2007 წელს კაკა ისეთივე სუპერვარსკვლავი იყო, როგორებიც დღეს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან
კაკა მეიჯორ ლიგაში ბრწყინავს. "ორლანდოს" წარმოდგენა მის გარეშე უკვე შეუძლებელია. ერთ დროს ის მსოფლიო ფეხბურთის ნომერ პირველი ვარსკვლავი იყო, თუმცა ჯერ დანებებას არ აპირებს და მიზნად რუსეთის 2018 წლის მუნდიალზე თამაში აქვს დასახული.

ვფიქრობთ, "დეილი მეილის" მიერ მომზადებული ეს წერილი დაგაინტერესებთ...

2007 წელს კაკა ისეთივე სუპერვარსკვლავი იყო, როგორებიც დღეს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან. შვიდი წლის შემდეგ "ოქროს ბურთისთვის" მესი და რონალდო იბრძოდნენ, 2007 კი უდავოდ კაკას წელი იყო.

2009 წელს კაკა 56 მილიონ ევროდ გადავიდა მადრიდის "რეალში". ამ გარიგების შემდეგ ის შეიქმნა მსოფლიოს რიგით მეორე უძვირესი ფეხბურთელი, გადაასწრო რა ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ჩამორჩა მხოლოდ ზინედინ ზიდანს.

ბრაზილიელი ძალიან მაღალი აზრისაა ჟოზე მოურინიოზე, ვინც მას "სამეფო კლუბში" წვრთნიდა.

"მოურინიო უნიკალური სპეციალისტია. ეს არის მწვრთნელი, რომელსაც გუნდი მუდამ 3 ქულის მოსაპოვებლად გაჰყავს მინდორზე. მას ყველაზე უკეთ შეუძლია მოთამაშის მოტივირება", - თქვა კაკამ.

როგორც წესი, ბრაზილიელ ფეხბურთელებს გრძელი სახელები აქვთ და მათი წარმოთქმა ყოველთვის განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. კაკას სრული სახელია რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე, მაგრამ მას ყველა მხოლოდ კაკათი იცნობს. ფეხბურთელმა გარემოცვას ამის თაობაზე ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ სთხოვა, როცა მის უმცროს ძმას, დიგაოს, "რიკარდოს" წარმოთქმა უჭირდა და "კაკა" უფრო ეხერხებოდა.

თანამედროვე ფეხბურთში ვერ ნახავთ კაკაზე უფრო რელიგიურ ადამიანს. ის ყველა თავის წარმატებას ღმერთს მიაწერს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ ბრაზილიელი ვარსკვლავი კარგა ხნის განმავლობაში უხდიდა მადლობას უფალს.

მას ეცვა მაისურა, წარწერით - "კაკა ეკუთვნის იესოს". თამაში დასრულდა თუ არა, ბრაზილიელმა მუხლი მოიყარა და საგანგებოდ შესწირა ღმერთს მადლობა.

...ერთმანეთს ვხვდებით ფეშენებელურ სასტუმრო "ალფონდ ოტელში", "ორლანდოს" სათამაშო არენის გვერდით. ასეთ ადამიანთან საუბარი ერთი დიდი სიამოვნებაა.

"მე ბიბლიაზე გავიზარდე. დღეს სამყარო სხვანაირად აზროვნებს, თუმცა მე უზომოდ მორწმუნე ადამიანი ვარ და ჩემი მთავარი ღირებულებები აქედან მოდის", - ამბობს ის და იქვე დასძენს: "ყველა კლუბში მყავდა მოძღვარი. ადამიანი, ვინც ზრუნავდა ჩემს სულიერ სამყაროზე".

კაკა სარწმუნოებაში განსაკუთრებით ღრმად ჩაეფლო მას შემდეგ, რაც 18 წლისა ავტოკატასტროფაში მოყვა და კინაღამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

"ექიმთან მივედი და მან მითხრა, რომ იღბლიანი ვყოფილვარ, რადგან გადავრჩი. მე მხოლოდ ამის მოსმენა არ მაკმაყოფილებდა მისგან. წამსვე ვკითხე, ფეხბურთის თამაშს თუ შევძლებ-მეთქი? არაო, მითხრა მან, თავი უნდა შეიკავო და იმითიც ბედნიერი იყო, რომ დღეს შენ სიარული შეგიძლიაო.

ბედს არ შევეგუე და ორი თვის შემდეგ უკვე ბურთს ვკენწლავდი", - ამბობს რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე.

დიახაც, მესისა და რონალდოს ეპოქამდე მსოფლიო ფეხბურთში კაკას ხანა იდგა. ბრაზილიელი 48 საათით მსოფლიოს მეორე ფეხბურთელი იყო სატრანსფერო ფასის მიხედვით. მერე კრიშტიანო რონალდო გადავიდა "რეალში" სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ევროდ.

"მე "ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის მოვუგე, რითიც ძალიან ვამაყობ. ახლა ეს ორი მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთის ყველა ჯილდოს ინაწილებს, მაშინ კი პირველი მე ვიყავი, დღემდე ვამაყობ ამით", - აღნიშნა კაკამ.

გემოვნებაზე არ დავობენ - კაკას თურმე რონალდო ურჩევნია მესის. ისევ ბრაზილიელს მოვუსმინოთ:

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, კრიშტიანოსთან ერთად რომ ვითამაშე. ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩვენ მინდორზე ერთად ყველაფერი დიდებულად გამოგვდიოდა და მოხარული ვარ, რომ დღესაც ვაგრძელებთ მეგობრობას".

როგორ აღმოჩნდა კაკა "ორლანდოში"? ეს ტრანსფერი კლუბის ბრაზილიელი მეპატრონის, ფლავიო აუგუსტო სილვას დამსახურებაა. გარდა ამისა, თავად კაკასაც უნდოდა, მიეღო ახალი გამოწვევა, ეთამაშა ამერიკულ ლიგაში, რომელსაც ვარსკვლავები აწყდებიან.

"ორლანდოს" რიგებში ჩვენს გმირს დიდებული დებიუტი გამოუვიდა - 63 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მან პირველივე შეხვედრაში გაიტანა გოლი და ისე ზეიმობდა, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოეჩინოს თავი...

ახლა კაკა კარგ ფორმაშია. კაპიტნობს "ორლანდოს" და რატომ არ უნდა იოცნებოს მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალზე, რომელიც რუსეთში გაიმართება?!

"მანამდე სამ წელიწადზე მეტია დარჩენილი. თუ დუნგას დავჭირდები, სიამოვნებით დავიცავ ბრაზილიის ნაკრების ღირსებას. მეც, როგორც ყველა ბრაზილიელი, ვოცნებობ რუსეთში გასამართ მუნდიალზე", - აღნიშნა კაკამ.

კაკას არასოდეს უთამაშია პრემიერლიგაში. არადა, 2009 წელს ის კინაღამ აღმოჩნდა ჯერ "მანჩესტერ სიტიში", მერე კი - "ჩელსიში".

უახლოესი მეგობრები ბრაზილიელს დღესაც ეპატიჟებიან ნისლიან ალბიონზე. ოსკარი, ვილიანი და ფელიპე ლუიში - "ჩელსიში", მესუთ იოზილი კი - "არსენალში".

"ისინი ხშირად მეპატიჟებიან ინგლისში სათამაშოდ. მე ვიცი, რას ნიშნავს ფეხბურთი ამ ქვეყანაში, მაგრამ "ორლანდოში" თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ", - ასრულებს კაკა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

sake
დიდი ფეხბურთელი,ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა,მაგრამ 2018წ ის უკვე ფეხბურთს აღარ ითამაშებს.
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
მილიონობით გულშემატკივარს კვარაცხელიასგან მხოლოდ ეს სურს?! - "ტაქტიკური სიმტკიცე" და "გრილიშიზაცია"...
"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა
კაკამ მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა
კაკა ბრაზილიაში ქერა მოდელზე დაქორწინდა [PHOTO]
საუკეთესო 4 ფეხბურთელი, რომლებმაც კარიერა დაინგრიეს - ვინ არიან ისინი
მადრიდის "რეალის" 5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი