22 წლის შემტევის აზრით, საქართველოს ეროვნული გუნდი კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბის ხელშია!
გიორგი ჭანტურია გერმანიასთან ამასწინანდელ წაგებულ მატჩში შეცვლაზე შევიდა, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთშიც გვიჩვენა, რომ მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. ის გამუდმებით ცდილობდა თამაშის საკუთარ თავზე აღებას და რიგ შემთხვევებში, ეს არცთუ ურიგოდ გამოსდიოდა.

ჭანტურიასთან დაკავშირებით ორიოდ დღის წინათ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ამ ცნობის თანახმად, 22 წლის შემტევის გადაბირება კლუჟის მეორე გუნდს, "უნივერსიტატიას" სურს.

ჭანტურიას რუმინეთში შევეხმიანეთ და მისი ამჟამინდელი გუნდის ("კლუჟი") მდგომარეობის გარდა, ქულების დაკლების მერე აუტსაიდერად რომაა ქცეული, პერსონალური ამბებიც გამოვკითხეთ. თავდაპირველად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაინტერესებდა:

"ჯანმრთელობის ამბავი, ცოტა ვერაა კარგად. ფეხი მაწუხებს და წელი", - გვითხრა ჭანტურიამ.

მას იმ პენალტზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, ამასწინათ რომ შეასრულა და არა მარტო რუმინული მედია თუ ქომაგი მოიყვანა აღტაცებაში.

გიორგი ჭანტურიამ ოსტატური პენალტით მეკარეს "დასცინა" [VIDEO]

"ბევრს ვვარჯიშობდი პენალტის ასე შესრულებაზე და მოხარული ვარ, რომ პრაქტიკაში ყველაფერი კარგად გადავიტანე. კიდევ ვაგრძელებ ამ კომპონენტზე ვარჯიშს და მჯერა, უფრო დავხვეწ", - სჯერა ჭანტურიას.

როგორ აფასებს ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორ შეხვედრას?

"ჩვენი ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო ორი მატჩი მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო. საქართველოს ეროვნული გუნდი კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბის ხელშია და ეს უკეთესი მომავლის წინაპირობად მიმაჩნია.

მალტასთან მატჩში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვჩაგრავდით მოწინააღმდეგეს და დამსახურებულადაც მოვიგეთ.

რაც შეეხება გერმანიასთან შეხვედრას, პირველი ტაიმი ცუდი იყო, მაინც დაძაბულები ვიყავით. მეორე ნახევარში მეტი ავიღეთ საკუთარ თავზე და ყველამ ვირწმუნეთ, რომ თამაში შეგვიძლია".

რაც შეეხება შეთავაზებებს, ამაზე ჭანტურიამ ეს გვითხრა:

"ჯერ მხოლოდ "კლუჟზე" ვარ კონცენტრირებული. არის შემოთავაზებები, თუმცა არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია. ყველაფერს ზაფხულში გადავწყვეტ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება