"გვყავს კი საქართველოში იმ დონეზე მომზადებული მსაჯები, გულშემატკივარი წყობიდან რომ არ გამოიყვანონ?"
"ზუგდიდთან" წაგებამ ბათუმის "დინამო" მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და ეროვნული ჩემპიონატის ლიდერობის დათმობაც მოუწია, მაგრამ გუნდი უფრო იმან დააზარალა, რაც ქობულეთის "ჩელე არენაზე", ქუთაისის "ტორპედოსთან" წაგებული (2:3) მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა - სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო სადისციპლინო კომიტეტმა აჭარლებს 3 საშინაო შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება მიუსაჯა.

ბათუმელებმა "სამტრედიასთან" ერთი საშინაო შეხვედრა უკვე გამართეს უმაყურებლოდ, ასევე მოხდება ლანჩხუთის "გურიასა" და თბილისის "დინამოსთანაც", და საერთოდაც, სეზონსაც ცარიელი ტრიბუნების თანხლებით დაასრულებენ.

საქმე ისაა, რომ "დინამოს" სულ 3 საშინაო მატჩი აქვს დარჩენილი. ორი უკვე ვახსენეთ, მესამე კი უნდა გაემართათ "ზესტაფონთან", რომელიც ეროვნული ჩემპიონატიდან მოხსნეს.

ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობის აპელაცია, დისკვალიფიკაციის შემსუბუქების შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა, პირიქით - დამატებით ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესა. ანუ, თუ ამ პერიოდში მსგავსი ფაქტი მოხდება, ნეიტრალურ სტადიონზე კიდევ სამ თამაშს გამართავს უმაყურებლოდ.

ბათუმელები სახტად დატოვეს... რატომ დაუმძიმდა სანქცია "დინამოს"?

ბათუმის "დინამოს" ადვოკატი გია აბაშიძე ტრიბუნალის მიერ მიწოდებულ მასალებს გაეცნო და "ლელოსთან" მკვახე განცხადებაც გააკეთა:

"ბათუმის "დინამო" კარგი თამაშისა და გალიდერებისთვის დასაჯეს. ასეთი დასკვნისკენ რამდენიმე ფაქტი მიბიძგებს. სფფ-ის საფეხბურთო დავების ტრიბუნალმა ჩვენ მიერ მიწოდებული არც ერთი მტკიცებულება არ გაითვალისწინა.

მაგალითად, წარვადგინეთ დისკი, სადაც ჩანდა, თუ როგორ აცილებენ არბიტრს მოედნიდან პოლიციის თანამშრომლები და ვეტერანი ფეხბურთელები. იქ ნათლად ჩანდა ისიც, რომ მსაჯის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. არადა, ვერდიქტი ამაზე იყო დაფუძნებული.

სააპელაციო გადაწყვეტილებაში პარადოქსული რამ ჩაწერეს - თითქოს, ცარიელი დისკი მივაწოდეთ. ალბათ, ჩანაწერი არც უნახავთ.

კლუბის მდგომარეობა პრინციპულად არ გაითვალისწინეს. სააპელაციო საჩივარში ნათქვამია, რომ თურმე უმაღლესი ლიგის გუნდებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, მატჩის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. კი ბატონო, ამაში არის ლოგიკა, მაგრამ საამისოდ ფედერაცია რას აკეთებს? გვყავს კი საქართველოში იმ დონეზე მომზადებული მსაჯები, გულშემატკივარი წყობიდან რომ არ გამოიყვანონ?

გულდასაწყვეტია, დასკვნით ეტაპზე, ჩემპიონობის პრეტენზიის მქონე გუნდს ასე უმოტივაციოდ ტოვებდე", - ამბობს აბაშიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემო
გია შენ იცი რო მსაჯს შეეხეს თუ საიდან ასკვნი რაღაცებს? არავინ შეხებია მსაჯს და უარესად უნდა დაისაჯოსო რო ამბობ შესაბამისი არგუმენტებიც უნდა გქონდეს !
gia
nu bodavt.uaresad unda daisajnon. uaresi msajoba minaxavs msoflio an evropis chempionatebze an ligaze da top erovnul chempionatebshi magram msajic shexebac aravis mouva azrad.sheexebian da kai chits daicheren
elene
და სპორტალ.გე იმ ტრიბუნალის კომენტარს რატომ არ გვთავაზობს? თუ შებიტანოთ ობიექტურობაში ეჭვი?
gio torpedo
ეს იმის ბრალია რო ერმანეტს გუნდები გვერდსჰი არ უდგანან თბილისის დინამოს წელს რო ჩუქნიან ცჰემპიონობას ამაზე ზედმეტად აგარ დავწერ და ზესტაფონიც ამიტომ მოხსნეს და არ მოუსმინეს კოკაის ...
batumi
კლუბების პრეზიდენტებიც არუქნია გმერტს ტორე ზესტა ბატუმი რუსტავი ქუტაისი რო ადგნენ და მოხსნან კლუბები ჩემპიონატიდან მერე რაჩემფეხებს იზამენ?დარჩებატ ფიფიას დინამო და ნაცების დილა
ქართლო განრისხებული
გავუძლოთ ბატუმელნო, ასევე ქუთათურნო, ასევე მარგვეთელებო, ასევე ოდიშელებო, ასევე გურულებო, ასევე მეფოლადეებო, ასევე კოლხებო, ასევე ნამდვილო ქართველნო რომლებიც ყოველ დაღმასვლას სასიკვდილოდ განიცდიან, რადგანდიდი დავითის ჯიშის ხალხნი არიან და ამ ..... ვეტერანებს და არველაძეებს არ გვანან, მათ სიმართლის თქმას ვერავინ ასწავლის, იმიტომ რომ სამშობლო უყვართ , და ყოველგვარ მაიმუნობას რასაც ნაცი ხელისუფალნი ამ ფედერაციასთან ერთად ანადგურებდა ამის შესახებ ყოველივე იციან მ და შორს არ არის ის დრო როო ყველა სპოტის უფროსს. დესაც დაუძახებენ დასაკითხად ამ .... და მათთან ერთად.ჯობია რომ დაშორდნენ დროზე ფედერაციას და ლოცვებში მონანიებაზე იფიქრონ.
ira
ოეეეეეეეეეე ბათუმს მიადექით ... მოგადგებით მალე და სულ გამოგკრით მაქედან ... არველაზეებო რა გეშველებათ აგარც ვიცი ალბათ თუ გაიქცევით რაუქენით ფეხბურთს ..... ამოვიდა კელში
beso
ფედერაციაში ... ბოლოს მოუგეფთ ცოტა ხანში დაცკნარდით ცოტა ხანი სულს გაფავენ ეგენი მაქ არველაზეებო ზალიან ცუდათ დაამთავრებთ ნუ ვეტერანებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი როგორც მაგათ კიდიათ ფეხბურთი ისე კიდიათ ხალხს უფრო უარესი გული ერევათ დომენტიზე ხომ აგარარი საუ ბარი
batumi
დნამოს ტბლისის ...
ფერნანდო
ბათუმელებო, არ გინდათ საქმის დაძაბვა და პოლიტიზირება. კარგი შანსი გაქვთ წარმატებულად სეზონის დამთავრების და აჩვენეთ რა შეგიძლიათ. ანალოგიურ სიტუაციაში , გორი უფრო მკაცრად დაისაჯა.
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
გადაწყვეტილება არაადეკვატურად მკაცრია! ბათუმის "დინამომ" აპელაცია შეიტანა
კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ბათუმელები სახტად დატოვეს... რატომ დაუმძიმდა სანქცია "დინამოს"?
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"