მილანის დერბის გამოხმაურება
მილანურ დერბიში გოლი არ გასულა და შესაბამისად, გუნდებმა ქულები გაიყვეს. ფრე არც "მილანს" აძლევდა ხელს და არც "ინტერს", რადგან საუკეთესო ექვსეულამდე ორივე გუნდისთვის კიდევ უფრო შორია, ვიდრე აქამდე იყო.

"როსონერი" სატურნირო ცხრილში - მეცხრე, "ნერაძური" კი მეათეა, ევროპალიგის საგზურამდე კი არაერთი გუნდი და 6-7 ქულაა. მოკლედ, დერბიმ ორივე მხარე უკმაყოფილო დატოვა, რაც მატჩის შემდეგ მწვრთნელებს არ დაუმალავთ.

არჩათვლილი გოლები

ბურთმა ორჯერ გადაკვეთა კარის ხაზი, მაგრამ არბიტრმა არც ერთი გოლი არ ჩათვალა და ორივე სრულიად სამართლიანად.

პირველ ტაიმში "მილანმა" შეაგდო გოლი, თუმცა ნაიჯელ დე იონგზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა - მართალია, თავად დე იონგი ბურთს არ შეხებია, მაგრამ შეტევაში აქტიურ მონაწილეობას სწორედ ოფსაიდში მყოფი იღებდა. მეორე ტაიმში უკვე "ინტერის" გოლი გაუქმდა და ამ ეპიზოდზე უფრო დეტალურად ღირს შეჩერება...

რობერტო მანჩინის შეგირდებმა მარცხენა ფრთიდან შეუტიეს, სახიფათო ჩაწოდებას კი ფილიპ მექსეს შეცდომა და მისი ავტოგოლი მოჰყვა - "ინტერის" ფეხბურთელები ერთმანეთს გადაეხვივნენ და ტაბლოზე 1:0 დაიწერა, მაგრამ დაახლოებით ნახევარ წუთში მსაჯმა გოლის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო - განმეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ საჯარიმოში შეჭრილი როდრიგო პალასიო ლუკა ანტონელის დაეჯახა, ხელით ჩამოეკიდა და მინდორზე დაანარცხა - არადა, თავის მხრივ, მცველიც კარისკენ გარბოდა, რომ ჩაწოდების შემთხვევაში, ბურთი გამოეტანა.

მოკლედ, პალასიომ აშკარად იუხეშა და მსაჯმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

სამაგიეროდ, რეფერის გადაწყვეტილება მეტად საეჭვო იყო სხვა ეპიზოდში, როდესაც "მილანის" კარში თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა. არადა, იქ მცველს აშკარად ხელზე მოხვდა ბურთი და პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად იყო. ერთი ეგაა, ხელი სტატიკურ მდგომარეობაში გახლდათ და ასეთ დროს, ხშირად მსაჯები სხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებენ.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ხელმა კარისკენ მიმავალი ბურთი გააჩერა, ალბათ, მაინც უპრიანი იქნებოდა თამაშის წესების დარღვევის დაფიქსირება. აქვე ვთქვათ, რომ მატჩს ცნობილი რეფერი ლუკა ბანტი სჯიდა, რომელიც ადრეც არაერთხელ მოქცეულა ყურადღების ცენტრში.

"ინტერის" უპირატესობა

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა და ორივე კართან შეიქმნა სახიფათო მომენტები, მეორე ნახევარში კი "ინტერის" უპირატესობა გამოიკვეთა და თუ ვინმეს უნდა მოეგო ეს თამაში, სწორედ მანჩინის გუნდი გახლდათ. განსაკუთრებით, დასკვნით ფაზაში, "ნერაძურის" შემტევები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, მაგრამ ბურთს კარის ხაზის გადაკვეთა არ სურდა. იყო ეპიზოდები, როდესაც დიეგო ლოპესი თამაშობდა ბრწყინვალედ, თუმცა რიგ შემთხვევებში "მილანს", უბრალოდ, უმართლებდა.

ფილიპო ინძაგი ("მილანის" მწვრთნელი): "პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ფლანგებიდან ვაქტიურობდით, მომენტები გვქონდა და წესით, უნდა გაგვეტანა. მეორე ნახევარში მეტოქემ შემოგვიტია და რამდენჯერმე გადავრჩით. მთლიანობაში, ლოგიკური შედეგია, რომელიც არც "ინტერს" აწყობდა და არც ჩვენ. თუ დასახულ მიზანს ვერ მივაღწევთ, დღევანდელი მატჩი ამაში ყველაზე ნაკლებად იქნება დამნაშავე.

ჩვენ იანვარ-თებერვალმა დაგვწია უკან, როდესაც გუნდში ტრავმების ეპიდემია იყო. უნდა გავაგრძელოთ შრომა, რადგან ამაშია სწორედ წარმატების რეცეპტი".

რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან ამის კარგი შანსი გვქონდა. მატჩი ჩვენი უპირატესობით წარიმართა და ერთი მაინც უნდა გაგვეტანა, მაგრამ "მილანი" თავს კარგად იცავდა, გარკვეულ ეპიზოდებში კი, უბრალოდ, არ გაგვიმართლა.

ამასთან, არბიტრმა ჩვენ სასარგებლოდ 100%-იანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ორ თამაშში მსაჯები ჩვენ საწინააღმდეგოდ ცდებიან. ამ შეცდომებში გატანილ გოლს არ ვგულისხმობ, რადგან როდრიგო პალასიომ მართლაც დაარღვია თამაშის წესი. დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმის აღებას უნდა ვეცადოთ, მომდევნო სეზონში კი ვალდებულნი ვართ, ისე ვიასპარეზოთ, როგორც "ინტერს" შეეფერება".

რაღაც უნდა შეიცვალოს

და მაინც - გულშემატკივართა დიდი ნაწილი, რომელიც კვირას გამართულ მილანურ დერბის ადევნებდა თვალს, უდავოდ დადგებოდა სევდიან განწყობაზე, რადგან ერთ დროს, ამ დიდი გუნდების პაექრობისას მოედანზე ერთდროულად 22 ვარსკვლავი თამაშობდა, დღეს კი სულ სხვა რეალობაა და სულ სხვა სურათს ვხედავთ.

სულ ახლო წარსულში, "მილანს" შეტევაში ფილიპო ინძაგი და ანდრეი შევჩენკო ჰყავდა, "ინტერს" კი სამუელ ეტო'ო და დიეგო მილიტო; "მილანს" ნახევარდაცვაში ანდრეა პირლო, კლარენს ზეედორფი, ჯენარო გატუზო და რიკარდო კაკა ჰყავდა, "ინტერს" კი ესტებან კამბიასო, დეიან სტანკოვიჩი და ვესლი სნეიდერი, ცოტა უფრო ადრე კი - პატრიკ ვიეირა, ლუიშ ფიგუ და ხუან სებასტიან ვერონი. "მილანის" დაცვას პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ, იაპ სტამი და კახა კალაძე ამაგრებდნენ, "ინტერს" კი დაცვაში შემდეგი კვარტეტი ჰყავდა: დუგლას მაიკონი, ვალტერ სამუელი, ლუსიო, ხავიერ ძანეტი...

ამ გვარების უკან ფანტასტიკური მატჩები, გოლები და ტიტულები დგას, დღეს კი მილანურ დერბიში ამ ფეხბურთელთა აჩრდილებს ვხედავთ. დღეს "მილანს" შეტევაში ჯაკომო ბონავენტურას იმედი აქვს, "ინტერს" კი ვეტერანი როდრიგო პალასიოსი; შუა ხაზში "შავ-წითლებს" ვან გინკელი და პოლი ჰყავთ, "შავ-ლურჯებს" კი გუნკური და ობი.

შედეგად, ვიხილეთ უამრავი წუნი, საშუალო ხარისხის ფეხბურთი და ამ ყველაფრით გაწბილებული 80 ათასამდე გულშემატკივარი. ფეხბურთელებს მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ და თითქოს არც ტემპი იყო დაბალი, მაგრამ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მილანურ დერბის კლასი აკლდა.

"ჯუზეპე მეაცაზე" საოცარი ატმოსფერო იყო - "კურვა ნორდი" და "კურვა სუდი" ტრადიციული ქორეოგრაფიული ნამუშევრებით შეეგებნენ დერბის დაწყებას და შემდეგ მხურვალედ უქომაგეს თავიანთ გუნდებს; ტრიბუნებზე ისხდნენ, ერთი მხრივ, მასიმო მორატი და ერიკ ტოჰირი, ხოლო მეორე მხრივ, ადრიანო გალიანი და ბარბარა ბერლუსკონი - მათ აუცილებლად უნდა შეცვალონ რაღაც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

che
კარგი სტატია იყო..სამწუხაროა როცა ერთ დროს იტალიური გუნდები ერთ-ერთი ფავორიტები იყვნენ ყველა ტურნირის დღეს ვიღაც ვოლფსბურგებთან და მადრიდის ატლეტიკოებთან აგებენ:((
ლევანი
მე - "იუვეს" გულშემატკივარი, გულწრფელად ვამბობ, რომ "მილანის" და "ინტერის"(მიუხედავად იმისა, რომ არც მეხსიერება მღალატობს და შესანიშნავად მახსოვს, თუ როგორ აბედნიერებდათ "შავ-ლურჯების" გულშემატკივრებს დაძირული "იუვეს" ნახვა) ასეთ მდგოამარეობაში ხილვა მართლა არ მახარებს. არ წაადგება იტალიურ ფეხბურთს გამაჩანჩალებული ნაგრანდალები!
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
"მილანის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ფილიპო ინძაგი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
ინძაგი: გგონიათ, რონალდომ გერმანიასთან ადვილი გოლი გაიტანა?!.
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"სოლარიუმში იმდენ დროს ატარებდა, სტაფილოს ჰგავდა" - ძიუბამ მანჩინის დასცინა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ფილიპო ინძაგი "სალერნიტანას" უთავკაცებს
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი