საქართველოს სამბისტთა ეროვნულმა ნაკრებმა წლევანდელი სეზონი საშეჯიბრო პრაქტიკის თვალსაზრისით უპრეცედენტოდ კარგად დაიწყო. ადრე არასოდეს ყოფილა, რომ სამბისტებს ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში უცხოეთის სამ შეჯიბრებაში მიეღოთ მონაწილეობა და თანაც რამდენიმე გუნდით. თებერვალში მათ ყაზახეთსა (ალმაათი) და ბელარუსში (მინსკი) იასპარეზეს პრეზიდენტის თასებზე. მარტში კი რუსეთში (მოსკოვი) სამბოს ფუძემდებლის არკადი ხარლამპიევის მსოფლიო თასზე მიიღეს მონაწილეობა. ყაზახეთში დავით ლორიაშვილი (100) და ბექა ბერძენიშვილი (+100) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ; ზვიად ოდოშაშვილმა (62), კახა მამულაშვილმა (74) და დავით კარბელაშვილმა (90) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლები შმაგი ლაგაზაურს (62), ბესო ბერულავას (74), ლევან ნახუცრიშვილს (74), ზაურ გაგნიძეს (82), პაატა ღვინიაშვილს (90) და გიორგი ზაქარიაძეს (100) ერგოთ.

ბელარუსში ფინალისტი იყო ბექა ბერძენიშვილი (+100), ხოლო ირაკლი კუპატაძე (57) მესამე ადგილზე გავიდა.

რუსეთში მსოფლიოს თასის გამარჯვებული დავით ლორიაშვილი (100) გახდა, ვერცხლის მედალი იკმარა ბექა ბერძენიშვილმა (+100), კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგნენ გენადი ჩირგაძე (57), შმაგი ლაგაზაური (62) და ლევან წიკლაური (82). რუსეთის დედაქალაქში გოგონებმაც იასპარეზეს - ვერცხლის მედლები მოიპოვეს შორენა შარაძემ (60) და ნინო ოძელაშვილმა (72).

სამბისტთა ეროვნული გუნდი ამჟამად ბორჯომში გადის შეკრებას. გუნდის მთავარ მწვრთნელს ჯონდო მუზაშვილს სწორედ იქ დავუკავშირდით, წლევანდელი სამი შეჯიბრების შეფასება ვთხოვეთ და მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისათვის სამზადისზეც ვკითხეთ.

- ევროპის ჩემპიონატის წინ ადრე არასოდეს გვიასპარეზია უცხოეთში სამ შეჯიბრებაში. წლეულს ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისი იყო. რა თქმა უნდა, ხელშეწყობა კარგად წაგვადგება სამომავლოდ. თანაც ამ შეჯიბრებებზე მეორე ნომრებიც გამოვცადეთ. მათთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება ძვირფასია. მოსკოვსა და ყაზახეთში ძირითადი შემადგენლობებით გამოვედით და შედეგით კმაყოფილი დავრჩი, ბელარუსში კი უმეტესწილად სათადარიგოები გვყავდა და ამიტომაც ვიკმარეთ მხოლოდ ორი მედალი. ცხადია, მოსკოვში მსოფლიოს თასი იყო განსაკუთრებით საკმაოდ წარმომადგენლობითი შეჯიბრება. იქ თითოეულ წონაში მხოლოდ ერთი მონაწილის გამოყვანა შეეძლოთ გუნდებს, მაგრამ ყველა გუნდი მოსკოვში ლიდერებით ჩავიდა. ყაზახეთსა და ბელარუსში ამ თვალსაზრისით შეზღუდვა არ ყოფილა და ჩვენც ბევრი სამბისტი გამოვცადეთ. მინსკში ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ ბერძენიშვილი წავიყვანე. მისთვის პრაქტიკა აუცილებელია.

- როგორც ვიცით, ბექა დიდი ხანი არაა, რაც ჭიდაობს...

- იგი 17 წლის ასაკში მოვიდა არათუ სამბოში, ზოგადად ჭიდაობაში, მაგრამ სულ რამდენიმე წელიწადში, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო არენაზე შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ახლაც, სამივე შეჯიბრებაში ფინალში გავიდა. სამომავლოდაც გვეიმედება მისი და ამიტომ ვცდილობთ საშეჯიბრო პრაქტიკის მიღების შანსი არ მოვაკლოთ. ესოდენ გვიან დამწყები მოჭიდავისთვის ძნელია სათანადო ტექნიკის სწრაფად ათვისება. თუმცა ბექას განვითარების ტემპით კმაყოფილი ვარ. იგი ფიზიკურად ძლიერი სპორტსმენია და სწორედ ძალის ხარჯზე აბალანსებს ჯერჯერობით არსებულ ტექნიკურ ხარვეზებს. ბერძენიშვილი ერთადერთი სპორტსმენია, რომელიც უცებ გამოჩნდა ბოლო პერიოდში, ნაკრების სხვა წევრებს დიდი ხანია ვიცნობთ და ვაკვირდებით.

- შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ ისევ კარგ ფორმაში ჩანს დავით ლორიაშვილი...

- დიახ, მან ალმაათსა და მოსკოვში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ლორიაშვილი უკვე ყველა შეჯიბრებაში ოქროს მედლის კანდიდატად ითვლება. მას ბევრი შეუძლია, რაც ადრეც ეტყობოდა, მაგრამ შესაბამისი წარმატებები აკლდა. ჩვენ უბრალოდ სწორი მიმართულება მივეცით მის პოტენციალს. ამასთან, ლორიაშვილი სტაბილური გახდა.

- წლევანდელ შეჯიბრებაში არ ჩანდა მსოფლიოს კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი ვახტანგ ჩიდრაშვილი, ლევან ნახუცრიშვილმა კი მხოლოდ ყაზახეთში იჭიდავა.

- ისე, საყურადღებოა, რომ მათთან ერთად კიდევ მეტი მედლების მოპოვების შანსი გვქონდა ამ შეჯიბრებებში. მათ დასვენებისთვის მეტი დრო მიეცათ. ნახუცრიშვილს ყაზახეთში წონა არ დავაკლებინეთ და 74 კგ-ში გამოვიდა, თუმცა ბრინჯაოს მედალი მაინც აიღო. ჩიდრაშვილი მინსკის ტურნირის წინადღეებში დაქორწინდა და დასვენების უფლება მივეცით. ახლა აქტიურად ვარჯიშობს გუნდთან ერთად. მოსკოვში ვაჭიდავეთ ჩირგაძეც, თუმცა, მასაც არ დავაკლებინეთ და ზედა წონაში ბრინჯაო მოიგო.

- სასიამოვნო იყო გამოცდილი ლევან წიკლაურის გამოჩენაც, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა...

- დიახ, მისასალმებელია ლევანის დაბრუნება სამბოს არენაზე. მოსკოვში მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წიკლაური პროფესიონალია, იცის, როგორ უნდა შევიდეს ფორმაში, მონდომებაც არ აკლია და იმედია, სამომავლოდ წარმატებებიც არ დააყოვნებს.

- გვიამბეთ შეკრების თაობაზე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში გადიხართ.

- პირველი შეკრება, ფიზიკური, ბაკურიანში გვქონდა. ამჟამად ბორჯომში ვართ და მიმდინარე თვის ბოლოს დავასრულებთ შერეულ (ფიზიკური და ხალიჩა) ვარჯიშებს. მაისის დასაწყისშივე, ანუ უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ უკვე ტრადიციულად, გორში გავივლით საწვრთნელი შეკრების დასკვნით ეტაპს. 14 მაისს კი გავემგზავრებით ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე.

უნდა აღვნიშნო, რომ ფედერაციის გადაწყვეტილებით წლეულს გოგონების გუნდიც ჩვენი ხელმძღვანელობით გამოვა შეჯიბრებებში. მოსკოვში იჭიდავეს და ორი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს შორენა შარაძემ (60 კგ) და ნინო ოძელაშვილმა (72). უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით გავა. ესენი არიან - ნინო ოძელაშვილი, შორენა შარაძე, ირინა ლეონიძე და თეა სუხიტაშვილი.

ვასილ ბალახაძე

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს