ჩინურ ჩენდუში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე 21 აპრილს მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა
ჩინურ ჩენდუში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე 21 აპრილს მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ქალთა ნაკრები პოლონელთა ძლიერ გუნდს დაუპირისპირდა, რომელმაც პირველ ტურში მსოფლიოს ჩემპიონი უკრაინის ნაკრები გაანადგურა - 3,5:0,5, მეორე ტურში აშშ-ს დაუზავდა. ჩვენი გუნდიდან მერი არაბიძე ისვენებდა.

ბელა ხოტენაშვილი თეთრებით მონიკა სოჩკოს 51-ე სვლაზე დაუზავდა. ლელა ჯავახიშვილი შავებით იოლანტა ზავადსკას 38-ე სვლაზე შეუთანხმდა ყაიმზე. მარტა ბერტელმა და სალომე მელიამ მსგავსი შედეგის მისაღწევად 25 სვლა იკმარეს.

საქართველოს ნაკრებს გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოუტანა, რომელმაც კარინა შჟეპკოვსკა-ჰოროვსკას 45-ე სვლაზე გააჩერებინა საათი. საბოლოოდ ჩვენებმა მოიგეს 2,5:1,5.

ჩემპიონატზე, ცხადია, ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა ჩინეთის ნაკრები, იმის მიუხედავად, ჩენდუში სათამაშოდ არ ჩავიდნენ ჰოუ იფანი და ჟაო სიუე. ეტყობა, ცზიუ ვენძიუნი ვერ სწევს ლიდერობას.

მაგალითად გუშინდელი შეხვედრაც გამოდგება - ჩინელმა რუსებთან პაექრობისას თეთრი ფიგურებით ალექსანდრა კოსტენიუკთან წააგო. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების გუნდიდან მეორე გამარჯვება ოლგა გირიამ მოიპოვა - თინგი ლეის სძლია. ნატალია პოგონინა და ალექსანდრა გორიაჩკინა, შესაბამისად, თან ჟონსა და შენ იანს დაუზავდნენ. რუსებმა ერთის წილ სამი ქულა აართვეს ჩინელებს - 1:3.

დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დამთავრდა: სომხეთი-ეგვიპტე 3:1, უკრაინა-ინდოეთი 2:2, აშშ-ყაზახეთი 2:2.

სამი ტურის შემდეგ: საქართველო-5 (8,5), რუსეთი, აშშ - 4-4 (7-7), პოლონეთი-3 (7), სომხეთი, ჩინეთი, უკრაინა - 3-3 (6-6), ყაზახეთი - 3 (5), ინდოეთი-2 (5,5), ეგვიპტე - 0 (2).

22 აპრილს მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება: ინდოეთი-რუსეთი, ეგვიპტე-ჩინეთი, პოლონეთი-სომხეთი, ყაზახეთი-საქართველო, უკრაინა-აშშ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა