"სამპდორია"-"რომას" მატჩის შემდეგ ფრანჩესკო ტოტისა და "რომას" დამრიგებელ კლაუდიო რანიერის შორის შავმა კატამ გაირბინა

ფრანჩესკო ტოტისა და კლაუდიო რანიერის შორის შავმა კატამ გაირბინა. კონფლიქტი "სამპდორია"-"რომას" მატჩის მსვლელობისას მოხდა, როდესაც მწვრთნელმა კაპიტანი მხოლოდ 90-ე წუთზე ჩართო თამაშში და ბუნებრივია, ამან წახდენილ საქმეს ვეღარ უშველა. "ჯალოროსიმ" წააგო, ტოტის კი ისე მოექცნენ, როგორც დებიუტანტ, ახალბედა ფეხბურთელს, რაც "რომას" ცოცხალმა ლეგენდამ ვერ აიტანა. ფრანჩესკო გასახდელშივე ეკამათა მწვრთნელს და როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, დავა ავტობუსშიც გაგრძელდა.

ამ ამბავს აპენინებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ გააკეთა კომენტარი - მაგალითად, "ჯალოროსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ვინსენ კანდელამ რანიერი დაადანაშაულა და დასძინა, მწვრთნელმა პატივი უნდა სცეს ტოტის, რომელმაც მთელი საფეხბურთო კარიერა ერთ გუნდს შესწირაო. თავად ფეხბურთელი ერიდებოდა ჟურნალისტებთან გამოჩენას, თუმცა იტალიაში პრესისგან დამალვას დიდხანს ვერავინ ახერხებს - მოვუსმინოთ "ჯალოროსის" სათადარიგოთა სკამზე გადასროლილ კაპიტანს:

"რანიერისთან ნამდვილად მომივიდა შელაპარაკება და ამის უარყოფა სისულელე იქნებოდა. არ მივეკუთვნები იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ მწვრთნელის გადაწყვეტილებას, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მქონდა. ერთია, როდესაც სათადარიგოთა სკამზე გაგამწესებენ და მეორე, როდესაც 90-ე წუთზე ჩაგრთავენ თამაშში. მითხარით, რა უნდა მომესწრო ბოლო სამ წუთში და როგორ უნდა გადამერჩინა წაგებული თამაში? - ნამდვილად არ მსურს, რომ გუნდში არსებული ატმოსფერო გავაფუჭო, მაგრამ წყენასაც ვერ დავმალავ.

შევდივარ თუ არა საწვრთნელ ბაზაზე, ცუდ გუნებაზე ვდგები და ეს განწყობა ვარჯიშის ბოლომდე თან მსდევს. გამოვდივარ ბაზიდან და ხასიათი მიუმჯობესდება. ამას ყველა მამჩნევს და საპირისპირო რომ ვამტკიცო, მაინც არავინ დამიჯერებს. რა იქნება მომავალში? - ვერაფერს გეტყვით. ჩემი გული "რომას" ეკუთვნის, მაგრამ წარსული დამსახურების გამო აქ გაჩერების სურვილი არ მაქვს. თუ მწვრთნელი ჩემს საჭიროებას ვერ ხედავს, იძულებული გავხდები, სხვაგან წასვლაზე ვიფიქრო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ჩემი სურვილი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით არც კარიერის დასრულება მსურს და არც სათადარიგოთა სკამზე ყურყუტი."

ასეთი სევდიანი ტოტი იშვიათად გვინახავს და მისი კომენტარიც ისეთია, აშკარად გულშემატკივრებზე თამაშობს. მისი "რომადან" შესაძლო წასვლით შეშინებულმა ტიფოზებმა რანიერის უნდა შეუტიონ და აგრძნობინონ მწვრთნელს, ვინ არის "ჯალოროსიში" მთავარი - აი, ეს არის ალბათ ტოტის მიზანი და ტაქტიკაც შესაბამისი აქვს არჩეული. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ფრანჩესკოს ტაქტიკა - გულშემატკივრები ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ.

roma
შეიძლება ვირი ავიდეს ხეზე,მწყერი შეჯდეს ხეზე,მაგრამ ტოტი რომადან არ წავა და აქ დაასრულებს კარიერას!!!!!!! რანიერიმ კი ისწავლა მგონი ჭკუა..თუ არადა მის თავს დააბრალოს!
ika
ამბების ინფორმაციებს ყოველდგე ვეცნობი და ვხვდები რო იტალიის თემაზე ვერ იწერება კაი სტატიები... რა თამაშობს, რის თამაშობს... კაცი ტყუილად სკამზე დასვეს და თუ გაეცნობით იტალიურ პრესას ნახავთ, რომ ყველა გამოცდილი სპეციალისტი და რომას გულშემატკივრები რანიერის ამტყუნებენ... ამას რატო არ წერთ?
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა