი: მაილზი (25+8 მოხსნა), ჰილი (24+9 მოხსნა+10 პასი), უესტი (15+8 მოხსნა), ჯორჯი (10), სტაკი (10), ჰიბერტი (6+12 მოხსნა+3 დაფარება).

ვ: გორტატი (19+10 მოხსნა), ბილი (19+9 მოხსნა), უოლი (16+11 პასი), პორტერი (11+7 მოხსნა), გუდენი (6+10 მოხსნა).

ფინიქსი-კლიპერსი 101:112

26:32, 17:37, 27:22, 31:21

ფ: გუდვინი (18), ტაკერი (17+9 მოხსნა), გრინი (16), მარკიფ მორისი (14+9 მოხსნა+5 პასი), უორენი (10+6 პასი), ბლედსოუ (10+6 მოხსნა+9 პასი).

კ: პოლი (22+6 პასი), გრიფინი (20+8 მოხსნა+5 პასი), ჯორდანი (13+14 მოხსნა), ჰოიესი (13), რედიკი (12), ჰადსონი (11).

- გუშინდელი სათამაშო დღე ორი სტატისტიკური მიღწევით იყო გამორჩეული. ორივე "კლიპერსს" უკავშირდება. ამ გუნდის ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა "ფინიქსის" წინააღმდეგ 14 მოხსნა დააგროვა და საკლუბო რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში მოპოვებული მოხსნების რაოდენობით. ჯორდანის მონაგარი 1226 მოხსნას შეადგენს, რაც ათით მეტია წინა რეკორდსმენის, სვენ ნეიტერის (1216) შედეგზე, რომელიც 35 წელი იყო ძალაში.

- "კლიპერსის" მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა კი სამწვრთნელო კარიერაში საიუბილეო მე-700 გამარჯვება მოიპოვა. ამისთვის კალიფორნიელთა დამრიგებელს 1224 მატჩი დასჭირდა. "კლიპერსის" (113 მოგება) გარდა, რივერსს "ორლანდოსა" (171) და "ბოსტონში" (416) უმუშავია.

- ატლანტას" მცველმა ტაბო სეფოლოშამ დაადასტურა, რომ ფეხის ტრავმა მაშინ მიიღო, როცა ის ნიუ იორკის პოლიციამ დააკავა. შეგახსენებთ, რომ ამ დაზიანების გამო შვეიცარიელი კალათბურთელი ვერ დაეხმარება "ჰოქსს" პლეი ოფის მატჩებში.

"რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. ჯერჯერობით არ მინდა ამ ინციდენტის შესახებ ლაპარაკი. ყველა კითხვას ჩემი ადვოკატი უპასუხებს სასამართლოში. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სერიოზული ტრავმა მივიღე, რომელიც დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელის მოქმედებამ გამოიწვია", - განაცხადა სეფოლოშამ.

- ბრწყინვალე ფორმაში ხვდება პლეი ოფს "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი. როგორც ESPN წერს, სამშაბათს, გუნდის ვარჯიშზე მცველმა ზედიზედ ჩააგდო 77(!) სამქულიანი. თავად სტივენის თქმით, ეს მისი პირადი რეკორდია.

მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში კარის 284 სამქულიანი აქვს ჩაგდებული - საშუალოდ 3.6 მატჩში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
[VIDEO] ცუკერბერგის მეუღლე ქმრის დანახვისას გაოცებული დარჩა - მერაბ დვალიშვილი Facebook-ის დამფუძნებელს დაუპირისპირდა
NBA. პლეი ოფი: ყველაზე სინტერესო დაიწყო
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" სტუმრად გაანადგურა [VIDEO]
ლამაზ კალათბურთში "ბაქსმა" იმარჯვა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია NBA-ს 30 საუკეთესო ცენტრში მოხვდა
სტეფ კარის პასი ჯორდანის ფეხებშორის და ზაზა ფაჩულიას ჩაგდება [VIDEO]
მორიგი ვარსკვლავი სუპერგუნდში! ჰარდენმა გრიფინის გადასვლაზე მცირედი კომენტარი გააკეთა
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
NBA. მატჩები: უესტბრუკმა პირველივე მატჩში სამმაგი დუბლი გაიფორმა [VIDEO]