17 იანვრიდან მელბურნში სტარტს "დიდი სლემის" წლის პირველი ტურნირი, რიგით 99-ე ავსტრალიის ღია პირველობა აიღებს

17 იანვრიდან მელბურნის კორტებზე სტარტს აიღებს რიგით 99-ე ავსტრალიის ღია პირველობა ჩოგბურთში, "დიდი სლემის" სერიის წლის პირველი ტურნირი. წლევანდელი გათამაშების საერთო საპრიზო ფონდი 25 მილიონი დოლარია, რაც შარშანდელზე 3,8%-ით მეტია. ასეთ პრესტიჟულ ტურნირში ორი ჩვენებური ითამაშებს, თუმცა ანა ტატიშვილსა (132) და ოქსანა კალაშნიკოვას (191) რეიტინგი ხელს არ უწყობთ, მათ საკვალიფიკაციო ბატალიები ერგოთ. ძირითად ბადეში მოსახვედრად და 60 სარეიტინგო ქულის ასაღებად თითოეულმა მათგანმა სამ-სამი მატჩი უნდა მოიგოს. ერთი შეხედვით, არცთუ მიუღწეველი ოცნებაა, მაგრამ დიდი ხანია (ირაკლი ლაბაძის მერე), რაც ქართველს "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში არ უთამაშია.

გუშინ გაიმართა საკვალიფიკაციო ბადის წილისყრა, გაირკვა ჩვენებურთა უახლოესი და სავარაუდო მეტოქეების ვინაობაც.

უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ჩვენებურები ბადის სხვადასხვა დანაყოფში მოხვდნენ და ერთმანეთთან პაექრობა არ მოუწევთ.

დღეს კალაშნიკოვა 25 წლის რუს ეკატერინა ბიჩკოვას (180) შეხვდება. 2006 წელს ბიჩკოვა 66-ე ჩოგნობამდე ამაღლდა.

გამარჯვების შემთხვევაში, კალაშნიკოვა შეიძლება მე-20 ნომრად განთესილ სლოვენიელ მასა ზეკ პეშკირიჩს (141) შეხვდეს.

ევროპელი პირველ წრეში ამერიკელ ირინა ფალკონის (184) ეთამაშება. მე-3 სავარაუდო მეტოქეზე შორსმიმავალ ვარაუდებს ჯერ არ ჩამოვწერთ, მოდი, ჯერ ოქსანას ასპარეზობას დაველოდოთ.

ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში მე-12 ნომრად არის განთესილი. მისი პირველი მეტოქე კი პოლონელი ურსულა რადვანსკაა (193). აგნიეშკა რადვანსკას უმცროსი და შარშან მსოფლიოს 62-ე ჩოგანი იყო.

თუკი მოიგო, ანა ან უკრაინელ მარია კორიტცევას (147) გადაეყრება ან ფრანგ ლაურა ტორპს (178).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა