რეგულარული სეზონი დასრულებულია
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო დღეს მთავარი ყურადღება პლეი ოფის ბოლო საგზურებისთვის ბრძოლისკენ იყო მიპყრობილი. აღმოსავლეთში საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული "ინდიანა". პირველ რაუნდში მოსახვედრად მას სტუმრად მოგება სჭირდებოდა "მემფისთან", მაგრამ ეს ამოცანა "პეისერსისთვის" გადაულახავი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ "დათვები" ამ შეხვედრაში მოტივაციის გარეშე იყვნენ და მეხუთე ადგილზე ზემოთ ვერ ავიდოდნენ.

"ინდიანა" უკვე მეორე მეოთხედში 15 ქულით ჩამორჩა მეტოქეს, მაგრამ გუნდის მთავარი უბედურება ის იყო, რომ ტრავმა მიიღო პოლ ჯორჯმა, რომელიც სულ ახლახან დაუბრუნდა მოედანს ფეხის საშინელი მოტეხილობის შემდეგ. ფორვარდი მოედნიდან გაიყვანეს და საბედნიეროდ, მისი დაზიანება საშიში არ აღმოჩნდა, თუმცა ჯორჯის გარეშე "ინდიანამ" ვეღარაფერი შეძლო და "მემფისმა" მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ეს გუნდი ზედიზედ მეხუთედ გავიდა პლეი ოფში, რაც საკლუბო რეკორდია.

"ინდიანა" მაინც მოხვდებოდა პლეი ოფში, "ბრუკლინს" "ორლანდოსთან" რომ წაეგო, მაგრამ "ნეტსმა" შეძლო პირველ მეოთხედში მიღებული ორნიშნა ჩამორჩენის გაბათილება და გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიპოვა ზედიზედ მესამედ პლეი ოფში თამაშის უფლება. "ინდიანა" კი, პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ვერ გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის.

დასავლეთშიც არანაკლებ საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი ვაკანტური მერვე საგზურისთვის. ისევე, როგორც "ინდიანა", "ნიუ ორლეანიც" საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული - "სან ანტონიოს" დამარცხება ლუიზიანელებს მერვე ადგილს მოუტანდა. თუმცა "სპურსსაც" ძალიან სჭირდებოდა მოგება, რადგან ეს ჩემპიონს გარანტირებულ მეორე ადგილს მისცემდა. მაგრამ "პელიკანების" მოტივაცია უფრო წონადი აღმოჩნდა.

"ნიუ ორლეანმა" კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 14:1 გაქცევით დაასრულა, რაც თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა. "სან ანტონიომ" შეძლო, მეოთხე მეოთხედში ჩამორჩენა ერთნიშნა რიცხვამდე დაეყვანა, მაგრამ მაინც შეწყდა გრეგ პოპოვიჩის გუნდის 11-მატჩიანი მოგებათა სერია.

"პელიკანების" გამარჯვებამ ხაზი გადაუსვა "ოკლაჰომას" ლიდერის, რასელ უესტბრუკის მონდომებას, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა "მინესოტასთან" მატჩში. პლეი ოფში "ნიუ ორლეანი" გავიდა, "ოკლაჰომა" კი მომდევნო სეზონსა და კევინ დურანტის გამოჯანმრთელებას უნდა დაელოდოს.

პლეი ოფის მიღმა დარჩენა უესტბრუკს არ უტოვებს სეზონის MVP-ის პრიზის მიღების შანსს და ეს კალათბურთელი რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით უნდა დაკმაყოფილდეს. არადა, რასელმა რეალურად ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა: "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ მისი სტატისტიკა ასეთი იყო - 31.4 ქულა, 9.9 შედეგიანი პასი, 8.6 მოხსნა და 2.0 ჩაჭრა.

ნიუ ორლეანში გამართული მატჩის ანგარიშს სხვა შედეგებიც მოჰყვა: "სან ანტონიოს" წაგებამ გზა გაუხსნა "ჰიუსტონს" მეორე ადგილისკენ. "სპურსი" კი ერთბაშად მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა და მეტოქედ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "კლიპერსი" ერგო.

მოგებით დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი "გოლდენ სტეიტმა". "მეომრებს" 82 მატჩში 67 გამარჯვება დაუგროვდათ, რითაც "უორიორზი" გახდა მეათე გუნდი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია. ბოლოს ეს შეძლო "დალასმა" 2006-07 წლების სეზონში.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 2014-15 წლების სეზონი სარეკორდო აღმოჩნდა დასწრების მხრივ. რეგულარული ჩემპიონატის ყველა მატჩზე ჯამში 21 926 548 მაყურებელი მივიდა. ეს დაახლოებით 100 ათასით მეტია წინა სარეკორდო მაჩვენებელზე - 21 841 480 ადამიანი 2006-07 წლების სეზონში.

შარშანდელი სეზონის საერთო რიცხვს კი წლევანდელმა ჩემპიონატმა ნახევარი მილიონით გადააჭარბა. 2013-14 წლების რეგულარულში მატჩებს 21 392 721 მაყურებელი დაესწრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Chikos da fraternitys
Pორტლანდმა თAვისი კონფერენცია მოიგო Dა მეოტხეზე დაბლა არ Dაესჰვებოდა,ასეტი ცესია ოკეანის Gაგმა
fraternity
ეგ ვერც მე ვერ გავიგე და ვერც ვიპოვე პასუხი. ცხრილის მიხედვით სანანტონიოც პორტლანდზე წინ უნდა იყოს და მემფისიც.
chiko
პორტლენდი რატო გავიდა მეხუთეზე და სან ანტონიო მეექვსეზე როცა სან ანტონიოს უკეთესი შედეგი აქვს. ვერ ვხვდები
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]