NBA: "ლეიკერსმა" "კლივლენდ კავალიერზთან" ბოლო 39 წლის განმავლობაში მისთვის ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შედეგიანი ტური იყო - ყველა გამარჯვებულმა გუნდმა 100-ქულიანი ზღვარის გადალახვა მოახერხა, მაგრამ შედეგიანობის მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო "ვაშინგტონისა" და "საკრამენტოს" შეხვედრა, რომელიც ძალიან უცნაური სცენარით წარიმართა. თავად განსაჯეთ: უკვე პირველი მეოთხედი დედაქალაქელებმა 19 ქულის სხვაობით მოიგეს, თანაც 12 წუთში 38 ქულა დააგროვეს, რომელთაგანაც 13 ქულა ნიკ იანგის ანგარიშზე იყო. იმის გათვალისწინებით, რომ "უიზარდსის" მეტოქე იყო გუნდი, რომელმაც საერთოდ არ იცის სტუმრად თამაში და თანაც საუკეთესო კალათბურთელი ტაირიკ ევანსი აკლია, მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ დასრულდა მეორე მეოთხედი და წინ უკვე "საკრამენტო" იყო 6 ქულით. ამჯერად "მეფეებმა" ისროლეს 70-პროცენტიანი სიზუსტით.

უცნაურობები მეორე ტაიმში გაგრძელდა. "უიზარდსმა" ისევ დიდი ანგარიშით მოიგო მესამე მეოთხედი. სტუმრების კალათბურთელები ვერ ხვდებოდნენ, რა მოეხერხებინათ იანგისთვის, რომელიც ნებისმიერი წერტილიდან ზუსტად ისროდა.

ძირითადი დროის დასრულებამდე წუთით ადრე "ვაშინგტონი" 117:109-ს იგებდა. 40 წამით ადრე სხვაობა კიდევ ერთი ქულით გაიზარდა. მერე რა, რომ გარსიამ სამქულიანი ჯარიმასთან ერთად ჩააგდო - იქვე უოლისა და იანგის ზუსტი საჯარიმოებით დედაქალაქელებმა 13 წამით ადრე ექვსქულიან უპირატესობას მიაღწიეს. მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა ასეთ მცირე დროში ასეთი უპირატესობის გაფლანგვა. ამისთვის საჭიროა საკუთარი ფარის წაგება და ბოლო წამებზე ორი შეცდომის დაშვება. "ვაშინგტონი" ასეთი "გულუხვობისთვის" ოვერტაიმში უნდა დასჯილიყო, მაგრამ დამატებით დროში სტუმრებს იღბალი აღარ ეყოთ.

საცოდავი სანახავი იყო მოქმედ ჩემპიონ "ლეიკერსთან" მატჩში "კლივლენდ კავალიერზი". რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსის ყოფილ გუნდს იმის ილუზია არ ჰქონდა, რომ კალიფორნიაში შეძლებდა 10-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას, რომელიც 20 დეკემბრიდან გრძელდება, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "კლივლენდი" განაახლებდა მიმდინარე სეზონის ორ ანტირეკორდს - დაგროვილ ქულებსა (57) და ყველაზე დიდი სხვაობით წაგებაში (მინუს 55). რა თქმა უნდა, რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ თამაშში ბრძოლა არ ყოფილა - ჩემპიონი თავის მოედანზე, რაც უნდოდა, იმას აკეთებდა. ამაზე მეტყველებს აბსოლუტურად ყველა სტატისტიკურ კომპონენტში "ლეიკერსის" უპირატესობა. საერთოდ, რა ბრძოლაზეა ლაპარაკი, როცა სტუმრების ძირითადმა გამთამაშებელმა მო უილიამსმა 26 წუთში მხოლოდ ერთი შედეგიანი პასი შეასრულა, ხოლო თამაშიდან ტყორცნების პროცენტი 29.9-ს, სამქულიანებისა კი 7.1 პროცენტს უდრიდა. და კიდევ, "კავალიერსის" სასტარტო ხუთეულმა უფრო ნაკლები ქულა დააგროვა, ვიდრე "ლეიკერსის" სამმა რეზერვისტმა - ბრაუნმა, ებენქსმა და კარეკტერმა.

საბოლოოდ, "ლეიკერსმა" ბოლო 39 წლის განმავლობაში მისთვის ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. "კავალიერზმა" კი, თავის მხრივ, ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩი ჩაატარა კლუბის ისტორიაში. გასაოცარია კიდევ ერთი ფაქტი: ასეთი განადგურების მიუხედავად, გამარჯვებული გუნდის არც ერთ მოთამაშეს არ დაუგროვებია 20 ქულა.

მაგრამ "კლივლენდის" გულშემატკივრებმა ყველაზე მძიმე დარტყმა თავიანთი ყოფილი კერპისგან ლებრონ ჯეიმსისგან მიიღეს. თავის "თვითერზე" "მეფემ" შარშანდელი ზაფხული გაიხსენა და ასეთი კომენტარი გაუკეთა გუშინდელ მატჩს: "ცუდია, როცა სხვას უბედურებას უსურვებ. ღმერთი ყველაფერს ხედავს!"

ფილადელფია-ინდიანა 103:111

23:27, 26:30, 32:27, 22:27

ფ: ჰოლიდეი (19+8 პასი+7 მოხსნა), ბრენდი (18+5 მოხსნა), სპეიტსი (14+9 მოხსნა), ტერნერი (14), მიქსი (13), იანგი (12+5 მოხსნა), უილიამსი (12).

ი: გრეინჯერი (27+7 პასი+5 მოხსნა), კოლისონი (21+13 პასი), დანლივი (20), ჰენსბრო (12+9 მოხსნა), ფოსტერი (10+8 მოხსნა).

ვაშინგტონი-საკრამენტო 136:133 (ო)

38:19, 16:37, 40:27, 32:43, 10:7

ვ: იანგი (43), უოლი (22+9 პასი+6 მოხსნა), ბლეტჩი (16+13 მოხსნა), ლუისი (16+10 მოხსნა+6 პასი), ჰაინრიხი (14), მაკგი (10+11 მოხსნა).

ს: უდრიხი (26+6 პასი), გარსია (26), ლენდრი (23+5 მოხსნა), კასპი (15+8 მოხსნა), კაზინსი (10+8 მოხსნა).

მინესოტა-სან ანტონიო 96:107

25:36, 28:27, 23:25, 20:19

მ: ლავი (20+20 მოხსნა), რიდნური (18+9 პასი), უებსტერი (18+5 მოხსნა), ბრიუერი (11).

ს-ა: ჯინობილი (19+9 მოხსნა+6 პასი), ჯეფერსონი (17+5 მოხსნა), დანკანი (16+8 მოხსნა), ბონერი (16), ჰილი (13), პარკერი (12+13 პასი).

დენვერი-ფინიქსი 132:98

20:32, 44:23, 38:17, 30:26

დ: აფლალო (31+9 მოხსნა), ენტონი (28+10 მოხსნა), სმიტი (15), ნენე (11), ჰარინგტონი (10+5 პასი).

ფ: ნეში (15+7 პასი), კარტერი (15+6 მოხსნა), ფრაი (11+8 მოხსნა), გორტატი (11), დრაგიჩი (11).

პორტლენდი-ნიუ იორკი 86:100

23:29, 27:27, 16:19, 20:25

პ: ოლდრიჯი (19+10 მოხსნა), ფერნანდესი (18), მილერი (14), ბატუმი (13), მეტიუზი (10), კემბი (1+16 მოხსნა+6 დაფარება).

ნ-ი: სტაუდმაიერი (23+8 მოხსნა), ტურიაფი (19+10 მოხსნა), ფელტონი (17+14 პასი), ჩენდლერი (17+5 მოხსნა), უოლკერი (10).

ლეიკერსი-კლივლენდი 112:57

27:12, 30:13, 35:16, 20:16

ლ: არტესტი (15+6 პასი+5 მოხსნა), ბინუმი (15+6 მოხსნა+5 დაფარება), პ. გასოლი (13+14 მოხსნა), ბრაიანტი (13+8 პასი+5 მოხსნა), ოდომი (13+5 მოხსნა), ბრაუნი (13), ფიშერი (10).

კ: გი (12+8 მოხსნა), სეშენსი (10).

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"