ეს ქუთაისელი ბიჭი ჭიდაობის ქართველი ქომაგისთვისაც კარგადაა ცნობილი, რადგან სულ რაღაც ორიოდე წლის წასულია საქართველოდან
ფოტოზე: დავით ჩაკვეტაძე მარჯვნივ

დაღესტნელთა ყაბარდოელი ფალავანი ბილიალ მახოვი საბოლოოდ გადაერთო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე.

მოგეხსენებათ, ის აქამდე თავისუფალ ჭიდაობაში გამოდიოდა და სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, ლონდონის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაო მოიპოვა.

სწორედ იმ თამაშებზე, დავით მოძმანაშვილთან წაგების შემდეგ წავიდა მისი კარიერა დაღმასვლისკენ და ნაკრებშიც დაკარგა ადგილი. მასაც ბევრი არ უფიქრია და შარშან ბერძნულ-რომაულში გადაინაცვლა.

სხვათა შორის, თავიდან თურმე სწორედ ამ სახეობაში დაუწყია ჭიდაობა, მაგრამ იმ დროისთვის რუსეთის ამ სტილის მოჭიდავეთა ნაკრებში ყველაფერი გარკვეული იყო და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად მას რუსეთის ჩემპიონ ივან პარშინის საკონტროლო შეხვედრაში დამარცხება დასჭირდა. ტაშკენტში მახოვმა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა.

წლეულს დაღესტნელმა ყაბარდოელმა უკვე მოიგო რუსეთის ჩემპიონატი, მერე კი ყოველგვარი კითხვის ნიშანი მოხსნა, როცა განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს 8-10 მაისს დანიშნულ რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატში და "ბერძენ-რომაელთა" მსოფლიოს პირველობისთვის მოემზადება.

ის იმდენად კარგად მოერგო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, დასამალი არც იყო, რომ შარშანდელი შედეგის შემდეგ აქ დარჩებოდა, თუმცა მაინც არსებობდა მოლოდინი, სად გააგრძელებდა თავის კარიერას.

სავარაუდოდ, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იმანაც იქონია, რომ რუსებს მძიმე წონაში "თავისუფალში" ბევრად უფრო დიდი კონკურენცია აქვთ, ვიდრე - ამ ნაკრებში. ეტყობა, მახოვმაც ოსთა მსოფლიოს ხუთგზისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ჰაჯიმურატ გაცალოვთან, ჩეჩენ მურადინ კუშხოვსა და სხვებთან მეტოქეობას "ბერძენ-რომაელებთან" კონკურენცია არჩია.

ალბათ, სამართლიანადაც, რადგან რუსეთის ჩემპიონატმა აჩვენა, რომ იქ კონკურენტი არ ჰყავს.

ფინალში მან ისევ უშანსოდ დაამარცხა პარშინი, თუმცა ნახევარფინალში სერიოზულად გაუჭირდა მოსკოვის სახელით მოჭიდავე დაღესტნელ ავარელ კურბან ნაჟმუტდინოვთან - მეტოქე ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ უკვე პირველი პერიოდის ბოლოს ფიზიკურად იმდენად დაიღალა, ფეხზე ძლივს იდგა. მახოვმა მანამდეც გაუკეთა გდებები, მერე კი სულ ბავშვივით ატრიალა.

ამდენად, მახოვი უკვე შეიძლება განვიხილოთ პლანეტის პირველობაზე (ოლიმპიადაზეც) ჩვენი მძიმეწონოსნების სავარაუდო კონკურენტად, თუმცა ვინ იქნება იქ ჩვენგან მისი მეტოქე, ეს ხვალ გაირკვევა საქართველოს ჩემპიონატზე. შარშან მან მსოფლიოს პირველობაზე იაკობ ქაჯაია დაგვიმარცხა და არა მარტო იმედი დაგვისამარა, სარკეშიც ჩაგვახედა.

ქაჯაია ჩვენი ამომავალი ვარსკვლავია და მართლაც ძალიან პერსპექტიულია, თუმცა ამ შეხვედრამ დაგვანახვა, რაოდენ ბევრი უკლია მას წონის ლიდერებთან ტოლ-სწორად საპაექროდ, რამდენით ჩამორჩება ფავორიტებს და ამ დეფიციტის გასაბათილებლად მწვრთნელებს რაოდენ ზღვა მოცულობის სამუშაოს შესრულება მართებთ.

მახოვმა ჯანითაც დაჩაგრა ჩვენებური, რომელიც ახალგაზრდებში თუ საქართველოს მასშტაბით თავად გამოირჩევა ამ კომპონენტში, თუმცა, უპირველესად, გამოცდილებით აჯობა. ქაჯაია ახალგაზრდული სიფიცხით მივარდებოდა ხოლმე და დაზეპირებულივით ერთსა და იმავეს ცდილობდა - ჯვარედინ მოვლებაზე ზურგს უკან გადაგდებას, რაც მეტოქემ სამჯერ დაუხურა, ეს ერთფეროვნება კი იმით დასრულდა, რომ ბოლო დახურვისას მეტოქემ ბეჭებზე დადო.

ჯერ არ ვიცით, ვინ მოიგებს საქართველოს პირველობას ან შემდეგ - მსოფლიოსთვის შესარჩევს, თუმცა ვინც უნდა გაიმარჯვოს, ოლიმპიადაზე ეს წონა ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული იქნება და ამდენად გვაინტერესებს მათი ყველა სავარაუდო კონკურენტი.

ჩაკვეტაძე ქართველებს დაგვიპირისპირდება

კოღუაშვილმა გადაჭრით თქვა, რომ ბაქოში იჭიდავებს რუსთა ქართველი ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე (85).

ეს ქუთაისელი ბიჭი ჭიდაობის ქართველი ქომაგისთვისაც კარგადაა ცნობილი, რადგან სულ რაღაც ორიოდე წლის წასულია საქართველოდან და აქაც საკმაო წარმატებები ჰქონდა. "ლელო" წერდა მისი წასვლის შესახებ და ფედერაციას ვთხოვდით, დაებრუნებინა ის, როგორც ჩვენი ნაკრებისთვის საჭირო კაცი; ამ სიტყვების ავტორს რამდენჯერმე ჰქონდა პირადი საუბარი ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ თითი თითზე არავინ დააკარა და კიდევ ერთი ნიჭიერი ფალავანი დავკარგეთ.

ვინძლო, ეს დაუდევრობა ძვირადაც დაგვიჯდეს და ჩაკვეტაძემ ბევრჯერ დაგვიმარცხოს ფალავნები.

მან რუსთა პირველობის ფინალში სახელოვანი ალექსეი მიშინი, ყველა ტიტულის მფლობელი ლეგენდა დაამარცხა, თუმცა საჭიდაო წრეებში ბევრს აკრიტიკებენ პრაგმატული, არასანახაობრივი და არატექნიკური ჭიდაობის გამო. მან ფინალიც ისე მოიგო მინიმალური ანგარიშით, ილეთი არ გაუკეთებია, მაგრამ კოღუაშვილმა რუსულ მედიასთან გადაჭრით თქვა, რომ ის ღირსეულად გახდა ჩემპიონი და ბაქოშიც აუცილებლად იჭიდავებს.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთის ჩემპიონატში მედალი კიდევ ერთმა ქართველმა მოიპოვა - 71 კილოგრამში, რომელიც არაოლიმპიური წონაა, მესამე ადგილზე როსტოვის სახელით მოჭიდავე ირაკლი კალანდია გავიდა.

დასასრულ, სხვა წონების გამარჯვებულებზეც ვთქვათ, რომლებიც ბაქოში, ევროპულ თამაშებზე ჩვენი ფალავნების სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: იბრაგიმ ლაბაზანოვი (59), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ადამ კურაკი (66), იური დენისოვი (71), მსოფლიოს შარშანდელი გამარჯვებული ჩინგიზ ლაბაზანოვი (75, ამან ფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ჩეხირკინი დაამარცხა), ევგენი სალეევი (80) და ისლამ მაგომედოვი (98).

კოღუაშვილი არ აპირებს ამ შემადგენლობის შეცვლას (ვინმემ ტრავმა თუ არ მიიღო), იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ტიტულოვანი ფალავანი არ ჭიდაობდა (მაგალითად, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი რომან ვლასოვი (75) - მწვრთნელი მათ შანსს მსოფლიოს პირველობისთვის ნაკრებში მოსახვედრად მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kakka
ყველა ქართველები გამყიდველები ხართ.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
პოდუბნის ტურნირი: ქართველები ოქრო-ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!
მიკერძოებულ მსაჯობას ედიშერ მაჩაიძესაც აბრალებენ - სტატია Flowrestling.org-ზე
რის გამო სჯის ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია თემურ ყაზარაშვილს
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: ბრინჯაოს დუბლი პარიზში